"მო­საზ­რე­ბა, რომ ბავ­შვი კუ­რორტზე 21 დღე უნდა გყავ­დეთ, თორემ სარ­გე­ბელს ვერ მი­ი­ღებს, მი­თია და საბ­ჭო­თა დრო­ი­დან იღებს სა­თა­ვეს" - რას ურჩევს თემურ მიქელაძე მშობლებს
მცირეწლოვანი ბავშვების მშობლებს ზაფხულში დასვენებასთან დაკავშირებულ არაერთ საკითხზე უწევთ გადაწყვეტილების მიღება. მშობლების ნაწილი ამ სეზონზე შესაფერისი კურორტის შერჩევით არის დაკავებული და ცდილობს, არჩევანი სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით სუფთა ჰაერის სასარგებლოდ გააკეთოს. პედიატრების ნაწილი აღნიშნავს, რომ ჯანმრთელობისთვის პოპულარულ კურორტებზე დასვენება სულაც არ არის აუცილებელი და ორგანიზმისთვის სარგებლის მიღება შესაძლოა, ჩვეულებრივ სოფლებში უფრო მეტად ეფექტური იყოს. რა უნდა გაითვალისწინონ მშობლებმა დასასვენებელი ადგილის შერჩევისას, პედიატრი თემურ მიქელაძე საუბრობს "დღის თემაში".
მისი თქმით, მშობ­ლებ­მა, რომ­ლებ­საც შე­საძ­ლებ­ლო­ბა არ აქვთ ბავ­შვე­ბი ძვი­რა­დღი­რე­ბულ ად­გი­ლებ­ში და­ას­ვე­ნონ, არ უნდა იდარ­დონ, რად­გა­ნაც
მთა­ვა­რი სუფ­თა ჰა­ერ­ზე ყოფ­ნაა და შე­უძ­ლი­ათ არ­ჩე­ვა­ნი თა­ვი­ანთ სოფ­ლებ­ზე შე­ა­ჩე­რონ.
უამ­რავ პა­ცი­ენტს არ აქვს სა­შუ­ა­ლე­ბა პო­პუ­ლა­რულ კუ­რორ­ტებ­ზე წა­სას­ვლე­ლად, რად­გა­ნაც საკ­მა­ოდ ძვი­რია.

ბახ­მა­რო, მთა-თუ­შე­თი და სხვე­ბი უნი­კა­ლუ­რი კუ­რორ­ტე­ბია, უბ­რა­ლოდ იქ დას­ვე­ნე­ბა ძვი­რია და შე­ჭირ­ვე­ბულ­მა მშობ­ლებ­მა არ იდარ­დონ ამა­ზე და არ ჩათ­ვა­ლონ, რომ შვილს ყვე­ლა­ფერს ვერ უკე­თე­ბენ, შე­უძ­ლი­ათ ბავ­შვე­ბი გა­იყ­ვა­ნონ თა­ვი­ანთ სოფ­ლებ­ში“, - ამ­ბობს პე­დი­ატ­რი.

მი­სი­ვე თქმით, მო­საზ­რე­ბა იმის შე­სა­ხებ, რომ ბავ­შვი კუ­რორტზე 21 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში უნდა გყავ­დეთ და რომ სხვა შემ­თხვე­ვა­ში, მო­ზარ­დი სარ­გე­ბელს ვერ მი­ი­ღებს, მი­თია და საბ­ჭო­თა დრო­ი­დან იღებს სა­თა­ვეს.

"21 დღე ბავ­შვის გაყ­ვა­ნა კუ­რორტზე, ეს არის საბ­ჭო­თა გად­მო­ნაშ­თი, იყო 21 დღი­ა­ნი ე.წ. პუ­ტი­ოვ­კა, 21 დღი­ა­ნი შვე­ბუ­ლე­ბა, რო­მე­ლიც გან­სა­კუთ­რე­ბით ჩრდი­ლო­ე­თი­დან ჩა­მო­სულ ადა­მი­ა­ნებს ეძ­ლე­ო­დათ. დოგ­მა, რომ უნდა
გა­იყ­ვა­ნოთ აუ­ცი­ლებ­ლად ერთი კვი­რა, 5 დღე, 9 დღე, არ­სად არ არის გა­წე­რი­ლი, ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, მე არ შემ­ხვედ­რია, რომ მა­ინ­ცდა­მა­ინც და­ვუშ­ვათ 21 დღე უნდა გა­ვიყ­ვა­ნოთ. რა თქმა უნდა, რაც უფრო დიდ­ხანს იქ­ნე­ბა კუ­რორტზე ბავ­შვი, მით უფრო სა­სარ­გებ­ლოა“, - ამ­ბობს თე­მურ მი­ქე­ლა­ძე, თუმ­ცა იმა­საც აღ­ნიშ­ნავს, რომ მო­ზარ­დის­თვის სა­სარ­გებ­ლო იქ­ნე­ბა თუნ­დაც შა­ბათ-კვი­რას ქა­ლაქ­გა­რეთ წაყ­ვა­ნაც.
11931
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (3)
0
მართალია იმ მხრივ რომ ქართული კურორტების სასტუმრო სახლები ანუ საქართველოსი არაა კეთილმოწყობილი და სუფთა.მაგრამ ჰაერის მხრივ საჭიროა!!!მაობლიურ სოფელში დასვენება სხვაა და კურორტზე! სულ სხვა ხიბლი აქვს .ადამიანს წელიწადში ერთხელ არ უნდა რომ სხვა გარემოში დაისვენოს ?!გახდეთ შესაძლებელი!ნუ იქნებით მარტო უცხოელ დამსვენებელზე ორიენტირებული..ქართველებისფვის გახადეთ საქართველოს კურორტი ხელმისაწვდომი!
14:25 / 10-08-2020
natuti
0
ჩამი აზრით ბატონმა ტემურმა არჩევანს უფლება მოგვცა, მაგრამ რა თქმა უნდა კურორტზე გაყვანა აუცილებელია. მაგრამ სამწუხაოთ ოსახლეობის უმრავლესობისთვის მიუწვდომელი. რა ვიცი ძალიან კი მინდა ბავშვების წაყვანა ქობულეთში 10 დღით მაგრამ ვერ ვახერხებ. საბაკო კრედიტი დაწიონ წლიური 4 % -მდე და იქნებ წაყვანოთ ბავშვები სადმე.
06:04 / 04-08-2020
მსგავსი სიახლეები