შინ მყოფმა პაციენტებმა უნდა აკონტროლოთ საკუთარი სუნთქვის სიხშირე. თუ წუთში 20-ზე ნაკლებია, საფრთხე არ გემუქრებათ, წუთში 24-ს თუ გადასცდება, ოჯახის ექიმს უნდა დაუკავშირდეთ. კარგი იქნება, თუ გაკონტროლდება ჟანგბადის შემცველობა სისხლში, რაც თითზე წამოსაცმელი პატარა აპარატების მეშვეობით ხდება. არ ღირს ძვირი და თბილისშიც იყიდება. ამ მკურნალობის ჩატარება ბინაზე სავსებით შესაძლებელია, ამიტომ ასეთმა პაციენტებმა კლინიკაში საწოლი არ უნდა დააკავონ, ეს ადგილები უნდა დარჩეთ მძიმე ფორმებს, რომლებიც ჟანგბადდამოკიდებულნი არიან, ინტრავენური გადასხმა სჭირდებათ და დაიღუპებიან ამის გარეშე" - განაცხადა თამარ ჟამურაშვილმა.
"დექსამეტაზონი საკმაოდ ეფექტური აღმოჩნდა, მაგრამ უნდა ვიცოდეთ მისი სწორი დანიშვნა. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მისი საწყის ფაზაში, პირველივე კვირაში მიღება, როცა ჯერ კიდევ ვირუსის რეპლიკაცია, გამრავლება მიმდინარეობს. უნდა ვიცოდეთ კოვიდის პათომექანიზმი და მისი ფაზები. თუდექსამეტაზონის რეპლიკაციის ფაზაში ჩაერთვება, ის უფრო გაახანგრძლივებს ამ ფაზას და შესაბამისად, გაახანგრძლივებს დაავადების მიმდინარეობას. დექსამეტაზონით ვთრგუნავთ ორგანიზმის იმუნურ პასუხს. ეს იმუნური პასუხი კი მე-8-მე-9 დღიდან იწყება. თუ დექსამეტაზონს სწორად გამოვიყენებთ, მისი მიღება ამბულატოლრიულადაც შეიძლება ექიმის დანიშნულებით.
იგივე შემიძლია ვთქვა ანტიბიოტიკებზე. პაციენტთა 80-დან 79%-ს ანტიბიოტიკი არ სჭირდება, ამით ვერ უმკურნალებთ ვირუსს და უფრო დაგაზარალებთ. პაციენტებს ვთხოვთ, ნუ მოითხოვთ ტომოგრაფიის ჩატარებას, ეს მხოლოდ დასხივებაა თქვენთვის და არანაირ შედეგს არ გაძლევთ. ის პნევმონია, რაც კოვიდის შემთხვევაში ფიქსირდება, არის ვირუსისგან გამოწვეული და ამ დროს ანტიბიოტიკი არ გჭირდებათ. კოვიდის ყველა მსუბუქ ფორმას აქვს ფილტვის ცვლილებები, ამისთვის ეს დასხივება, უბრალოდ, არაფერში გჭირდებათ" - განაცხადა თამარ ჟამურაშვილმა.
"თუ ინფიცირების შემთხვევები 100 ათს მოსახლეზე 50-ს გადასცდება, ეს ლოქდაუნის ინდიკაციაა, მაგრამ საქართველოს მეორე ლოქდაუნი ძალიან დააზარალებს, ადამიანებს სახლში დაჯდომა პურის ფულს მოუსპობს და ეს საშინელ ქაოსს გამოიწვევს, ამიტომ წესების შესრულება აუცილებელია".