რამდენი ხნით უნდა გავიდეთ მზეზე, რომ D ვიტამინის მარაგი შევივსოთ და საკმარისია თუ არა ამისთვის ფანჯარაში შემომავალი მზის სხივები - გიორგი ღოღობერიძის რჩევები
კოვიდინფექციის გავრცელების პარალელურად, გამოჩნდა კვლევები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ D ვიტამინის საკმარისი რაოდენობა ორგანიზმში ავადობის შედარებით მსუბუქ მიმდინარეობას უწყობს ხელს. ექიმმა ონკოლოგმა, ბიოქიმია-ფარმაკოლოგიის ლექტორმა გიორგი ღოღობერიძემ სოციალურ ქსელში ვიდეო გაავრცელა, სადაც დეტალურად ახსნა D ვიტამინის წარმოქმნის და მისი მოქმედების მიქანიზმები. განმარტა ისიც, თუ რა ფუნქციას ასრულებს ის კოვიდის წინააღმდეგ ორგანიზმის ბრძოლაში. ვიდეოში რეკომენდებულია დოზებიც და საუბარია D ვიტამინის გადაჭარბებით მოხმარების რისკებზე.
"ვიტამინი გახლავთ ნივთიერება, რომლის წარმოქმნაც ჩვენს ორგანიზმს არ შეუძლია და ის გარედან უნდა მივიღოთ. D ვიტამინი კი რეალურად ჰორმონია, რომელიც ადამიანის
ორგანიზმში წარმოიქმნება, უბრალოდ მას დამკვიდრებული აქვს ვიტამინის სახელი და ჩვენც ასე მოვიხსენიებთ. ის მოქმედებს როგორც ესტროგენი, როგორც პროგესტერონი, როგორც ტესტოსტერონი - ის ჰორმონია. D ვიტამინი ჩვენი კანის ეპიდერმისის ღრმა ფენებში წარმოიქმნება და მისი გამომუშავებისთვის საჭიროა მზის ულტრაიისფერი სხივები, კონკრეტულად კი სხივების B სექცია. ეს ნიშნავს, რომ თუ ფანჯარასთან დადგებით და იქედან შემომავალი მზის სხივებით ეცდებით D ვიტამინიის მიღებას, შედეგი არ იქნება, რადგან ულტრაიისფერი სხივების B სექცია მინის მიღმა ვერ აღწევს. ასე თქვენ მიიღებთ მხოლოდ სხივების A სექციას, რომელიც მავნებელია კანისთვის. ამიტომ მზეზე ყოფნისას დამცავი კრემებიც უნდა გამოყენოთ. სინათლის სხივი ჩვენს ორგანიზმში D ვიტამინის წარმოქმნის მთავარი წყაროა, მაგრამ გარკვეული რაოდენობით მისი მიღება საკვებიდანაც შესაძლებელია. ეს გახლავთ
თევზი, ღვიძლი და კვერცხი, თუმცა მათი საშუალებით მიღებული D ვიტამინი ძალიან მცირეა, ნორმის მხოლოდ 10%. ამიტომაც არის მზეზე გასვლა ასე ღირებული, რათა D ვიტამინის მარაგი შევივსოთ. მაინც რამდენჯერ და რამდენი ხნით უნდა გავიდეთ მზეზე? კვირაში სამჯერ 30 წუთით, რათა სინათლის სხივები ჩვენს კანზე საკმარისი რაოდენობით მოხვდეს.
19971
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (2)
kirion
1
Vitamin D – ein Mangel ist weit verbreitet Vitamin D ist kein echtes Vitamin. Denn während echte Vitamine mit der Nahrung aufgenommen werden müssen, kann sich der Körper auch allein über die Sonneneinstrahlung mit ausreichend Vitamin D versorgen, da Vitamin D unter Einfluss der UVB-Strahlung in der Haut gebildet wird.
13:50 / 15-11-2020
kirion
1
ვიტამინ დ არ არის ვიტამინი ის არის ჰორმონი ,რომელსაც ძალიან დიდი საციცხლო მნიშვნელობა აქვს ეს ჰორმონი ხელს უწყობს ქოლესტერინის წარმოქმნას
13:44 / 15-11-2020
მსგავსი სიახლეები