კოვიდ-19 იქნება უფრო დიდი მკვლელი, ვიდრე შიდსი, ტუბერკულოზი, მალარია და ჰეპატიტი - ეს 4 ყველაზე დიდი ინფექციური მკვლელია და კოვიდი მათ გადაასწრებს
კოვიდ-19 იქნება უფრო დიდი მკვლელი, ვიდრე შიდსი, ტუბერკულოზი, მალარია და ჰეპატიტი - ეს 4 ყველაზე დიდი ინფექციური მკვლელია და კოვიდი მათ გადაასწრებს
ამირან გამყრელიძე - კოვიდ-19 იქნება უფრო დიდი მკვლელი, ვიდრე არის შიდსი, ტუბერკულოზი, მალარია და ჰეპატიტი - ეს 4 ყველაზე დიდი ინფექციური მკვლელია და კოვიდი მათ გადაასწრებს

კოვიდ-19 იქნება კიდევ უფრო დიდი მკვლელი, ვიდრე არის შიდსი, ტუბერკულოზი, მალარია და ჰეპატიტი, - აღნიშნული განცხადება მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვენელმა ამირან გამყრელიძემ გააკეთა.

გამყრელიძის თქმით, არის პროგნოზი, რომ მომავალ გაზაფხულამდე კოვიდ-19 კიდევ მილიონ ადამიანს იმსხვერპლებს.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მსოფლიოში სერიოზული პანდემიაა და ვაქცინამდე და ეტიოტროპულ წამლამდე, დაცვის ერთადერთი საშუალება
მხოლოდ პირბადეა.

„არასწორია მოარული აზრი, რომ მსოფლიოში კორონავირუსი არ არსებობს, მოგონილია, არის სურდოსავით და მალე გაივლის. არ არის ეს სწორი. სერიოზული დაავადებაა და მილიონი ადამიანი უკვე შეიწირა. არის პროგნოზი, რომ მომავალ გაზაფხულამდე, სამწუხაროდ, კიდევ მილიონი იქნება... ეს იქნება კიდეც უფრო დიდი მკვლელი, ვიდრე არის შიდსი, ტუბერკულოზი, მალარია, ჰეპატიტი - ეს ოთხი ყველაზე დიდი ინფექციური მკვლელია და კოვიდი მათ გადაასწრებს“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
757
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
ტოტო
0
გაოცებული ვართ თქვენი განსწავლულობით.ურთიერთგამომრიცხავი პროგნოზების კეთებით არ დაიღალეთ. ფაქტიურად ყველა თქვენი პროგნოზი აღმოჩნდა არასწორი. როცა ვაქცინა და შესაბამისი პრეპარატი არ არსებობს,კარანტინს,რომ აცხადებენ ეგ მესამე კურსის სამედიცინოს სტუდენტმაც იცის.თქვენ რა იცით ,ის არის საინტერესო ? პირბადე,რომ უნდა გავიკეთოთ და დისტანცია,რომ უნდა დავიცვათ ?
11:31 / 15-10-2020
მსგავსი სიახლეები