მშობლები ხშირად აღნიშნავენ, რომ ბავშვებს ტიკები აწუხებთ. ზოგიერთი მათგანი ამბობს, რომ ჩივილები განსაკუთრებით კარანტინის პერიოდში გამწვავდა. რა არის მოტორული და ხმოვანი ტიკები, რა შემთხვევაში ვლინდება და როდის უნდა მიხვდეს მშობელი, რომ სპეციალისტს მიმართოს, თემაზე მედიცინის დოქტორი, ნევროლოგიისა და ნეიროფსიქოლოგიის ბავშვთა ნევროლოგი ნინო გოგატიშვილი გვესაუბრება:
- მოტორული ტიკები არის უნებლიე, განმეორებადი მოძრაობები, გამოწვეული კუნთების სპაზმის მსგავსი შეკუმშვით; უფრო ხშირად მოიცავს თავს, სახეს, პირს, თვალებს, კისერს, მხრებს. არსებობს მარტივი და რთული მოტორული ტიკები.
მარტივი მოტორული ტიკები მოიცავს კუნთთა ერთ ჯგუფს, სხეულის ერთ ნაწილს. რთული რამდენიმე მარტივი მოტორული ტიკის კომბინაციაა ან მოიცავს კუნთთა რამდენიმე ჯგუფს.
ვოკალური/ხმოვანი ტიკებიარის ბგერები, რომელსაც ბავშვი გამოსცემს უნებურად. ვოკალური ტიკებიც შესაძლოა იყოს მარტივი და რთული.
მარტივი ვოკალური ტიკები წარმოიქმნება ჰაერის მოძრაობით ცხვირის ან პირის ღრუში, მაგალითად, სლოკინი, ყელისჩაწმენდა, ჩახველება და სხვა.
რთული ვოკალური ტიკები მოიცავს სიტყვებს, ზოგჯერ ფრაზებსაც, შესაძლოა გაიმეორონ რამდენჯერმე მათ მიერვე ნათქვამი სიტყვები (პალილალია), ან სხვისი ნათქვამი (ექოლალია), შესაძლოა გამოიყენონ უწმაწური სიტყვები (კოპროლალია).
ტიკები აღმოცენდება მოულოდნელად, ხშირად განმეორებადია. ბავშვმა შესაძლოა შეძლოს ხანმოკლე პერიოდით მისი შეჩერება, მაგრამ შემდეგ უფრო მეტი ინტენსივობით ვლინდება.
ტრანზიტორული, ანუ გარდამავალი ტიკები საკმაოდ ხშირია და სკოლის ასაკის ბავშვების 15-20%-ში გვხვდება. ქრონიკული ტიკოზური აშლილობა მხოლოდ -2-4%-შია, ეს იმას ნიშნავს, რომ დიდ უმრავლესობას მოზრდილობაში ტიკები აღარ აღენიშნება.
ასევე უნდა აღვნიშნოთ, რომ თუ ტიკების დასაწყისი არის მოზარდობაში (>10 წ), უფრო ხშირად რჩება მოზრდილობის პერიოდში სიცოცხლის მანძილზე.
ზოგჯერ ტიკები თანხლებულია სხვადასხვა დაავადებასთან (ყურადღების დეფიციტის და ჰიპერაქტივობის სინდრომი, დასწავლის სპეციფიკური დარღვევები, შფოთვითი აშლილობა, ენაბორძიკი, ძილის დარღვევა, ობსესიურ-კომპულსური აშლილობა), შესაბამისად საჭირო ხდება ნევროლოგის და ფსიქიატრის მეთვალყურეობა, ფსიქოთერაპია.
გამა ამინოერბოს მჟავა (GABA) - ცენტრალურ ნერვულ სისტემაში მოქმედებს როგორც შემაკავებელი ნეირომედიატორი. ორგანიზმში გამოიყოფა, როგორც ბუნებრივი ტრანკვილიზატორი. წარმოადგენს უნივერსალურ დამამუხრუჭებელ/შემაკავებელ მედიატორს. ფენილეთილამინი ამაღლებს გუნება-განწყობილებას, აუმჯობესებს ყურადღების კონცენტრაციას.
ნოოფენი ამცირებს დაძაბულობას, გაღიზიანებადობას, შიშს, ემოციურლაბილობას, განგაშისგანცდას, ამიტომ ტიკების ინტენსივობა მნიშვნელოვნად მცირდება მისი გამოყენებისას.
თამარ იაკობაშვილი