ერთადერთი პოზიტივი, რაც პანდემიათან დაკავშირებით იკვეთება - ამირან გამყრელიძე ეპიდსიტუაციაზე
ერთადერთი პოზიტივი, რაც პანდემიათან დაკავშირებით იკვეთება - ამირან გამყრელიძე ეპიდსიტუაციაზე
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე როგორც გლობალური, ასევე საქართველოში შექმნილი ეპიდსიტუაცია მიმოიხილა. მისი თქმით, ახალი შემთხვევების რიცხვი ისევ ზრდადია და ბოლო 3 კვირის განმავლობაში დღეში 200 ათასს აჭარბებს. ასეთი მაღალი მაჩვენებელი მანამდე არ ფიქსირდებოდა. თუმცა გამოიკვეთა პოზიტიური ტენდენციაც.
"ერთადერთი პოზიტივი, რაც პანდემიათან დაკავშირებით იკვეთება, გახლავთ ის, რომ ახალ შემთხვევათა უმრავლესობა გახლავთ შედარებით მსუბუქი. ამ დასკვნის საფუძველს იძლევა 2 ინდიკატორი: კლებულობს გლობალური სიკვდილიანობის მაჩვენებელი. აპრილ-მაისში თუ იყო 7%, დღეს არის 4,1% და საგრძნობლოად მომატებულია გამოჯანმრთელებულთა ხვედრითი
წილი. თუ იყო საერთო ინიცირებულთა 45%-50%, დღეს არის 60%" - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. მისი თქმით, საქართველოში ეპიდსიტუაცია მართვადია და ემორჩილება კონტროლს, თუმცა ბოლო 10 დღის განმავლობაში შემთხვევები მომატებულია, რაც საყურადღებო ინდიკატორია.
"თუ აქამდე გვქონდა დღეში 2-4 შემთხვეა, ახლა გვაქვს 8-10. გარდა ამისა, ბოლო ერთ კვირის განმავლობაში ახალ შემთხვევათა რაოდენობა აჭარბებს გამოჯანმრთელებულთა რიცხვს. აქამდე პირიქით იყო. ესეც დამაფიქრებელი ინდიკატორი გახლავთ. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში სულ 63 ახალი შემთხვევა გვაქვს ქვეყანაში და 7 აქედან არის დაუდგენელი წყარო" - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა.
ამ დროისთვის ყველაზე რთული სიტუაციაა აშშ-ში, ბრაზილიასა და ინდოეთში. შედარებით დასტაბილურდა მდგომარეობა ევროპის რეგიონში, თუმცა საგრძნობლად გაუარესდა ცენტრალური აზიის
ქვეყნებში. პოზიტიური დინამიკა ჯერ-ჯერობით არც მეზობელ ქვეყნებში შეიმჩნევა.

1094
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები