დამოკიდებულია თუ არა კორონავირუსის რისკი და სიმწვავე სისხლის ჯგუფზე? - რა აჩვენა ქართულმა პრაქტიკამ და რას ამბობენ სპეციალისტები კვლევებზე - მშობლები

დამოკიდებულია თუ არა კორონავირუსის რისკი და სიმწვავე სისხლის ჯგუფზე? - რა აჩვენა ქართულმა პრაქტიკამ და რას ამბობენ სპეციალისტები კვლევებზე

2020-10-17 05:51:35+04:00

ბოლო პე­რი­ოდ­ში აქ­ტი­ურ­დე­ბა მსჯე­ლო­ბა კო­რო­ნა­ვირუ­სის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სა და ადა­მი­ა­ნის სის­ხლის ჯგუ­ფის ურ­თი­ერ­თმი­მარ­თე­ბის შე­სა­ხებ. სულ უფრო ბევ­რი კვლე­ვა ჩნდე­ბა იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ და­ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, 1-ლი ჯგუ­ფის სის­ხლის მქო­ნე პა­ცი­ენ­ტე­ბი გა­ცი­ლე­ბით იო­ლად გა­და­ი­ტა­ნენ ვირუსს, ვიდ­რე სხვა სის­ხლის ჯგუ­ფის მქო­ნე პა­ცი­ენ­ტე­ბი.

მიმ­დი­ნა­რე კვი­რა­ში გა­მოქ­ვეყ­ნდა ორი კვლე­ვა, რო­მელ­თა მი­ხედ­ვი­თაც, 1-ლი ჯგუ­ფის სის­ხლის მქო­ნე ადა­მი­ა­ნებს კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბის და­ბა­ლი რის­კი აქვთ, ასე­ვე და­ბა­ლია იმის ალ­ბა­თო­ბაც, რომ ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში მდგო­მა­რე­ო­ბა და­უმ­ძიმ­დეთ. ერთ-ერ­თმა ახალ­მა კვლე­ვამ და­ად­გი­ნა, რომ I და III ჯგუ­ფის სის­ხლის მქო­ნე COVID-19-ით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბი რე­ა­ნი­მა­ცი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში უფრო ნაკ­ლებ დროს ატა­რებ­დნენ, ვიდ­რე II და IV ჯგუ­ფის პა­ცი­ენ­ტე­ბი.

ამას გარ­და, მათ ნაკ­ლე­ბად ესა­ჭი­რო­ე­ბო­დათ ფილ­ტვე­ბის ვენ­ტი­ლა­ცია და უფრო იშ­ვი­ა­თად ჰქონ­დათ თირკმე­ლე­ბის უკ­მა­რი­სო­ბაც. იტა­ლი­ა­სა და ეს­პა­ნეთ­ში, ივ­ნის­ში ჩა­ტა­რე­ბულ­მა კვლე­ვამ აჩ­ვე­ნა, რომ 1-ლი ჯგუ­ფის სის­ხლის მქო­ნე პა­ცი­ენ­ტებ­ში ჟანგბა­დის მი­წო­დე­ბის სა­ჭი­რო­ბა 50 %-ით ნაკ­ლე­ბად იყო სა­ჭი­რო სის­ხლის სხვა ჯგუ­ფე­ბის მქო­ნე პა­ცი­ენ­ტებ­თან შე­და­რე­ბით. კი­დევ ერ­თმა ახალ­მა კვლე­ვამ კი და­ად­გი­ნა, რომ I ჯგუ­ფის სის­ხლის მქო­ნე ადა­მი­ა­ნებს შე­იძ­ლე­ბა, კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბის უფრო და­ბა­ლი რის­კი ჰქონ­დეთ, ვიდ­რე სხვა ჯგუ­ფის სის­ხლის მქო­ნე­ებს.

Ambebi.ge და­ინ­ტე­რეს­და, რამ­დე­ნად სარ­წმუ­ნოდ მი­იჩ­ნე­ვენ ქარ­თვე­ლი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის აღ­ნიშ­ნულ მო­საზ­რე­ბებს და რით შე­იძ­ლე­ბა აიხ­სნას სის­ხლის ჯგუ­ფი­სა და კორ­ნა­ვირუ­სის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის ასე­თი ურ­თი­ერ­თკავ­ში­რი?

იმუ­ნო­ლო­გი ბი­ძი­ნა კუ­ლუმ­ბე­გო­ვი კვლე­ვის შე­დე­გებს სკეპ­ტი­კუ­რად უყუ­რებს და ამ­ბობს, რომ ამ მო­საზ­რე­ბას რა­ი­მე პრაქ­ტი­კუ­ლი სარ­გე­ბე­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სის მკურ­ნა­ლო­ბა­ში ვერ ექ­ნე­ბა.

"ასე­თი კვლე­ვე­ბი იყო შიდსი­დან და­წყე­ბუ­ლი არა­ერთ და­ა­ვა­დე­ბას­თან მი­მარ­თე­ბით, მათ შო­რის ჰე­პა­ტი­ტე­ბის, მერ­სი­სის, სარ­სის და სხვა და­ა­ვა­დე­ბე­ბის მა­გა­ლით­ზე. ეს ის­ტო­რი­უ­ლი კვლე­ვე­ბია, მაგ­რამ არა­ფერს არ ნიშ­ნავს. ადა­მი­ანს იმას ხომ ვერ ეტყვი, შენ თუ ამ ჯგუ­ფის სის­ხლი გაქვს დამ­ძიმ­დე­ბი-თქო ან - პი­რი­ქით. ეს არ არის პროგ­ნო­ზი­რე­ბა­დი და 100%-ის სი­ზუს­ტით არ მოხ­დე­ბა ასე. მძიმ­დე­ბა ნე­ბის­მი­ე­რი სის­ხლის ჯგუ­ფის პა­ცი­ენ­ტი. მსოფ­ლი­ოს გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ქვეყ­ნე­ბი, მსოფ­ლიო ჯან­დაც­ვის ორ­გა­ნი­ზა­ცია და ა.შ. ამ სა­კი­თხზე სა­ერ­თოდ არ სა­უბ­რობს. განაგრძეთ კითხვა