ვის აღარ დასჭირდება 112-ზე დარეკვა კოვიდზე ეჭვის შემთხვევაში და ვინ უზრუნველყოფს უფასო PCR ტესტირებას
ვის აღარ დასჭირდება 112-ზე დარეკვა კოვიდზე ეჭვის შემთხვევაში და ვინ უზრუნველყოფს უფასო PCR ტესტირებას

კერძო დაზღვევის მქონე მოქალაქეები ბოლო კვირების განმავლობაში უკმაყოფილებას გამოხატავდნენ, რომ მათი ოჯახის ექიმებისგან კოვიდით ავადობის დროს შესაბამის მომსახურებას ვერ იღებდნენ. თუმცა, როგორც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში გვითხრეს, კერძო დაზღვევის ექიმები 24 საათიან რეჟიმში ჩაერთვებიან მოქალაქეებთან, როგორც ონლაინ, ასევე სატელეფონო კონსულტაციისთვის:
mshoblebi
"გუშინ საღამოს მიიღეს გადაწყვეტილება, რომ იმ მოქალაქეების ოჯახის ექიმები, რომლებიც ჩართულნი არიან კერძო დაზღვევაში, 24 საათის განმავლობაში კონტაქტზე უნდა იყვნენ, იქნება ეს ონლაინ თუ სატელეფონო კომუნიკაცია. მათ არ აქვთ უფლება, რომ უყურადღებოდ დატოვონ ნებისმიერი
ზარი. რაც შეეხება ვიზიტს, ეს თავად ექიმთან უნდა შეათანხმონ. როდესაც გაქვთ კერძო დაზღვევა და გნებავთ ექიმის დანიშნულებით PCR ტესტირების ჩატარება, ასეთ შემთხვევაში თქვენს სადაზღვეო კომპანიას შეთანხმება უნდა ჰქონდეს რომელიმე ლაბორატორიასთან, რომელიც PCR ტესტირებას ახორციელებს. უნდა გადაგამისამართოთ კონკრეტულ ლაბორატორიასთან. შემდეგ ამის ფინანსურ უზრუნველყოფას სახელმწიფო ახორციელებს. უბრალოდ, მენეჯმენტი სადაზღვეო კომპანიის მიერ ხდება. უთანხმებს რომელიმე ლაბორატორიას, გაგზავნის ტესტირებაზე მოქალაქეს და როგორც ვთქვი, მოგვიანებით ამ თანხას სახელმწიფო აანაზღაურებს. კერძო დაზღვევის მქონე ადამიანებს ადგილზე თანხის გადახდა არ დასჭირდებათ." - განაცხადეს ჯანდაცვის სამინისტროში. უწყებაში ადასტურებენ, რომ კერძო დაზღვევის მქონე პირებს საეჭვო სიმპტომების შემთხვევაში, აღარ დასჭირდებათ 112-ზე დარეკვა.
"მათთვის 112-ზე დარეკვა საჭირო აღარაა, პირდაპის ოჯახის ექიმებს უნდა დაუკავშირდნენ და ის ვალდებულია, გაუწიოს მომსახურება".

თამარ იაკობაშვილი



13116
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები