სოციალურ ქსელებში ხშირად წერენ, რომ მიუხედავად კოვიდისთვის დამახასიათებელი სიმპტომებისა, ან დაავადებულთან კონტაქტისა, პისიარ ტესტმა პაციენტს უარყოფითი პასუხი აჩვენა, ხოლო მოგვიანებით კოვიდისთვის დამახასიათებელი ფილტვების ანთება მაინც დადასტურდა. რა შემთხვევაში ცდება ტესტი და როგორ უნდა მოიქცნენ პაციენტები, რომლებსაც უარყოფოთი პასუხის მიუხედავად, სიმპტომები უხანგრძილვდებათ?
მსგავსი შინაარსის შეკითხვა ექიმ ინფექციონისტს,
რევაზ მეჭურჭლიშვილს ჯანმრთელობის ფედერაციის მიერ ორგანიზებულ ვიდეოინტერვიუს დროს დაუსვეს.
"მქონდა კონტაქტი ინფიცირებულთან. მიუხედავად ორჯერ ჩატარებული პისიარ ტესტისგან მიღებული უარყოფითი პასუხისა, სიმპტომები მიგრძელდებოდა. სახსრების ტკივილი, დაბალი ტემპერატურა, ხველა შიგადაშიგ, რომელიც გადამივიდა სპაზმურ ხველაში, ქოშინში და სუნთქვის უკმარისობაში. ჩემი ინიციატივით გავიკეთე კატე და პასუხად მივიღე დაბინდული მინის ინფილტრაციული უბანი. მარცხენა ფილტვის ქვემო წილის პნევმონია. დამინისშნეს ანტიბიოტიკები. რატომ არ აჩვენა ორჯერ სხვადასხვა ინტერვალით ჩატარებულმა ტესტმა დადებითი პასუხი, როცა ფილტვების ანთება მიმდინარეობდა. ვმკურნალობ სახლის პირობებში, საჭიროა თუ არა, მეორედ კატეს გადაკონტროლება?" - ასე ჟღერდა შეკითხვა, რაზეც ინფექციონისტმა შემდეგი პასუხი გასცა:
"ასეთი შემთხვევები არ არის იშვიათი. სამწუხაროდ, საკმაოდ ხშირია ასეთი ფაქტები. პისიარის მგრძნობელობა არის 85%, 15% შეიძლება იყოს მცდარი. პასუხის სისწორე ასევე დამოკიდებულია იმ ადამიანის ხელზე, ვინც იღებს ნაცხს, შეიძლება იმ ნაცხში არ მოხვდეს ვირუსი და არ გამოჩნდეს დადებითობა. რაც შეეხება პნევმონიოა, თუ ცალ მხარესაა და ერთ წილში, სავარაუდოდ, მცირე ზომისაა და ტომოგრამის გადაკონტროლება აღარფერს მოგცემთ. რაც შეეხება მკურნალობას, ტვენც ის რეკომენდაციები უნდა შეასრულოთ, რასაც ჩვენ ვიძლევით. იმოძრაოთ დიდი ხნის განმავლობაში, თუნდაც ოთახში წინ და უკან იქროთ, მიიღოთ დიდი რაოდენობით სითხეები. იკვებეთ ჯანსაღად, საკმარისი კალორია მიიღეთ, ანტიბიოტიკები შესაძლოა, არც გჭირდებოდათ.