- ალბათ ტალღების ასე გამოყოფა არასწორი იქნება. წყვეტა არ გვქონია ჩვენ, ყოველდღიურად ფიქსირდებოდა ახალ-ახალი შემთხვევები, მხოლოდ ერთადერთი დღე იყო, როდესაც არ დაფიქსირდა ინფიცირების არცერთი ახალი შემთხვევა. შესაბამისად, მზარდი იყო ეს ტენდენცია და ახლა უკვე ვხედავთ როგორი სიტუაციაც არის, ფიქსირდდება ინფიცირებულთა სამნიშნა რიცხვები.
განსხვავება ამ პერიოდებს შორის ის არის, რომ შედარებით მომზადებულია, გამოცდილებამიღებულია სამედიცინო საზოგადოება, ბევრად
მეტი იცის ამ ვირუსის გავრცელების შესახებ, მისი სიმპტომების შესახებ და ა.შ აქედან გამომდინარე, შედარებით უფრო მზად არის. დაავადების სიმძიმის მხრივაც ვხედავთ, რომ უფრო მეტი და მეტი შემთხვევა ფიქსირდება ყოველდღიურად მსოფლიოში, ხოლო გარდაცვალების რაოდენობა დაახლოებით 5-6 ათასია ყოველ დღე. მსოფლიოში სიკვდილობის პროცენტი 7 დან 3,1 %-მდეა
დაწეული და ეს მაჩვენებელი, სავარაუდოდ, კიდევ გააგრძელებს ქვევით სვლას, დაახლოებით 1,5-დან-2%-მდე.
- ბუნებრივია, ქვეყნები მოემზადებოდნენ პირველი ტალღის შემდეგ, გათვლიდნენ, რომ შემდეგ სეზონზე ისევ გამოვლინდებოდა კორონავირუსი, ამიტომ უფრო მობილიზებული იქნებიან აპარატების მხრივ. შემცირდა ლეტალობა, დაავადების სიმძიმე ასე თუ ისე შემცირებულია, ასევე ისიც ცხადი გახდა, რომ თავიდან ყველა მძიმე პარიცენტს არ სჭირდებოდა დაინტუბირება, ანუ აპარატული სუნთქვა. თუმცა ეს არ იცოდა ყველა ექიმმა, სანამ გამოცდილებამ არ აჩვენა. ამიტომ ხდებოდა პაციენტების აპარატზე გადაყვანა, რაც არ იყო საჭირო.
ამის გამო, განსაკუთრებით, კანადაში და იტალიაში აინტუბირებდნენ უმეტეს მძიმე პაციენტს საჭიროების და აუცილებლობის მიუხედავად, შესაბამისად ხდებოდა ზედმეტი ხარჯვა, ყველა აპარატი იყო დაკავებული. ახლა გამოცდილება აქვთ, ცოდნა აქვთ და ვისთვისაც აუცილებელია მხოლოდ იმის გადაყვანა ხდება მართვით სუნთქვაზე. განსხვავება სჭირდებათ, სუნთქვის უკმარისობისას ზოგს სჭირდება დაინტუბირება, ზოგს -არა. მაგალითად, რიგ შემთხვევებში ჟანგბადის მაღალი ნაკადით მიწოდებამ შესაძლოა აპარატი ჩაანაცვლოს და არასაჭირო ინტუბაციას მოვარიდოთ პაციენტი.
- მთავარი მაინც ფილტვებია, ვინაიდან ორგანიზმში შეჭრის კარიბჭე არის სასუნთქი გზები და პირველი დაზიანება მაინც მოდის ფილტვებზე. ყველაზე ხშირად, ფილტვების შემდეგ ზიანდება სისხლძარღვები. ამის შემდეგ კუაგულაციის სისტემა. ანუ სისხლის შედედების სისტემა ზიანდება და ამას უნდა მიექცეს ყურადღება რომ თრომბოემბოლია არ განვითარდეს, რაც ამ დაავადების საკმაოდ ხშირი გართულებაა. წაიკითხეთ სრულად