"ვერ ვიტყვით, რომ ფილტვები მთლად დანგრეული რჩება, მაგრამ კვალს ტოვებს" - თენგიზ ცერცვაძე კოვიდინფექციის მართვის თაობაზე
"ვერ ვიტყვით, რომ ფილტვები მთლად დანგრეული რჩება, მაგრამ კვალს ტოვებს" - თენგიზ ცერცვაძე კოვიდინფექციის მართვის თაობაზე
კო­ვი­დინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა მა­ტე­ბას­თან ერ­თად იმა­ტებს კი­თხვე­ბიც COVID -19-ისა და ქვე­ყა­ნა­ში შექ­მნი­ლი ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი სი­ტუ­ა­ცი­ის შე­სა­ხებ. "კვი­რის პა­ლიტ­რა", ტრა­დი­ცი­უ­ლად, ამ კი­თხვებ­ზე პა­სუხს ცნო­ბი­ლი ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტე­ბის, ეპი­დე­მი­ო­ლო­გე­ბი­სა თუ კლი­ნი­ცის­ტე­ბის­გან იღებს. ამ­ჟა­მად ჩვენ თენ­გიზ ცერ­ცვა­ძეს ვე­სა­უბ­რე­ბით.

- ამ­ბო­ბენ, რომ კო­რო­ნა­ვირუ­სი ისე აზი­ა­ნებს ფილ­ტვებს, ქსო­ვი­ლი აღა­რას­დროს აღ­დგე­ბა. ეს მარ­თა­ლია თუ პა­ნი­კის ნა­ყო­ფი?

- ვერ ვი­ტყვით, რომ ფილ­ტვე­ბი მთლად დან­გრე­უ­ლი რჩე­ბა, მაგ­რამ კვალს ტო­ვებს - ასეა ცნო­ბი­ლი ცალ­კე­უ­ლი კვლე­ვე­ბით, მაგ­რამ ჩვენ ჯერ ასე­თი კვლე­ვე­ბი არ ჩაგ­ვი­ტა­რე­ბია, ჩვენ­თან არც ერთი ავად­მყო­ფი არ მო­სუ­ლა კო­ვი­დის"შემ­დგო­მი გარ­თუ­ლე­ბე­ბით.ახლა ვამ­ზა­დებთ სპე­ცი­ა­ლურ პროგ­რა­მას, რო­მე­ლიც, დამ­ტკი­ცე­ბის
შემ­თხვე­ვა­ში, სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ვცემს, კო­ვიდ­გა­და­ტა­ნი­ლე­ბი სამი და ექ­ვსი თვის შემ­დეგ შე­ვა­მოწ­მოთ.

იმე­დი მაქვს, ჩვე­ნი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა გაგ­რძელ­დე­ბა და სამი და ექ­ვსი თვის შემ­დეგ შე­მეძ­ლე­ბა გი­თხრათ, ტო­ვებს თუ არა ეს ვირუ­სი კვალს. ჯერ­ჯე­რო­ბით შე­მიძ­ლია მხო­ლოდ უცხო­უ­რი სტა­ტი­ე­ბი­სა და გა­მოკ­ვლე­ვე­ბის მი­ხედ­ვით გი­თხრათ, რომ ტო­ვებს, მაგ­რამ არა - მძი­მეს ან სი­ცო­ცხლის­თვის სა­შიშს.

- რამ­დენ ადა­მი­ანს აინ­ფი­ცი­რებს ერთი ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი და უსიმპტო­მო ავად­მყო­ფი არის თუ არა გა­დამ­დე­ბი?


- ოფი­ცი­ა­ლუ­რად ით­ვლე­ბა, რომ ერთი ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი სა­შუ­ა­ლოდ 2,5 ადა­მი­ანს აინ­ფი­ცი­რებს. ამას ჰქვია რეპ­რო­დუქ­ცი­უ­ლი რი­ცხვი. ვი­ღაც 10-12-ს და­ა­ინ­ფი­ცი­რებს, ვი­ღაც - არც ერთს, სა­შუ­ა­ლო მაჩ­ვე­ნებ­ლად კი 2,5 ადა­მი­ა­ნი ით­ვლე­ბა.რაც შე­ე­ხე­ბა უსიმპტო­მო­ებს, ამის თა­ო­ბა­ზე აზრი მსოფ­ლი­ო­ში რამ­დენ­ჯერ­მე შე­იც­ვა­ლა. თა­ვი­დან ით­ვლე­ბო­და, რომ ისი­ნი გა­დამ­დე­ბი არ
არი­ან, შემ­დეგ გა­ირ­კვა, რომ არი­ან და თა­ნაც არა­ნაკ­ლებ, ვიდ­რე სიმპტო­მუ­რე­ბი. ბოლო ვერ­სია ასე­თია - უსიმპტო­მო­ე­ბი გა­დამ­დე­ბი არი­ან, ოღონდ, შე­საძ­ლოა, ცოტა უფრო ნაკ­ლე­ბად, ვიდ­რე - სიმპტო­მი­ა­ნე­ბი.

- მკურ­ნა­ლო­ბის მე­თო­დებ­ში თუ არის სი­ახ­ლე?


- პრინ­ცი­პუ­ლი სი­ახ­ლე ჯერ­ჯე­რო­ბით არ არის, მაგ­რამ მსოფ­ლიო ემ­ზა­დე­ბა სი­ახ­ლე­ე­ბის­თვის. მთავ­რდე­ბა კვლე­ვე­ბი "რემ­დე­სი­ვირ­ზე", რო­მე­ლიც ყვე­ლა­ზე სა­ი­მე­დო მე­დი­კა­მენ­ტად ით­ვლე­ბო­და. ჩვე­ნი მთავ­რო­ბა და სა­მი­ნის­ტრო მუ­შა­ო­ბენ, რომ ეს პრე­პა­რა­ტი რაც შე­იძ­ლე­ბა სწრა­ფად შე­მო­ი­ტა­ნონ ქვე­ყა­ნა­ში. მსოფ­ლი­ო­ში ის დე­ფი­ცი­ტია, მხო­ლოდ ამე­რი­კა­ში იშო­ვე­ბა, რად­გან ჯერ ამე­რი­კის ბა­ზა­რიც ვერ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა კომ­პა­ნია "გი­ლი­ად­მა", რო­მე­ლიც ამ წა­მალს აწარ­მო­ებს. დიდი იმე­დია, რომ სა­ქარ­თვე­ლო თა­ვი­სი კავ­ში­რე­ბით ერთ-ერთი პირ­ვე­ლი იქ­ნე­ბა მსოფ­ლი­ო­ში, რო­მე­ლიც "რემ­დე­სი­ვირს" შე­მო­ი­ტანს.

ფარ­თოვ­დე­ბა გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნის სის­ხლის პლაზ­მის სამ­კურ­ნა­ლოდ გა­მო­ყე­ნე­ბაც. სა­ქარ­თვე­ლომ აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პა­ში ერთ-ერ­თმა პირ­ველ­მა გა­მო­ი­ყე­ნა ეს მე­თო­დი, სამ­წუ­ხა­როდ, ჯერ­ჯე­რო­ბით მხო­ლოდ შვიდ ავად­მყოფ­თან გა­მო­ვი­ყე­ნეთ და გა­დარ­ჩა ხუთი, ისი­ნი, ვინც სხვაგ­ვა­რად ვერ გა­დარ­ჩე­ბოდ­ნენ. დავ­სვით სა­კი­თხი სა­მი­ნის­ტრო­ში, რომ გა­ი­ზარ­დოს ასე­თი პლაზ­მის მი­ღე­ბა. ამის­თვის სა­ჭი­როა მა­სობ­რი­ვი კამ­პა­ნი­ის და­წყე­ბა, რო­მე­ლიც მო­უ­წო­დებს კო­ვიდ­გა­და­ტა­ნი­ლებს, გა­ა­კე­თონ სი­კე­თე და გა­ი­ღონ პლაზ­მა სხვის გა­და­სარ­ჩე­ნად. სამ­წუ­ხა­როდ, ჯერ­ჯე­რო­ბით მო­ხა­ლი­სე დო­ნო­რე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა ძა­ლი­ან მცი­რეა.

სულ ახა­ლი გა­მო­გო­ნე­ბაა ე.წ. მო­ნოკ­ლო­ნუ­რი ან­ტის­ხე­უ­ლე­ბი ვირუ­სის წი­ნა­აღ­მდეგ. ეს ტერ­მი­ნი მხო­ლოდ სპე­ცი­ა­ლის­ტებ­მა იცი­ან. მო­ნოკ­ლო­ნუ­რი ან­ტის­ხე­უ­ლე­ბი რო­მე­ლი და­ა­ვა­დე­ბის სამ­კურ­ნა­ლო­დაც გა­მო­ი­ყე­ნეს, ყველ­გან დიდ წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წი­ეს. თუ ეს კო­ვი­დის დრო­საც წარ­მა­ტე­ბუ­ლი აღ­მოჩ­ნდა, შე­საძ­ლოა, რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი გარ­ღვე­ვის ტოლ­ფა­სი იყოს.

კმა­ყო­ფი­ლე­ბით მინ­და ვთქვა, რომ აშშ-ის ჯან­მრთე­ლო­ბის ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ინ­სტი­ტუ­ტი­სა და მისი ლი­დე­რის, ენ­ტო­ნი ფა­უ­ჩის პი­რა­დი რე­კო­მენ­და­ცი­ით, ჩვე­ნი ინ­ფექ­ცი­უ­რი პა­თო­ლო­გი­ის ცენ­ტრი მსოფ­ლი­ო­ში იმ ერ­თე­უ­ლი წამ­ყვა­ნი და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის სი­ა­შია, რომ­ლე­ბიც პირ­ვე­ლი და­ი­წყე­ბენ მო­ნოკ­ლო­ნუ­რი ან­ტის­ხე­უ­ლე­ბის გა­მოც­დას.

- ბევ­რი ადა­მი­ა­ნი გენ­დო­ბათ და შევ­შინ­დით, როცა თქვენს გა­დად­გო­მა­ზე და­ი­წყო ლა­პა­რა­კი... ბევ­რი რამ ით­ქვა, მი­ნის­ტრმა ტი­კა­რა­ძემ კი გა­ნა­ცხა­და, ბა­ტო­ნი თენ­გი­ზი თა­ვის მი­ნის­ტრსა და ქვე­ყა­ნას არ უღა­ლა­ტებ­სო..

- ცო­ტას ვმერ­ყე­ობ­დი, მაგ­რამ ამ­ჟა­მად ყვე­ლა­ფე­რი გა­და­წყვე­ტი­ლია - მე ვრჩე­ბი, არ­სად მივ­დი­ვარ! დიახ, ვრჩე­ბი!...გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა
755
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები