ჯანმრთელობააქტუალური
"ამ ეტა­პის­თვის ვირუ­სი ნაკ­ლებ აგ­რე­სი­უ­ლია და უკეთ არის შეს­წავ­ლი­ლი, და­ა­ვა­დე­ბის მარ­თვაც ვის­წავ­ლეთ, ამი­ტო­მაც იკლო სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბის რა­ო­დე­ნო­ბამ"
"ამ ეტა­პის­თვის ვირუ­სი ნაკ­ლებ აგ­რე­სი­უ­ლია და უკეთ არის შეს­წავ­ლი­ლი, და­ა­ვა­დე­ბის მარ­თვაც ვის­წავ­ლეთ, ამი­ტო­მაც იკლო სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბის რა­ო­დე­ნო­ბამ"
სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­თხვე­ვე­ბი ყო­ველ­დღი­უ­რად იზ­რდე­ბა. 11 სექ­ტემ­ბრის მო­ნა­ცე­მე­ბით, ბოლო ერთ დღე-ღა­მე­ში 87 ახა­ლი შემ­თხვე­ვა გა­მოვ­ლინ­და.

"მეს­მის, დის­კომ­ფორ­ტია ბევ­რი რე­კო­მენ­და­ცი­ის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა, მაგ­რამ ჯო­ბია ისი­ნი გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ, ვიდ­რე მო­მა­ვალ­ში უფრო მეტი შე­ზღუდ­ვის წი­ნა­შე აღ­მოვ­ჩნდეთ. ჩვენს მო­სახ­ლე­ო­ბას მო­ვუ­წო­დებ, რომ სწორ და კომ­პე­ტენ­ტურ ინ­ფორ­მა­ცი­ას მო­უს­მი­ნოს. ჩვე­ნი, ექი­მე­ბი­სა და მე­დი­ის ვა­ლია, რომ კომ­პე­ტენ­ტუ­რი ინ­ფორ­მა­ცია მო­სახ­ლე­ო­ბამ­დე მი­ვი­ტა­ნოთ. ეს ყვე­ლა­ფე­რი თუ მო­ხერ­ხდა, ჩვენ შევ­ძლებთ და მო­ვა­ხერ­ხებთ სტა­ბი­ლუ­რი ეპიდსი­ტუ­ა­ცია შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ", - ამ­ბობს ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტი ალექ­სან­დრე გო­გი­ნა­ვა, რო­მელ­საც ambebi.ge ესა­უბ­რა.

- მარ­თა­ლია, და­ა­ვა­დე­ბულ­თა რი­ცხვი ყო­ველ­დღი­უ­რად მზარ­დია, თუმ­ცა ლე­ტა­ლუ­რი შემ­თხვე­ვე­ბი შემ­ცი­რე­ბუ­ლია
მთელს მსოფ­ლი­ო­ში. ეს რაზე მე­ტყვე­ლებს?


- გლო­ბა­ლუ­რად ასეა, რომ მთელ მსოფ­ლი­ო­ში ახა­ლი შემ­თხვე­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა მზარ­დია, მაგ­რამ ლე­ტა­ლო­ბის მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი საკ­მა­ოდ შემ­ცირ­და. ეს ჩემი აზ­რით, ორი ფაქ­ტო­რი­თაა გა­მოწ­ვე­უ­ლი.

პირ­ვე­ლი, ამ ეტა­პის­თვის ვირუ­სი ნაკ­ლებ აგ­რე­სი­უ­ლია და მე­ო­რე, ვირუ­სი უკეთ იქნა შეს­წავ­ლი­ლი რო­გორც სა­ქარ­თვე­ლო­ში, ისე მთელს მსოფ­ლი­ო­ში - მეტ-ნაკ­ლე­ბად ვი­ცით, რას უნდა ვე­ლო­დოთ, რა გარ­თუ­ლე­ბებს, რო­გორ უნდა მოხ­დეს ასე­თი პა­ცი­ენ­ტე­ბის მარ­თვა და, შე­სა­ბა­მი­სად, ამ ინ­ფორ­მა­ცი­ის ცოდ­ნის დაგ­რო­ვე­ბამ მო­ახ­დი­ნა ისიც, რომ უფრო სწო­რად და ადეკ­ვა­ტუ­რად ხდე­ბა პა­ცი­ენ­ტე­ბის მარ­თვა, ვიდ­რე თა­ვი­დან იყო. ვი­ნა­ი­დან ვირუ­სი ახა­ლი იყო, ნაკ­ლე­ბი ინ­ფორ­მა­ცია არ­სე­ბობ­და და მისი მარ­თვა მთელ მსოფ­ლი­ო­ში არა­ვინ იცო­და. მარ­თა­ლია, ამ ეტაპ­ზეც რჩე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში მძი­მე პა­ცი­ენ­ტე­ბი, სა­მა­გი­ე­როდ ჩვენ და­ა­ვა­დე­ბის მარ­თვა უკე­თე­სად და სრულ­ყო­ფი­ლად ვის­წავ­ლეთ,
ამი­ტო­მაც იკლო სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბის რა­ო­დე­ნო­ბამ.

- ანუ შე­იძ­ლე­ბა ვთქვათ, რომ ვირუს­მა მუ­ტა­ცია გა­ნი­ცა­და და მი­ეჩ­ვია ადა­მი­ა­ნებ­თან თა­ნა­ცხოვ­რე­ბას?


- კი ბა­ტო­ნო, ესეც. ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­ა­ში ცნო­ბი­ლი ფაქ­ტია, რომ ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, და­ა­ვა­დე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც იწყე­ბა აგ­რე­სი­უ­ლად, დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში კარ­გა­ვენ აგ­რე­სი­ას და უფრო მე­ტად მსუ­ბუ­ქი და­ა­ვა­დე­ბის გა­მომ­წვე­ვე­ბი ხდე­ბი­ან. შე­სა­ბა­მი­სად, უფრო შე­საძ­ლე­ბე­ლია ამ და­ა­ვა­დე­ბას­თან თა­ნა­ცხოვ­რე­ბა.

- რამ­დე­ნად სა­ში­შია ჩვე­ნი ქვეყ­ნის მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის დღე­ვან­დე­ლი ვი­თა­რე­ბა და რა გაგ­რძე­ლე­ბა ექ­ნე­ბა მას?


- ორი ვა­რი­ან­ტია - ერთი ის, რომ ძა­ლი­ან მო­ი­მა­ტოს შემ­თხვე­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბამ, რაც ცუდი სცე­ნა­რია და ეს დის­კომ­ფორ­ტს შე­უქ­მნის რო­გორც სა­ზო­გა­დო­ე­ბას, ასე­ვე სა­მე­დი­ცი­ნო სექ­ტორს და მე­ო­რე - გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის და ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სა, რა­საც ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი სამ­სა­ხუ­რე­ბი ატა­რე­ბენ, შევ­ძლოთ და შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ მეტ-ნაკ­ლე­ბად სტა­ბი­ლუ­რი ეპიდსი­ტუ­ა­ცია.
განაგრძეთ კითხვა

ბეჭდვა