რა სიმპტომები მიგანიშნებთ ბავშვებში კალცის ნაკლებობაზე და როგორ უნდა მოიქცეთ
რა სიმპტომები მიგანიშნებთ ბავშვებში კალცის ნაკლებობაზე და როგორ უნდა მოიქცეთ
კალცის მნიშვნელობის შესახებ ალბათ ყველამ იცის. ძალიან დიდია კალციუმის ბიოლოგიური როლი ადამიანის ორგანიზმის სრულფასოვანი განვითარებისთვის. მაინც რა როლი აკისრია მას და როდის არის მისი მიღება აუცილებელი?
კალცი სხეულის საშენი მასალაა. ის შედის ძვლოვანი ქსოვილის შემადგენლობაში და მონაწილეობს კოლაგენის სინთეზში, არის ნერვული იმპულსების გადაცემის სტიმულატორი, კუნთების შეკუმშვის უნივერსალური რეგულატორი. ვირუსული კრუპის დროს ლარინგოსპაზმის განვითარებაში დიდი როლი მიუძღვის ჰიპოკალცემიას. სისხლის პლაზმაში კალციუმის კონცენტრაციის დაბალი მაჩვენებელი პირდაპირ კავშირშია დაავადების სპაზმური ფორმის განვითარების სიმძიმესთან. მთავარი პრაქტიკული დასკვნა მდგომარეობს შემდეგში: ვირუსული კრუპის ნებისმიერი გამოვლინების შემთხვევაში,
კალციუმის პრეპარატების გამოყენება რაციონალურია როგორც გადაუდებელი დახმარების, ასევე ხანგრძლივი თერაპიის დროს.
კალციუმის საერთო რაოდენობიდან, რომელიც ჩვენს ორგანიზმში საკვების საშუალებით ხვდება, მხოლოდ 10-40% შეითვისება. დიდი ოდენობით ცხიმების, ყავის, შაქრის, შოკოლადის და კაკაოს მიღებისას კალცის შეთვისება კიდევ უფრო მცირდება.
კალციუმი აუცილებელია ნერვების ნორმალური გამტარებლობისთვის და კუნთოვანი ბოჭკოების შესაკუმშად. არის მთელი რიგი ფერმენტების მარეგულირებელი, რომლებიც სისხლის შედედებაზე მოქმედებენ. გააჩნია ანტისტრესული და ანტიალერგიული მოქმედება, ხელს უწყობს ორგანიზმი
დან მძიმე მეტალების, მარილებისა და რადიონუკლეიდების გამოყვანას. კალციუმის ნაკლებობამ შესაძლოა პროვოცირება გაუწიოს ჰიპერტონულ კრიზებს, ორსულთა ტოქსიკოზს, ქოლესტერინის დონის მომატებას სისხლში. მისი დანამატები სიმსივნისაგან იცავენ ენდომეტრიუმს, კუჭქვეშა ჯირკვალს და მსხვილ ნაწლავს. სპეციალისტების დაკვირვებით, კალციუმი ეფექტურია როგორც საძილე საშუალებაც. ადამიანის ორგანიზმი შეიცავს 1000-1200 გრამამდე კალციუმს და მათგან 90% ძვლებშია. სადღეღამისო რეკომენდირებული ნორმა ადამიანისთვის შეადგენს 300 მილიგრამს. გარდა ამისა, მოხუცებისთვის კიდევ საჭიროა 200 მგ, ორსულთათვის - 300მგ, ხოლო მეძუძური დედებისათვის - 400 მილიგრამის დამატება. სისხლში კალციუმის ნაკლებობის გამო ვითარდება ოსტეოპოროზი და კრუნჩხვები. კალციუმის გამოყენება ხდება შემდეგი დაავადებებისას: ფარისებრი ჯირკვლის უკმარისობა, კრუნჩხვები, სპაზმები. ორგანიზმიდან კალციუმის გაძლიერებული გამოყოფის დროს -ოსტეოპოროზი, ოსტეომალაცია. ალერგიული დაავადებებისას - ჭინჭრის ციება. კანის დაავადებებისას - ეგზემა და ფსორიაზი.

გთავაზობთ რამდენიმე პრაქტიკულ რჩევას:
  • აუცილებლად მიეცით ბავშვს ბუნებრივი საკვები, დედის რძე შეუცვლელი ვიტამინების კომპლექსია, მასში განსაკუთრებით ბევრია კალცი.
  • მეძუძურმა დედებმა აუცილებლად უნდა მიიღონ კალცით მდიდარი საკვები, ჩათვალეთ, ბავშვიც იმას მიირთმევს, რასაც თქვენ.
  • ხშირად ასეირნეთ ბავშვები, რათა კალციუმთან ერთად D ვიტამინის მარაგიც მიიღონ. კალციუმის შეწოვა ხდება კუჭში D და C ჯგუფის ვიტამინების დახმარებით.
  • კალცის ნაკლებობის ნიშნებია ბავშვებში გაძლიერებული ოფლიანობა ძილისა თუ ჭამის დროს. აღგზნებადობა, მოუსვენრობა. ცუდი ძილი.
  • დროული დიაგნოსტიკა და დროული მკურნალობა ბევრ პრობლემას აგარიდებთ თავიდან.

ამის შემდეგ აღარასოდეს გადაყრით კვერცხის ნაჭუჭს – ის უბრალოდ განძია!

თუმცა პედიატრები გვირჩევენ, არ დავალევინოთ ბავშვს კალცის პრეპარატი თვითნებურად - თვით ისეთი სასარგებლო ვიტამინიც კი, როგორიც კალცია, არასათანადო დროს და არასათანადო შემთხვევებში, თვითნებურად მიღებული, შეიძლება სხვადასხვა პრობლემის გამომწვევი გახდეს. ამიტომ, თუ ბავშვს აქვს შესაბამისი სიმპტომები, რაც კალცის ნაკლებობას გაფიქრებინებთ, ან ფიქრობთ, რომ პროფილაქტიკისთვის სასურველია კალცის მიღება, დაგეგმეთ ვიზიტი პედიატრთან და ერთად გადაწყვიტეთ, საჭიროების შემთხვევაში კალცის რომელ პრეპარატს როგორ და რა დოზით მიიღებთ. მშობლების მთავარი მიზანი უნდა იყოს, შვილს შეუქმნას ჯანსაღი გარემო, უზრუნველყოს კალცით და სხვა ვიტამინებით მდიდარი საკვების მიღება, სეირნობა სუფთა ჰაერზე და ფიზიკური აქტივობები. პრეპარატებს კი ექიმი ნიშნავს.

კალცით მდიდარი პროდუქტები

mshoblebi
1. რძის პროდუქტები - მაწონი, რძე, კეფირი, ხაჭო, ნადუღი.
2. თევზი აუცილებლად უნდა იყოს რაციონში - განსაკუთრებით მდიდარია კალცით წითელი თევზი, მაგალითად, ორაგული, სარდინა.
3. მწვანილი და სალათის ყველა სახეობა კალცით მდიდარია და ის ყოველდღიურად უნდა მიიღოთ.
4. ბევრია კალცი ბარდეულში - ლობიო, ოსპი, ბარდა.
5. კვერცხი კალცის წყაროა და ისიც რეგულარულად უნდა იყოს რაციონშიმ თუ მასზე ალერგიული რეაქციები არ გაქვთ.
6. თხილეული, მარცვლეული და ჩირეული მდიდარია არა მხოლოდ კალციუმით, არამედ ნივთიერებებით, რომლებიც ორგანიზმში მის ათვისებას უწყობენ ხელს.

მოამზადა სალომე გორგოშიძემ

ასევე იხილეთ: კალცის ბუნებრივი საბადო - უნიკალური ხალხური რეცეპტი კვერცხის ნაჭუჭისგან

როგორ ავიცილოთ თავიდან რაქიტი და რა უნდა ვიცოდეთ D ვიტამინზე
158114
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (11)
0
აუღეთ ადამიანებო კალცზე ანალიზი ბავშვს და ისე დაალევინეთ პედიატრთან შეთანხმებით.
10:08 / 11-10-2018
Natia
0
Bavshvs ar ezrdeba prcxilebi risi bralia?
02:03 / 21-09-2018
მსგავსი სიახლეები