რამდენიმე დღის წინ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, რომ ძალიან ცოტა ადამიანი მიმართავს ცხელების ცენტრებს კორონავირუსზე პისიარ ტესტის ჩასატარებლდა, რაც საკმაოდ შემაშფოთებელია.
"ცხელების ცენტრში ექიმი შეაფასებს პაციენტის მდგომარეობას და თუ საჭიროდ ჩათვლის, მას შემდეგ აუღებენ ნაცხს და ჩაუტარებენ ტესტირებას. ასევე, მოქალაქეებს, სიმპტომების შემთხვევაში, შეუძლიათ გამოიძახონ სასწრაფო დახმარება და ისინი გადაიყვანენ შესაბამის კლინიკაში. თუ სიმპტომატიკაა გამოვლენილი და თუ ექიმმა გადაწყვიტა, რომ პაციენტი ტესტის ჩატარებას საჭიროებს, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს დაფინანსებითაა და ტესტი უფასოა. ძირითად შემთხვევაში ტესტირება ტარდება ტემპერატურის არსებობისას, თუმცა არა აუცილებლად მაღალი, შეიძლება 37,4-37,5-იც იყოს. ასევე, ყელის ტკივილი, ხველა, სუნთქვის გაძნელება, არის შემთხვევები, როდესაც ახასიათებს ფაღარათი, სახსრების ტკივილი და ასე შემდეგ."- განაცხადეს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში.
მათივე თქმით, იმ შემთხვევაში თუ მოქალაქე საკუთარი ინიციატივით გადაწყვეტს პისიარ ტესტის გაკეთებას, კერძო ლაბორატორიას უნდა მიმართოს.
ერთ-ერთი კერძო ლაბორატორია ტესტის ფასი 250 ლარს შეადგენს.
გთავაზობთ საქართველოს მასშტაბით გახსნილი ცხელების ცენტრების მისამართებს, რომლებსაც საეჭვო სიმპტომის გადამოწმების შემთხვევაში უნდა მიმართოთ:
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ცხრილში თბილისი აღნიშნული არ არის, რადგან ინფექციური პროფილის კლინიკები ისედაც იღებენ ცხელების მქონე პაციენტებს.
თამარ იაკობაშვილი