მიუხედავად იმისა, რომ უკვე 85 გარდაცვლილია და კორონავირუსის 523 ახალი შემთხვევაა დღეს, უამრავი ადამიანია ჩვენს ქვეყანაში, ვისაც არათუ კოვიდის გართულებების, იმისაც კი არ სჯერა, რომ ეს ვირუსი საერთოდ არსებობს. დედების ჯგუფში ერთგვარი გამოკითხვა ჩატარდა სწორედ ამის გამო, რომ ჩვეულებრივ ადამიანებს დაეწერათ თავიანთი რეალური შემთხვევების შესახებ. შეკითხვა ასეთი იყო: "ჯგუფში თუ გვყავს ისეთი წევრი, რომელმაც კორონა გადაიტანა?" გთავაზობთ რამდენიმე კომენტარს:
საშინელმა თავის ტკივილმა გამაღვიძა. დილის 7 საათი იყო. ავდექი და ქვემოთ ჩავედი პირველ სართულზე. იქ მივწექი. დედამთილმა რა გჭირსო და რაღაცა არაბუნებრივად ვარ-თქო. წამალი დამალევინა. იცით, როგორი თავის ტკივილი იცის? კარების გაღება და გადახტომა მინდოდა. ამ დროს უკვე ოჯახის წევრს, რომელიც ინფექციურში მუშაობს, ჯერ დადასტურებული არ ჰქონდა. ამიტომ სიცხეს არც ვიზომავდი. დედაჩემის შემთხვევაში ინფარქტი გამოიწვია. მითუმეტეს, რომ იქამდე გულის პრობლემა არ ჰქონია. სისხლის საერთო ანთება დატოვა ვირუსმა და წლები სჭირდება, რომ სისხლი გასუფთავდეს. 8 თვე გავიდა და ახლანდელ ანალიზებში ჯერაც არაა გასული ეს ანთება. ასე რომ, დაიჯერეთ. სასწრაფომ გადამიყვანა რესპუბლიკურში. გადამიღეს კატე. უბრალო ენაზე რო აგიხსნათ, თუ კორონამ ფილტვები დააზიანა ეს ჩანს მხოლოდ ამ კატეზე, უჯრედებს იკვლევენ და დეტალურად გამოჩნდება. რესპუბლიკურში, სასწრაფოების რიგში ვიყავით, იმდენი გადმოჰყავდათ, რომ გენახათ გაოცდებოდით. გადამიღეს და არ მქონდა ეს პნევმონია. სუფთა ფილტვები გაქვსო, მახარა ექიმმა. ახლაც მაძლევენ ძლიერ გამაყუჩებელს. დღეში ერთხელ ის თავის ტკივილი მაინც მაქვს. სისუსტე მქონდა სულ ვიწექი, ეხლა უკვე კარგად ვარ. მთელი შაბათ კვირა ვიწექი, ადგომას აზრი არ ჰქონდა. ვერ დავდიოდი, სხეულს ვერ ვათრევდი. რამდენიმე დღეში გავიგეთ, რომ ოჯახის წევრს დაუდასტურდა. ამასობაში მეუღლეს და 37 კვირის ორსულ მულს გემოს შეგრძნება დაეკარგა. უფროსი შვილი მუცელს იტკიებდა, პატარას 37 ჰქონდა და ყელი ტკიოდა. მე სიცხე დამემატა და ძვლების, კიდურების ტკივილი. ჩვენ, ღმერთის წყალობით, ყველა კარგად ვართ, მაგრამ ბათუმში ადგილიც არ იყო, რამე პრობლემა რომ შექმნილიყო. ჩვენი ნათესავი ვერ მიიღო რესპუბლიკურმა, ადგილის არქონის გამო. ასე რომ, არც ისე საღლიცინოდაა საქმე, ზოგს რომ გონია. რამდენიმე დღე მოვიცადეთ, რომ ზუსტი ყოფილიყო ტესტის პასუხი (ასე გვირჩიეს) და მერე ჩავაბარეთ ანალიზი. მე, მეუღლეს, 2 პატარა შვილს, მულს და დედამთილს დაგვიდასტურდა. ეს ხდება ბათუმში. ახლა კარგად ვართ. მეუღლე და პატარა შვილი გაწერეს დღეს. 5 დღეში ჩვენც გავალთ. ჩვენ სასტუმროში ვიმყოფებით, რადგან იოლად ვართ და პნევმონია არ გვაქვს. მთელი ოჯახი ცალ-ცალკე ვართ გამოკეტილი და ზოგი ახლობელი მწერს, არ ინერვიულო, არ არსებობსო, კაი-თქო. სად შემეძლო ახნა და ლაპარაკი, ჩემი გაჭირვება მქონდა. ოჯახის ახლობელს ბათუმში დასასვენებლად წავიდა და კორონით დასაჩუქრებული ჩამოვიდა. უკვე უკეთაა. ჩემს სოფელში ბებომ დამირეკა, სამ მეხუთეკლასელ ბავშვს დაუდგინდა გუშინ. საბერძნეთში ვარ 18 კვირის ორსული, დამეწყო ყელის საშინელი ტკივილი, თირკმელების, სიცხე 37.2, ისიც ორი დღე. შემდეგი სამი დღე მეგონა, მაღალი სიცხე მქონდა, ოფლი მასხამდა და გულის წასვლამდე ვიყავი, დავურეკე პირად ექიმს, არც ტესტზე გამიშვა და არც გამსინჯა. იზოლაცია, ბევრი წყალი, სითხე, წვნიანი, მხოლოდ თუ 37.5-ს აცდებოდა, მაშინ უნდა დამერეკა და რავი... ახლა მეუღლეს დაეწყო იგივე და აქ თუ ექიმმა არ გაგიშვა, ისე არავინ გაიკეთებს ტესტს. ჩემმა 4 წლის გოგომ მოიტანა სკოლიდან. მხოლოდ სიცხეები ჰქონდა, სხვა არაფერი. ტესტის შემდეგ დაუდასტურდა კოვიდი. არც დისტანცია დაგვიცვია და არც პირბადით გვივლია სახლში. მეხუთე დღეს გავიგეთ, რომ კოვიდი იყო და აზრიც აღარ ჰქონდა, რამე ზომების მიღებას. მთელმა ოჯახმა გავაკეთეთ ტესტი და არავის არ გადაგვდებია. ბავშვიც კარგად არის. მხოლოდ 4 დღე ჰქონდა სიცხეები. შიში და სტრესი უფრო ანგრევს, ორგანიზმს ვიდრე კორონა. სიმშვიდეს და ჯანმრთელობას გისურვებ. თებერვლის პირველ კვირას მომცა სიცხემ, მეწვოდა ყელი, იმდენად სუსტად ვგრძნობდი თავს, რომ დახმარების გარეშე გვერდსაც ვერ ვიცვლიდი. ყველაფერს მეტალის გემოზე ვჭამდი და ვსვამდი, არაფერს სუნი არ ჰქონდა. მტკიოდა წელი, გვერდები, მეგონა, მთელი ზურგი დაბეჟილი მქონდა. 2-3 კვირა დამჭირდა გონს მოსასვლელად, თუ მეტი არა. სახსრების ტკივილი (ძვალ-რბილიანად), ყელის ტკივილი, ცრემლებამდე, სასუნთქი გზების წვა, მაღალი სიცხეები, თავის საშინელი ტკივილი, ისე, რომ წამალიც არ აყუჩებდა. თავბრუსხვევა, გულყრა, ხმის დაკარგვა, უძილობა, გაუწყლოება, სახის დაბუჟება... ეს რა იყო მაშინ, მითხარით? მე მაქვს ახლა და ჩემი ოჯახის 4 წევრი ვართ ინფიცირებული, 3 კიდევ დაკვირვების ქვეშ ცხელების ცენტრში. ჩემს მეგობარს დაუდასტურდა, მაგრამ ძალიან მარტივად გადაიტანა. ორი დღე ჰქონდა სიცხე და მორჩა. უბრალოდ იზოლაციაში იყო 10 დღე. ორგანიზმზეა დამოკიდებული ვინ როგორ გადაიტანს. სასაცილო არაფერია, ძირითად შემთხვევაში მსუბუქია გადატანა, მაგრამ არ დაივიწყოთ ჩვენს ირგვლივ ბევრი რისკ ჯგუფის ადამიანია და უპასუხისმგებლო განცხადებებისგან თავი შეიკავეთ... დღეს თბილისის ბავშვთა ინფექციურში დავტოვე გოგო ორსული, 9 კვირის, რომელიც ძალიან რთულადაა და არ გინდათ ღლიცინი, არარსებობს და აგერ ჩიტივით ვარ... მე და ჩემი პატარები გამოვძვერით, მაგრამ ჩემი მამათილი ძლივს გადაიყვანეს წუხელ პალატაში, იქამდე სულ რეანიმაციაში იყო... არავის ვაპანიკებ, მაგრამ სიმპტომებს რომ შეამჩნევთ, ყურადღებით იმოქმედეთ და თვითიზოლაცია დაიცავით, რომ თქვესნ ნამუსზე ვინმეს სიკვდილი არ იყოს! ჯანმრთელობა მშვიდობა ყველას.