წიპწის ზეთი, სიმინდის,ზეითუნის ზეთები ბავშვთა კვებაში - თემურ მიქელაძის სასარგებლო რჩევები მშობლებს, რომელი ზეთია ჯანმრთელობისთვის სასარგებლო ბავშვთა ასაკში - მშობლები

წიპწის ზეთი, სიმინდის,ზეითუნის ზეთები ბავშვთა კვებაში - თემურ მიქელაძის სასარგებლო რჩევები მშობლებს, რომელი ზეთია ჯანმრთელობისთვის სასარგებლო ბავშვთა ასაკში

2020-08-10 06:27:16+04:00

მშობლებს ხშირად აწუხებთ კითხვები თუ როდის უნდა ჩართონ ჩვილი ბავშვის ყოველდღიურ რაციონში მცენარეული ზეთი და რომელია ქართულ ბაზარზე არსებული ზეთებიდან რეკომენდებული.

აფთიაქებსა თუ დიდ ჰიპერმაკეტებში ხშირად შეგვინიშნავს ცალკე სექციაც კი, სადაც სპეციალურად საბავშვო ზეთის სხვადასხვა სახეობაა განლაგებული. თუმცა როგორც აღმოჩნდა, ბავშვის რაციონში ზეთის ჩართვას თავისი წესები აქვს და უფრო მეტიც, მაგალითად ცივი დაწნეხით მიღებულ ყურძნის წიპწის ზეთს, შეუძლია უამრავი პრობლემა მოუგვაროს პატარას, ასევეა ზეითუნის ზეთი, რომელიც ყოველდღიურ რაციონში შეგიძლიათ გამოიყენოთ.

ექიმი-პედიატრი, მედიცინის დოქტორი, პროფესორი თემურ მიქელაძე ჩვენთან საუბარში რეკომენდაციას ზეთის რამდენიმე სახეობას უწევს და მშობლებს აფრთხილებს, რომ როდესაც ზეთს ეტიკეტზე „არასრული რაფინირება“ - აწერია, მისი ჩართვა პატარა რაციონში დაუშვებელია.

- ბატონო თემურ, რა ასაკიდან უნდა ჩართოს მშობლებმა ბავშვის რაციონში ზეთი და რომელი მცენარეული ზეთხს უწევთ რეკომენდაციას?

- ბავშვთა ასაკში შეიძლება გამოვიყენოთ ESPGAHAN და Codex Alimentarius-ისგან რეკომენდებული საკვები ზეთის შემდეგი სახეობები: სიმინდის, ზეითუნის, ყურძნის წიპწის, მზესუმზირის, სელის, ნუშის... ყაბზობის და სხვა გასტროენტეროლოგიური ფუნქციური თუ ორგანული პათოლოგიების დროს ბავშვთა კვებაში ახალშობილობის პერიოდიდან დედის რძესთან ერთად ან ხელოვნურ რძის ნარევებშიც ვამატებთ 1-3 მლ-მდე ზეთს.

- განსაკუთრებულ რეკომენდაციას რომელ მცენარეულ ზეთს გაუწევდით და რამდენად ადვილია მისი შეძენა საქართველოს ბაზარზე?

- საქართველოს ბაზარზე იყიდება ნებისმიერი მაღალი ხარიხის ზეთი. ზეთის ხარისხი დამოკიდებულია მიღების ტექნოლოგიაზე: ცივი დაწნეხით თუ ექსტრაქციითაა მიღებული. ექსტრაქციით მიღებული ზეთი უფრო იაფია და საკვებად ვარგისი, რომ გახდეს აუცილებელია მისი რაფინირება (რაფინირების გზით ხდება მავნე მინარევების მოცილება). ამ წესით მიღებული არარაფინირებული ზეთი ბავშვთა კვებაში არ არის რეკომენდებული.

მე პირადად რეკომენდაციას გავუწევდი ცივი დაწნეხით მიღებულ სიმინდის, ყურძნის წიპწის, ზეითუნის, მზესუმზირის, სელის და ნუშის ზეთებს. დაიმახსოვრეთ, თუ ზეთს ეტიკეტზე აწერია „არასრული რაფინირება“ არ გამოიყენოთ ბავშვთა კვებაში.

mshoblebi

- ბატონო თემურ, ბავშვებს ხშირად აწუხებთ ყაბზობა, ამის გამო, მშობლები მკურნალობის უამრავ ხერხს მიმართავენ, ხშირად უშედეგოდ, რა რეკომენდაციას მისცემდით, რომელი ზეთია ამ დროს უკეთესი?

- ფუნქციური ყაბზობა აღენიშნება ბავშვთა პოპულაციის 15-30 პროცენტს. ამ დროს რეკომენდირებულია შესაბამისი დიეტური საშუალებები უჯრედისის შემცველი საკვები რაციონის გაზრდა, გაზრდილი რაოდენობით წყლის მიღება, ხილი, ბოსტნეული - ცოცხალი სახით მომზადებული და ასევე საკვებ რაციონში ცივი დაწნეხით მიღებული ზეთის ულუფის გაზრდა 15-30-50-100 მლ-მდეც კი ასაკის მიხედვით. აქვე გაითვალისწინეთ, რომ თერმულად საკვების მომზადებაში არ უნდა გამოვიყენოთ ცივი დაწნეხით მიღებული ზეთი, რადგან არ დაიკარგოს სასარგებლო ნივთიერებები.

ბავშვის ორგანიზმისთვის აუცილებელია როგორც პოლიუჯერი ასევე მონოუჯერი ცხიმოვანი მჟავები.

მცენარეული ზეთები შეიცავენ ნაჯერ და უჯერ ცხიმოვან მჟავებს. შოკოლადის, ნაყინის, მარგარინის, საკონდიტრო ნაწარმის ხშირად და დიდი რაოდენობით მიღებისას ბავშვის ორგანიზმში ხვდება ზედმეტი ნაჯერი ცხიმოვანი მჟავები, რაც ჯანმრთელობისთვის მავნებელია. მშობლებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმონ ამ საკვები პროდუქტების შეძენას და დააკვირდნენ მათ ეტიკეტზე არსებულ მარკირებას.

პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავები ომეგა-3 და ომეგა-6, ორგანიზმისთვის საჭირო სწორი თანაფარდობითა და რაოდენობით შედის ყურძნის წიპწის ზეთში, სიმინდის, სელის, მზესუმზირის, რაფსის ზეთების შემადგენლობაში.

მონოუჯერი ცხიმოვანი მჟავები ომეგა-9 და ომეგა-7 შედის ზეითუნის, კაკლის, თხილის, ნუშის, არაქისის, ავოკადოს შემადგენლობაში. მთავარია ზეთი იყოს ბავშვთა კვებისთვის ნებადართული და მასში სწორად იყოს გადანაწილებული პოლიუჯერი და მონუჯერი ცხიმოვანი მჟავების თანაფარდობა, რადგან თითეული მათგანი შეიცავს როგორც ნაჯერ ისე პოლი და მონოუჯერ ცხიმოვან მჟავებს. მათი სწორი თანაფარდობა სასარგებლოა ბავშვებისათვის.

ერდროულად სასარგებლოა როგორც უპირატესად პოლი ისე მონოუჯერი ცხიმოვანი მჟავების შემცველი ზეთების მონაცვლეობით თანამიმდევრული გამოყენება ბავშვთა კვებში. მაგალითად: კვირის განმავლობაში ბავშვის კვების რაციონში შეიძლება 4-ჯერ ჩართოთ პოლიუჯერი მჟავები (ყურძნის წიპწის, სიმინდის ზეთი) და 3-ჯერ უპირატესად მონოუჯერი მჟავები (ზეითუნის, კაკლის ზეთ) კვირის განმავლობაში.

mshoblebi

- საქართველოს ბაზარზე ბოლო დროს ძალიან პოპულარულია ყურძნის წიპწის ზეთი, სელის ზეთი, მათი მოხმარება რამდენად რეკომენდირებულია ბავშვებისთვის?

- ბავშვებში უფრო გამოვყოფდი სელის და წიპწის ზეთს, რომლებიც ეფექტურია ყაბზობისა და საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუქციური დარღვევების დროს. რაც შეეხება წიპწის ზეთს ჩვენთვის როგორც ვაზის კულტურის ქვეყნისთვის მისაღები და რეკომენდებულია ცივი დაწნეხით მიღებული წიპწის ზეთი ბავშვთა კვების რაციონში კვირაში 2-3 ჯერ მაინც ასაკის მიხედვით 3 დან 5 მილილიტრამდე. უნდა გამოვიყენოთ ბოსტნეულის პიურეს მომმზადების შემდეგ. არ უნდა გამოვიყენოთ შესაწვავად და ასევე არ შეიძლება მისი დამატების შემდეგ საკვები წამოდუღება. სასურველია უმად მომზადებულ ბოსტნეულს დავუმატოთ 5-15 მლ ოდენობით. ყაბზობის დროს შეიძლება მისი დამატება ფაფაში ან ხელოვნურ ნარევში (მაგ 100 მლ-ზე 1-2 მლ).

წიპწის ზეთს ეპიგენეტიკურად გააჩნია კარდიოპროტექტორული, პეპატოპროტექტორული და იმუნომასტიმულირებელი ეფექტები. შეიცავს E, A, C, B1, B2, B3, B6, B9, B12 ვიტამინებს მაკრო და მიკრონუტრიენტებს: თუთია, სპილენძი, სელენი, კალიუმი, ნატრიუმი, კალციუმი, რკინა. არარაფინირებული ცივი გამოწურვის დაწნეხით მიღებული ზეთი უნდა მოვათავსოთ მუქ ჭურჭელში და შევინახოთ მზისაგან დაცულ ადგილზე გახსნიდან 1-1,5 თვის განმავლობაში.