სად და როდის შეგიძლიათ პისიარ ტესტის ჩატარება და როდისაა ის უფასო - მისამართები და ფასი
სად და როდის შეგიძლიათ პისიარ ტესტის ჩატარება და როდისაა ის უფასო - მისამართები და ფასი
რამდენიმე დღის წინ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, რომ ძალიან ცოტა ადამიანი მიმართავს ცხელების ცენტრებს კორონავირუსზე პისიარ ტესტის ჩასატარებლდა, რაც საკმაოდ შემაშფოთებელია.
"სიცხის, დიარეის ან სხვა სიმპტომების მიღმა შეიძლება კოვიდინფექცია იმალებოდეს. ამიტომ სპეციალურ ლაბორატორიებში პისიარ ტესტების ჩატარება აუცილებელია" - განაცხადა გამყრელიძემ.
კონკრეტულად ვის უნდა მიმართონ ადამიანებმა, რომლებსაც სიცხე ან სხვა რაიმე სიმპტომი აღენიშნებათ და როგორ უნდა გამორიცხონ კორონავირუსის არსებობს - ამ კითხვებზე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან გვპასუხობენ:

"ცხელების ცენტრში ექიმი შეაფასებს პაციენტის მდგომარეობას და თუ საჭიროდ
ჩათვლის, მას შემდეგ აუღებენ ნაცხს და ჩაუტარებენ ტესტირებას. ასევე, მოქალაქეებს, სიმპტომების შემთხვევაში, შეუძლიათ გამოიძახონ სასწრაფო დახმარება და ისინი გადაიყვანენ შესაბამის კლინიკაში. თუ სიმპტომატიკაა გამოვლენილი და თუ ექიმმა გადაწყვიტა, რომ პაციენტი ტესტის ჩატარებას საჭიროებს, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს დაფინანსებითაა და ტესტი უფასოა. ძირითად შემთხვევაში ტესტირება ტარდება ტემპერატურის არსებობისას, თუმცა არა აუცილებლად მაღალი, შეიძლება 37,4-37,5-იც იყოს. ასევე, ყელის ტკივილი, ხველა, სუნთქვის გაძნელება, არის შემთხვევები, როდესაც ახასიათებს ფაღარათი, სახსრების ტკივილი და ასე შემდეგ."- განაცხადეს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში.

მათივე თქმით, იმ შემთხვევაში თუ მოქალაქე საკუთარი ინიციატივით გადაწყვეტს პისიარ ტესტის გაკეთებას, კერძო
ლაბორატორიას უნდა მიმართოს.

ერთ-ერთი კერძო ლაბორატორია ტესტის ფასი 250 ლარს შეადგენს.

გთავაზობთ საქართველოს მასშტაბით გახსნილი ცხელების ცენტრების მისამართებს, რომლებსაც საეჭვო სიმპტომის გადამოწმების შემთხვევაში უნდა მიმართოთ:

mshoblebi

mshoblebi
mshoblebi

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ცხრილში თბილისი აღნიშნული არ არის, რადგან ინფექციური პროფილის კლინიკები ისედაც იღებენ ცხელების მქონე პაციენტებს.

თამარ იაკობაშვილი

1366
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (2)
არაგველი
1
თქვენ ძილის დროს რასაც ერთ საათში გამოიმუშავებთ, მაგდენი თანხისთვის ხალხი მთელი თვის მანძილზე წელებზე ფეხს იდგავს
23:28 / 28-07-2020
კარგით რაა
3
და 250 ლარი ცოტა გგონიათ??? და ვინ მოვა, როგორ გგონიათ ამდენი ფული აქვს ისედაც გაღატაკებულ ხალხს? არა ბატონო ამირან, მოსახლეობას ამდენი ფუფუნების საშუალება არ აქვს, მე პირადად ვერ გავიკეთებ, რადგან მთელი თვე მშიერი უნდა ვიყო გამოდის, ისედაც მახრჩობს გადასახადები..50 ლარი მაინც ყოფილიყო ფასი, კიდევ შეიძლებოდა გვეფიქრა
14:47 / 28-07-2020
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?