ვის შეეძლება, უფასოდ გაიკეთოს გრიპის აცრა და რა ღირს ახლა გრიპის ვაქცინა?
ვის შეეძლება, უფასოდ გაიკეთოს გრიპის აცრა და რა ღირს ახლა გრიპის ვაქცინა?
წლევანდელი შემოდგომა-ზამთრის სეზონს ექიმები განსაკუთრებული სიფრთხილით ელიან. წელს პირველად იქნება ზამთარი, როცა ჩვეულებრივ სეზონურ ინფექციებს კოვიდ-19 დაემატება. სიმპტომურად მათი ერთმანეთისგან გარჩევა შეუძლებელი იქნება. ამიტომ ექიმები მოგვიწოდებენ, რომ წელს განსაკუთრებული ყურადღებით მოვეკიდოთ გრიპის ვაქცინაციას, რათა ამ გრიპისა და ახალი კორონავირუსის თანხვედრა არ მოხდეს. სწორედ ამიტომ დავნტერესდით, როდის შემოვა საქართველოში გრიპის ვაქცინა, ვისთვის იქნება ის უფასო და უფასოდ ასაცრელთა კატეგორიას დაემატებიან თუ არა ბავშვები. თემაზე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს მივმართეთ. აღმოჩნდა, რომ კორონავირუსის გამო შეიძლება  პროტოკოლი შეიცვალოს და გაიზარდოს მათი სია, ვისაც უფასოდ აცრიან.

"გრიპის ვაქცინა საქართველოში ოქტომბრის პირველ კვირაში შემოვა ისე, რომ ოქტომბრის თვეში მოხდეს
ვაქცინაცია. კორონავირუსის ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, შეიძლება ბევრი რისკ ჯგუფი ჩაჯდეს უფასო პროგრამაში. ამიტომ, ჯერჯერობით ზუსტი ინფორმაცია, ვინ აიცრება უფასოდ, არ გვაქვს. თემაზე ვაქცინის შემოსვლისას ზუსტ განმარტებას ამირან გამყრელიძე გააკეთებს", - გვითხრეს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში.

2019-2020 წლის სეზონისთვის უფასო ვაქცინაცია განსაზღვრული იყო შემდეგი ჯგუფებისთვის:
  • დიაბეტის მქონე პირები;
  • დიალიზზე მყოფი პირები;
  • C ჰეპატიტის მქონე პირები (მხოლოდ მკურნალობაზე მყოფნი);
  • აივ ინფექცია/შიდსის მქონე პირები;
  • ბავშვთა (მ.შ. მცირე საოჯახო ტიპის) დამოხუცთა თავშესაფრების ბენეფიციარები და მათი მომვლელი პერსონალი;
  • ორსულები;
  • სამედიცინო პერსონალი;
  • ვეტერინარიასა და გარემოს დაცვის სფეროში მომუშავე პერსონალი;
  • ხვა პროფესიული საქმიანობის ჯგუფი საგანმანათლებლო, სააღმზრდელო, საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებების პედაგოგები, აღმზრდელები, სხვა პერსონალი (სავალდებულოა მხოლოდ ადრეული სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების კონტინგენტისათვის)
ვაქცინაცია ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების მიხედვით ტარდება.

რამდენიმე კერძო კლინიკაში
დავრეკეთ და მათ უმრავლესობას ჯერჯერობით, ქსელში გრიპის ვაქცინა არ აქვთ,  შესაბამისად, არც ფასი იციან. ავერსის კლინიკების ქსელში კი სამკომპონენტიანი გრიპის ვაქცინა 50 ლარი ღირს.


თამარ იაკობაშვილი

3870
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
vika
1
2019-20წლის სეზონზე არ ამიცრეს უფასოდ იმდენჯერ მივედი ვეღარ დავითვალე არ გვაქვს ვაქცინა და ჩვენ არ გაგვიგია უფასო აცრის შესახებო, იყიდე მოიტანე და აგიცრითო ვარ 64წლის დიაბეტიანი და ჰიპერტენზიით დაავადებული ასე თუ იქნა წელსაც ე. ი. მხოლოდ სიტყვებია უფასო.
14:24 / 01-10-2020
მსგავსი სიახლეები