"ოთახ­ში ია­რეთ, ბუქ­ნე­ბი აკე­თეთ, ყვე­ლა­ფე­რი, რაც ფე­ხის კუნ­თებს აა­მუ­შა­ვებს" - რჩევები კოვიდის სახლში მკურნალობისას
"ოთახ­ში ია­რეთ, ბუქ­ნე­ბი აკე­თეთ, ყვე­ლა­ფე­რი, რაც ფე­ხის კუნ­თებს აა­მუ­შა­ვებს" - რჩევები კოვიდის სახლში მკურნალობისას
აშშ-ის ჰო­პ­კინ­სის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ქარ­თვე­ლი დოქ­ტო­რი, ექი­მი-ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტი მა­მუ­კა მა­ჩა­ი­ძე "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე აქ­ვეყ­ნებს რე­კო­მენ­და­ცი­ებს იმ შემ­თხვე­ვის­თვის, თუ კო­რო­ნა­ვირუ­სი და­გი­დას­ტურ­დე­ბათ და მკურ­ნა­ლო­ბა სახ­ლის პი­რო­ბებ­ში მო­გი­წევთ:

"სახ­ლში კო­ვი­დით მკურ­ნა­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით:

პირ­ველ რიგ­ში, თუ კო­ვი­დი და­გი­დას­ტურ­დათ, იმის ალ­ბა­თო­ბა, რომ მას მსუ­ბუ­ქად გა­და­ი­ტანთ არის !!ბევ­რად!! მეტი, ვიდ­რე დამ­ძი­მე­ბის ალ­ბა­თო­ბა; ამას­თა­ნა­ვე, მსუ­ბუ­ქი და­ა­ვა­დე­ბით კლი­ნი­კა­ში მის­ვლით გან­სხვა­ვე­ბულ მკურ­ნა­ლო­ბას, დიდი ალ­ბა­თო­ბით, არ მი­ი­ღებთ

ბუ­ნებ­რი­ვია, კონ­ტაქ­ტზე უნდა იყოთ თქვენს ექიმ­თან (რო­გორც ჩანს კონ­ტაქ­ტზე გას­ვლა და რჩე­ვის მი­ღე­ბა ხში­რად ვერ ხერ­ხდე­ბა) ნე­ბის­მი­ერ კი­თხვას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

მი­ი­ღეთ რაც შე­იძ­ლე­ბა მეტი სი­თხე (გუ­ლის
უკ­მა­რი­სო­ბა არის ერთ-ერთი-გა­მო­ნაკ­ლი­სი რო­დე­საც ფრთხი­ლად უნდა ვი­ყოთ სი­თხე­ე­ბის მი­ღე­ბი­სას).

არ და­ლი­ოთ სი­ცხის დამ­წე­ვი, თუ ტემ­პე­რა­ტუ­რა არის 38.3°-ზე და­ბა­ლი

იმოძ­რა­ვეთ რაც შე­იძ­ლე­ბა მეტი - ოთახ­ში ია­რეთ, ბუქ­ნე­ბი აკე­თეთ, ყვე­ლა­ფე­რი, რაც ფე­ხის კუნ­თებს აა­მუ­შა­ვებს - ნუ და­ლევთ ას­პი­რინს (ან ნე­ბის­მი­ერ "სის­ხლის გა­მა­თხე­ლე­ბელს“) თვით­ნე­ბუ­რად, თუ უკვე გა­მო­წე­რი­ლი არ გაქვთ ექი­მის­გან სხვა ჩვე­ნე­ბით.

რა სიმპტო­მე­ბის გა­მო­ჩე­ნის შემ­თხვე­ვა­ში ვრე­კავთ 112-ში: სუნ­თქვის გარ­თუ­ლე­ბა; გულ-მკერ­დის გა­ხან­გრძლი­ვე­ბუ­ლი ტკი­ვი­ლი/მო­ჭე­რის შეგ­რძნე­ბა, გო­ნე­ბის და­ბინ­დვა, სა­ხის, ან ტუ­ჩე­ბის გა­ლურ­ჯე­ბა

კო­ვი­დი და დ ვი­ტა­მი­ნი: ბევ­რი ურ­თი­ერ­თგა­მომ­რი­ცხა­ვი კველ­ვა არ­სე­ბობს დ ვი­ტა­მინ­სა და გრი­პის ვირუ­სის სიმ­ძი­მის/სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბის შე­სა­ხებ; მი­ნი­მუმ ორმა კვლე­ვამ აჩ­ვე­ნა კავ­ში­რი დ ვი­ტა­მი­ნის დე­ფი­ციტ­სა და კო­ვი­დის მძი­მე მიმ­დი­ნა­რე­ო­ბას შო­რის (რეს­პი­რა­ტო­რუ­ლი დის­ტრე­სი და სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბა); ამი­ტომ, თუ იცით, რომ დ ვი­ტა­მი­ნის
დე­ფი­ცი­ტი გაქვთ, გა­ნაგ­რძეთ ვი­ტა­მი­ნის მი­ღე­ბა, სხვა შემ­თხვე­ვა­ში, და­ე­ლა­პა­რა­კეთ მკურ­ნალ ექიმს

თუ თქენ ხართ კო­ვიდ-და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი, ან სა­ეჭ­ვო პა­ცი­ენ­ტის მომ­ვლე­ლი: გა­ი­კე­თეთ ნი­ღა­ბი პა­ცი­ენ­ტთან კონ­ტაქ­ტი­სას, ხში­რად და­ი­ბა­ნეთ ხე­ლე­ბი; თუ არის სა­შუ­ა­ლე­ბა, სა­სურ­ვე­ლია პა­ცი­ენტს ქონ­დეს გა­მო­ყო­ფი­ლი ოთა­ხი, სა­ა­ბა­ზა­ნო, თეთ­რე­უ­ლი და ჭურ­ჭე­ლი, რო­მე­ლიც ცალ­კე გა­ი­რე­ცხე­ბა და ზე­და­პი­რე­ბი გა­სუფ­თავ­დე­ბა სა­დე­ზინ­ფექ­ციო სა­შუ­ა­ლე­ბით, რე­ზი­ნის ხელ­თათ­მა­ნის გა­მო­ყე­ნე­ბით; ბუ­ნებ­რი­ვია მნახ­ვე­ლის ვი­ზი­ტი ამ დროს არ უნდა მოხ­დეს.

არ­ცერ­თი ტეს­ტი და არც ერთი ექი­მი სრულ­ყო­ფი­ლი არ არის! თუ თქვენ გქონ­დათ კონ­ტაქ­ტი და­დას­ტუ­რე­ბულ შემ­თხვე­ვას­თან და გაქვთ ტი­პი­უ­რი სიმპტო­მე­ბი, უარ­ყო­ფი­თი ტეს­ტის შემ­თხვე­ვა­შიც ეს რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი არის და­სა­ცა­ვი" - წერს მა­მუ­კა მა­ჩა­ი­ძე.
4724
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები