ასე დაიცავთ თავს ახალი ინფექციისგან და ჯანდაცვის სისტემას გადატვირთვისგან!
თუ თქვენ არ განეკუთვნებით მაღალი რისკის ჯგუფს (რისკ ფაქტორებზე ქვემოთ ვისაუბრებ) და დაავადება მსუბუქად მიმდინარეობს, სპეციალურ მკურნალობას არ საჭიროებთ. აუცილებელია იზოლაცია მინიმუმ 10 დღით, მკურნალობა კი მხოლოდ სიმპტომატიურად გჭირდებათ. რას გულისხმობს სიმპტომატიური მკურნალობა? სიცხის დამწევი, ტკივილდამაყუჩებელი (ასეთად შეიძლება პარაცეტამოლის, ტალინოლის გამოყენება), საკმარისი რაოდენობით ნებისმიერი სითხე (თბილი, ცივი ორივე სასარგებლოა, ნუ დაიმდუღრებით).
დაიწყეთ სიმპტომების მონიტორინგი. დღეში რამდენჯერმე გაიზომეთ სიცხე. სასურველია იქონიოთ პულსოქსიმეტრი. თუ ხელი არ მიგიწვდებათ არ იდარდოთ, ამის გარეშეც გახვალთ ფონს. ავარჯიშეთ სასუნთქი სისტემა. ყველაზე მარტივია ბუშტის გაბერვა დღეში რამდენჯერმე. თუ სპირომეტრზე მიგიწვდებათ ხელი, ეს ვარჯიში უფრო სახალისო ხდება. სუნთქვითი ვარჯიშები განსაკუთრებით აქტუალურია მათთვის ვისაც სასუნთქი გზების დაზიანება აღენიშნება.
იმოძრავეთ, რამდენსაც შეძლებთ. ბევრს არც ეზო აქვს და არც სოფელი, ამიტომ ოთახში მოუწევს სიარული, მაგრამ გაითვალისწინეთ, ეს სასიცოცხლოდ აუცილებელია. მოძრაობა დაგიცავთ ქვემო კიდურების ვენური თრომბოზებისგან. თუ ოთახში სიარულს ვერ ახერხებთ, სცადეთ მსუბუქი ვარჯიშები ადგილზე. იძინეთ საკმარისად, ეს დაგეხმარებათ სიმშვიდის შენარჩუნებაში. ეცადეთ იკვებოთ სრულფასოვნად. მომიტევეთ იმათ, ვისაც ამის საშუალება არ გაქვთ, მაგრამ იქნებ როგორმე დავეხმაროთ ერთმანეთს რომ ასეთ დროს ვიტამინებით და ცილებით მდიდარი საკვები ჰქოდეთ მეზობლად მცხოვრებ ინფიცირებულებს. ნუ შეგეშინდებათ ერთმანეთის. საკვები და პირველადი დახმარების ნივთები შეგიძლიათ კართან დაუტოვოთ ერთმანეთს. ასე მოჰქონდათ ჩემთან პროდუქტი ოჯახის წევრებს როცა ავად ვიყავი და იზოლაციის წესებს ვიცავდი. ყურადღებით დააკვირდით თქვენს ზოგად მდგომარეობას. თუ ხვდებით რომ მდგომარეობა საგრძნობლად უარესდება, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.
* გონების დაბინდვა
* მაღალი ტემპერატურა არ ემორჩილება მედიკამენტოზურ მკურნალობას
* გამოხატული სუნთქვის უკმარისობა
როგორ შევაფასოთ სუნთქვის უკმარისობა?
- ჩვეულებრივი აქტივობები ხდება უჩვეულოდ შეუძლებელი
- სუნთქავთ უფრო ჩქარა და მძიმედ ვიდრე ჩვეულებრივ (სუნთქვის სიხშირე მოზრდილებში ნორმაში არ აღემატება 18-20-ს წუთში)
- ჩვეულებრივი აქტივობა იწვევს თავბრუსხვევას
* ვისაც პულსოქსიმეტრზე მიგიწვდებათ ხელი, სატურაცია ნომალურ მდგომარეობაში უნდა აღემატებოდეს 95%. თუ სატურაცია <92%-ზე, ოთახის ჰაერზე ყოფნისას, პაციენტს ესაჭიროება ჰოსპიტალიზაცია
* პროდუქტიული ხველა, იგულისხმება დიდი რაოდენობით ნახველი, ასეთ შემთხვევაში უნდა გამოირიცხოს თანდართული ბაქტერიული პნევმონია. კოვიდს უმეტესად მშრალი ხველა ახასიათებს.
* უჩვეულო ტაქიკარდია (აჩქარებული გულისცემა), ნორმალური გულისცემის სიხშირე არ უნდა აღემატებოდეს 100-ს წუთში მცირედი დატვირთვისას.
* ქოშინი მინიმალური დატვირთვისას
* ტკივილი, უჩვეულო სიმძიმის ან მოჭერის შეგრძნება გულმკერდის არეში
* საკმარისი რაოდენობით საკვებს და სითხეს ვერ ღებულობთ კუჭნაწლავის ტრაქტის სიმპტომების გამო
* დიარეის და ღებინების ხშირი ეპიზოდები, რამაც შეიძლება სერიოზული დეჰიდრატაცია გამოიწვიოს
* ქვემო კიდურების ასიმეტრიული შეშუპება (ასეთ შემთხვევაში ღრუ ვენების თრომბოზი უნდა გამოირიცხოს)
მთავარია, არ შეგეშინდეთ, პანიკამ არ მოგიცვათ და მედიკამენტების არამიზნობრივი გამოყენებით თუ სამედიცინო დაწესებულებების არასაჭირო ვიზიტით მდგომარეობა არ გაიუარესოთ. თუ თქვენ არ განეკუთვენებით მაღალი რისკის ჯგუფს, ტესტირება ან ექიმთან ვიზიტი მსუბუქად მიმდინარე დაავადებისთვის აუცილებელი არ არის.
- ასაკი >65 წელზე - მოხუცებულთა სახლის ბენეფიციარები - იმუნოკომპრომეტირებული მდგომარეობები როგორიცაა შიდსი, სტეროიდებით ქრონიკული თერაპია, თანდაყოლილი იმონოდეფიციტები - ფილტვის ქრონიკული დაავადებები, როგორებიცაა: ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება, ასთმა, ფილტვის ფიბროზი, ცისტიკური ფიბროზი - კარდიოვასკულარული დაავადებები, ჰიპერტენზია განსაკუთრებით - ონკოლოგიური დაავადებები - სიმსუქნე - დიაბეტი - თირკმლის ქრონიკული უკმარისობა - ღვიძლის ქრონიკული უკმარისობა - ტვინის სისხლძარღვთა დაავადებები - ნევროლოგიური დაავადებები, განსაკუტრებით დემენცია - სისხლის დაავადებები როგორიცაა თალასემია, ნამგლისებური ანემია
- პაციენტებმა რომელთაც თავიდანვე აღენიშნებათ საშუალო სიმძმის სუნთქვის უკმარისობა ან მენტალური სტატუსის საგრძნობი ცვლილება
- პაციენტებმა რომელთა სისხლში ჟანგბადის შემცველობა თავიდანვე არ აღემატება 94%-ს (ეს მათთვის ვისაც ასეთი მონიტორინგის საშუალება აქვს)
- ლეთარგია, ძილად მიგდება, გონების სრული დაბინდვა
- გამოხატული მწვავე კორონარული ან გულის უკმარისობა თუნდაც მსუბუქი კოვიდ ინფექციის მიმდინარეობისას
* იზოლაციის მოსახსნელად აუცილებელია ბოლო 48 საათი იყოს უსიმპტომო, ყოველგვარი სიცხის დამწევის მოხმარების გარეშე!
* განმეორებითი ტესტი იზოლაციის მოსახსნელად საჭირო არ არის. ტესტი შეიძლება დიდი ხნით დარჩეს დადებითი პაციენტი კი გადამდები აღარ იყოს. ტესტის დადებითობას ვირუსის რნმ-ის ნარჩენები განაპირობებენ და ასეთი ნარჩენები დაავადებას ვერ გამოიწვევენ.
P.S. მოგვიანების შევეცდები მოვიცვა სხვა და სხვა რისკის ჯგუფები და მოგაწოდოთ ჩემს ხელთ არსებული ინფორმაცია მათში კოვიდ ინფექციის მართვის თავისებურებებზე. ვგულისხმობ ორსულებს და სხვა და სხვა მძიმე ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებს.