პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 15 წლის გოგონა მართვით სუნთქვაზე იმყოფება. რა გახდა მდგომარეობის დამძიმების მიზეზი საავადმყოფოს კლინიკურ დირექტორს ლალი ტურძელაძეს ვკითხეთ:
"ბავშვის მდგომარეობა მძიმეა. მართვით სუნთქვაზე იმყოფება. არის რაღაც მიზეზები, რამაც მდგომარეობის დამძიმება გამოიწვია, მაგრამ, გოგონა არასრულწლოვანია და მისი ინტერესებიდან გამომდინარე, დეტალებზე ვერ ვისაუბრებ."- გვითხრა ლალი ტურძელაძემ. როგორც
AMBEBI.GE-ს ინფიცირებულის ოჯახის ახლობელმაგანუცხადა, მოზარდს არანაირი თანმხლები დაავადებები არ აქვს.