ზოგიერთ სამედიცინო პროცედურას მენოპაუზის დაჩქარება შეუძლია. მენოპაუზის დაწყების საშუალო ასაკი 51 წელია. ეს ასაკი შეიძლება სხვადასხვა ადამიანისათვის განსხვავებული იყოს, რადგან მას სხვადასხვა მიზეზი აქვს. თუმცა, ითვლება, რომ, საშუალოდ, ქალებში მენოპაუზა მაშინ იწყება, როდესაც მეხუთე ათწლეულს ასრულებენ და მეექვსე ათწლეულს იწყებენ. არსებობს რამდენიმე მიზეზი, რამაც შეიძლება მენოპაუზის დაჩქარება გამოიწვიოს. ეს მიზეზები კი ყველა ქალმა უნდა იცოდეს, რათა დროულად აღმოაჩინონ სიმპტომები და მიმართოს შესაბამის ღონისძიებებს.
ქირურგიული ჩარევა
პირველ რიგში, აღსანიშნავია ისეთი ტიპის ოპერაციები, რომლებიც რეპროდუქციულ სისტემაზე ახდენს გავლენას. მაგალითად, მუცლის ღრუში ჩატარებულ ოპერაციას შეუძლია საკვერცხის არეში სისხლის ნაკადის შეჩერება, რამაც შესაძლოა ფოლიკულების დაშლა გამოიწვიოს.
საკვერცხის ფუნქციის შეწყვეტა
ზოგიერთმა დაავადებამ შეიძლება ახალგაზრდა ქალის საკვერცხის ფუნქციის მოშლა ვადაზე ადრე გამოიწვიოს. ამიტომ, აუცილებელია პერიოდულად ექიმთან ვიზიტი და გადამოწმება, რომ საშიში დაავადებები არ გამოგეპაროთ.
პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომი
ამ დაავადებით, საკვერცხის ქსოვილში ჩნდება ანთება და ნაწიბურები, რომლებიც ერევა ოვულაციაში, ანგრევს ფოლიკულებს, რამაც შეიძლება ნაადრევი მენოპაუზის დაწყება გამოიწვიოს. თუ პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომი გაქვთ, განსაკუთრებით ფრთხილად იყავით და ყურადღება მიაქციეთ ციკლს. ნებისმიერი დარღვევის შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს.
აუტოიმუნური დარღვევები
პირველ რიგში, ექიმები მას დიაბეტს, ჰიპოთირეოზს, რევმატოიდულ ართრიტსა და ჭარბწონიანობას უკავშირებენ. თუ თქვენ ჩამოთვლითაგან რომელიმე კატეგორიაში მაინც მაინც ხართ, ნაადრევი მენოპაუზის რისკის ქვეშ შესაძლოა იყოთ.
სიმსივნის თერაპია
ქიმიოთერაპია და სხივური თერაპია ხშირად იწვევს ნაადრევ მენოპაუზას. გარდა ამისა, ადრეული მენოპაუზა შეიძლება გამოწვიოს პრეპარატ ტამოქსიფენის მიღებამ, რასაც ექიმები ძუძუს კიბოს რისკის შესამცირებლად ნიშნავენ.