"კოვიდინფიცირებულებს მკურნალობა ან არ სჭირდებათ, ან თუ სჭირდებათ, რეანიმატოლოგების კვალიფიკაციაზე ვართ დამოკიდებულები" - რას წერს ინფექციონისტი - მშობლები

"კოვიდინფიცირებულებს მკურნალობა ან არ სჭირდებათ, ან თუ სჭირდებათ, რეანიმატოლოგების კვალიფიკაციაზე ვართ დამოკიდებულები" - რას წერს ინფექციონისტი

2020-10-19 11:39:41+04:00

ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტი მაია ბუ­წაშ­ვი­ლი "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე სა­ინ­ტე­რე­სო სტა­ტუსს აქ­ვეყ­ნებს, რო­მელ­საც უცვლელად გთა­ვა­ზობთ:

"სულ მიკ­ვირს, რა­ტომ უყ­ვართ ჩვენ­თან ასე ძა­ლი­ან წამ­ლე­ბი, მათ შო­რის "გა­დას­ხმე­ბი". წლე­ბია ჭი­და­ო­ბა მაქვს პა­ცი­ენ­ტებ­თან, რომ უმ­რავ­ლეს შემ­თხვე­ვა­ში გა­დას­ხმა არ ჭირ­დე­ბათ და ხში­რად მა­ინც არ მი­ჯე­რე­ბენ და ის­ხა­მენ და ის­ხა­მენ ვე­ნა­ში წყალს (ფაქ­ტი­უ­რად), იმის მა­გივ­რად, რომ ონ­კა­ნი მო­უშ­ვან და და­ლი­ონ. ყო­ველ დღე გა­დი­ან ჩემი ოთა­ხი­დან უკ­მა­ყო­ფი­ლო პა­ცი­ენ­ტე­ბი, რომ წა­მა­ლი არ და­ვუ­ნიშ­ნე. ზოგი ამას პირ­და­პირ მე­კი­თხე­ბა გა­ო­ცე­ბუ­ლი, ზოგ­საც გა­მო­ხედ­ვა­ზე ვა­ტყობ უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას, წამ­ლის გა­რე­შე რომ ვუშ­ვებ. კი­დევ უფრო მე­ტად არ მო­წონთ ხოლ­მე, როცა ვკად­ნი­ერ­დე­ბი და სხვე­ბის და­ნიშ­ნულ წამ­ლებს ვუხ­სნი (არა­და, სამ­წუ­ხა­როდ, ძა­ლი­ან ხში­რად სრუ­ლი­ად არა­სა­ჭი­რო წამ­ლე­ბია და­ნიშ­ნუ­ლი).

ეს ახლა იმი­ტომ გა­მახ­სენ­და, რომ იგი­ვე ხდე­ბა კო­ვი­დის მქო­ნე პა­ცი­ენ­ტებ­თან. ძა­ლი­ან ბევ­რი ადა­მი­ა­ნი, ვინც ახლა სახ­ლშია ამ დი­აგ­ნო­ზით, მი­რე­კავს და რჩე­ვებს მე­კი­თხე­ბა. ჰოდა, ახ­ლაც უკ­მა­ყო­ფი­ლო­ე­ბი მრჩე­ბი­ან იმით, რომ წამ­ლებს არ ვუ­ნიშ­ნავ ან იშ­ვი­ა­თად ვუ­ნიშ­ნავ. ბევ­რი თა­ვი­სით იწყებს მკურ­ნა­ლო­ბას, მა­გა­ლი­თად, დექ­სა­მე­ტა­ზო­ნით და ან­ტი­ბი­ო­ტი­კე­ბით. ასე არ შე­იძ­ლე­ბა, მათ გა­მო­ყე­ნე­ბას თა­ვი­სი დრო და ჩვე­ნე­ბა აქვს და შე­იძ­ლე­ბა საქ­მე გა­კე­თე­ბის ნაც­ვლად გა­ვა­ფუ­ჭოთ.

თუმ­ცა ამ პა­ცი­ენ­ტებ­მაც რა ქნან, პან­დე­მი­ის და­წყე­ბი­დან დღემ­დე სულ ეს­მო­დათ, რომ კო­რო­ნას და­დას­ტუ­რე­ბის შემ­დეგ სუ­ლერ­თი იყო, რამე აწუ­ხებ­და ადა­მი­ანს თუ არა, მა­ინც სა­ა­ვად­მყო­ფო­ში აწ­ვენ­დნენ და თავს იწო­ნებ­დნენ სხვა­დას­ხვა პრე­პა­რა­ტე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით. რა წა­მა­ლი აღარ გაჟ­ღერ­და - პლაქ­ვე­ნი­ლი, კა­ლეტ­რა, რი­ბა­ვი­რი­ნი... ახლა რე­კონ­ვა­ლეს­ცენტ პლაზ­მა, მო­ნოკ­ლო­ნუ­რი ან­ტის­ხე­უ­ლე­ბი, რემ­დე­სი­ვი­რი. კი ბა­ტო­ნო, უამ­რა­ვი წამ­ლის გა­მოც­და მიმ­დი­ნა­რე­ობს და იმე­დია, ზო­გი­ერ­თი მათ­გა­ნი გა­ა­მარ­თლებს, მაგ­რამ არ შე­იძ­ლე­ბა ამ­დე­ნი კეკ­ლუ­ცო­ბა იმ წამ­ლე­ბით, რომ­ლე­ბიც ჯერ მხო­ლოდ ექ­სპე­რი­მენ­ტულ ფა­ზა­შია. თა­ვის დრო­ზე პლაქ­ვე­ნილ­ზე რამე კი­თხვას თუ დავ­სვამ­დით, თუნ­დაც მო­რი­დე­ბუ­ლად, სამ­შობ­ლოს მო­ღა­ლა­ტე­ე­ბად გვა­ცხა­დებ­დნენ. ახლა იგი­ვეა რემ­დე­სი­ვირ­თან და­კავ­ში­რე­ბით. ამი­ტომ რა ქნან ამ პა­ცი­ენ­ტებ­მაც, მი­ეჩ­ვივ­ნენ, რომ რა­ღაც მქუ­ხა­რე და­სა­ხე­ლე­ბის წამ­ლე­ბი უნდა გა­გი­კეთ­დეს, თუ კო­ვი­დი გაქვს.

ახლა კი ვე­უბ­ნე­ბით, მხო­ლოდ წყა­ლი და სი­ცხის დამ­წე­ვე­ბი მი­ი­ღეო. და­იბ­ნენ ადა­მი­ა­ნე­ბი. ამ ხმა­უ­რი­ან პრე­პა­რა­ტებ­ზე დრო­ის და­კარ­გვის მა­გივ­რად ეს დრო რომ სხვა უფრო სა­სარ­გებ­ლო, მო­სამ­ზა­დე­ბელ სა­მუ­შა­ო­ებ­ზე დაგ­ვე­ხარ­ჯა, ასე­ვე ბი­ნა­ზე მოვ­ლის რე­ჟიმ­ზე ნელ-ნელა და მშვი­დად გა­დავ­სუ­ლი­ყა­ვით, როცა ერ­თე­უ­ლი შემ­თხვე­ვე­ბი იყო, ახლა ფორ­სმა­ჟორ­ში არ მოგ­ვი­წევ­და ამის გა­კე­თე­ბა და ადა­მი­ა­ნე­ბიც მიჩ­ვე­უ­ლე­ბი იქ­ნე­ბოდ­ნენ იმ ფაქტს, რომ კო­ვი­დის დი­აგ­ნო­ზით სახ­ლშიც შე­გიძ­ლია დარ­ჩე და სა­ა­ვად­მყო­ფო და წამ­ლე­ბი უმ­რავ­ლეს შემ­თხვე­ვა­ში სა­ერ­თოდ არ გჭირ­დე­ბა. სი­ნამ­დვი­ლე­ში, კო­ვი­დინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლებს მკურ­ნა­ლო­ბა ან არ ჭირ­დე­ბათ, ან თუ ჭირ­დე­ბათ, რე­ა­ნი­მა­ტო­ლო­გე­ბის კვა­ლი­ფი­კა­ცი­ა­ზე და სი­ყო­ჩა­ღე­ზე ვართ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბი. ასე­თი რე­ა­ლო­ბის წი­ნა­შე ვართ ამ ეტაპ­ზე. თუმ­ცა ბი­ნა­ზე მკურ­ნა­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში ჯა­დოს­ნუ­რი გა­მო­სა­ვა­ლია სი­თხე­ე­ბის მი­ღე­ბა (და­სა­ლე­ვად და არა ვე­ნა­ში) და მოძ­რა­ო­ბა. სი­ცხის დამ­წე­ვე­ბიც სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში. ახლა ვიცი, ბევ­რი გა­ღი­ზი­ან­დე­ბა და ფიქ­რობს, აბა, რა ვქნათ, ექიმს თუ ვერ ვუ­კავ­შირ­დე­ბი­თო. ყვე­ლას გვაქვს გაც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი, რომ უამ­რა­ვი სა­ორ­გა­ნი­ზა­ციო პრობ­ლე­მე­ბია, მაგ­რამ აქე­დან გა­მო­სა­ვა­ლი თვით­ნე­ბუ­რი მკურ­ნა­ლო­ბა არ არის. გა­ვაგ­რძე­ლოთ მცდე­ლო­ბა ოჯა­ხის ექი­მებ­თან კონ­ტაქ­ტის დამ­ყა­რე­ბის და და­ვუ­ჯე­როთ. და რაც მთა­ვა­რია, სა­უ­კე­თე­სო წა­მა­ლია სიმ­შვი­დე!!! შფოთ­ვას და პა­ნი­კას სი­კე­თე არ მო­აქვს", - წერს მაია ბუწაშვილი.