"შინ მყოფ კოვიდპაციენტებს, შესაძლოა, სისხლის საერთო ანალიზი და დე-დიმერი გაუკონტროლონ, რათა თრომბოემბოლიური გართულებები არ განუვითარდეთ"
 "შინ მყოფ კოვიდპაციენტებს, შესაძლოა, სისხლის საერთო ანალიზი და დე-დიმერი გაუკონტროლონ, რათა თრომბოემბოლიური გართულებები არ განუვითარდეთ"
კოვიდინფიცირებულ პაციენტებს, რომლებიც ბინაზე მკურნალობენ, შესაძლოა სისხლის ანალიზი გაუკონტროლონ. ამის შესახებ თენგიზ ცერცვაძემ მტავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, გადაწყვეტილება საბოლოოდ მიღებული არ არის, მაგრამ ამაზე მსჯელობა მიმდინარეობს.
"ბინაზე ნაწილდებიან ის პაციენტები, ვინც უსიმპტომოაა ან ძალიან მცირე სიმპტომი აქვთ და მკურნალობა არ სჭირდებათ. კოვიდის სპეციფიკური მკურნალობა ბინაზე არ ხდება, მკურნალობა ხდება მხოლოდ საავადმყოფოში. ამის მიუხედავად, შეიძლება განხორცილდეს ისეთი ღონისძიება, რაც არსად მსოფლიოში ჯერ არ ხდება. გამოიყოს რაღაც მინიმალური პაკეტი გამოკვლევის, მაგალითად, სისხლის საერთო ანალიზი და დე-დიმერი - ეს გახლავთ მარკერი,
რომელიც თრომბოემბოლიის განვითუარების რისკს ადგენს. თრომბოემბოლოა ერთ-ერტი გართულებაა კოვიდინფექციის და მათ შორის, უსიმპტომო პაციენტებში. სულ ერთი-ორი სიგნალი იყო სახლში დატოვებული პაციენტებიდან და ეს რომ არ გახშირდეს და უსიმპტომოთა შორის არ იყოს დანაკარგები ისე, როგორც სხვა ქვეყნებშია, მიღებულია გადაწყვეტილება, ბოლომდე არა, მაგრამ მუშავდება საკითხი, რომ იმ ნაწილს, ვისაც სულ მცირე რისკფაქტორი მაინც აქვს, ყველას ჩაუტარდება სისხლის საერთო ანალიზი და დე-დიმერი. ეს იქნება გარანტია იმისი, რომ პაციენტს თრომბოემბოლიური გართულება არ განუვითარდეს" - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
2798
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
დ.ღ.
1
თქვენი თავი ნუ მოუშალოს ქართველ ხალხს, ბატონო თენგიზ. იცოცხლეთ ჩვენს იმედად1
14:44 / 20-10-2020
მსგავსი სიახლეები