დერმატოლოგი, ვენეროლოგი და ბლოგერი, ექიმი ზაზა თელია კორონავირუსსა და სიმსუქნეზე საუბრობს:
პრევალენსი (ავადობა) პრაქტიკულად ყველა ქვეყანაში აღემატება 50%-ს.
რა თქმა უნდა, COVID-19-ით გამოწვეული გართულებები სიმსუქნის შემთხვევაში მნიშვნელოვნადაა მომატებული:
შესწავლილ იქნა - COVID‐19-ზე ჩინურ და ინგლისურენოვან ლიტერატურაში მოძიებული კვლევები- ჯამში 75 კვლევა იქნა გამოყენებული მეტა-ანალიზისათვის – სიმსუქნის ზეგავლენის დასადგენად COVID-19-ით გამოწვეული სიკვდილიანობის რისკზე.
საერთო ანალიზმა აჩვენა, რომ მსუქანი პაციენტები (BMI >30) იმყოფებიან
1. 46.0%-ით მომატებული რისკის ქვეშ დაუდასტურდეთ COVID‐19 დადებითი, (OR = 1,46; 95% CI, 1,30-1,65; p <0.0001);
2. ჰოსპიტალიზაციის საჭიროების მომატებული რისკი - 113% -ით მეტი (OR = 2.13; 95% CI, 1.74-2.60; p <0.0001);
3. ICU–ში (ინტენსიური მოვლის ბოქსი) მოხვედრის რისკი - 74%–ით მეტი (OR = 1,74; 95% CI, 1,46–2,08);
4. ხოლო სიკვდილიანობის რისკი - 48%-იანი ზრდა (OR = 1.48; 95% CI, 1.22-1.80; p <0.001).
ასევე ეს პაციენტები უფრო ძნელად ემორჩილებიან მკურნალობას სხვადასხვა პათოფიზიოლოგიური და იმუნოლოგიური მექანიზმებიდან გამომდინარე, ასევე რაც ყველაზე საგანგაშოა, ორგანიზმის იმუნური სისტემის პასუხი, რომელმაც ეფექტური ვაქცინის არსებობის შემთხვევაში უნდა უზრუნველყოს იმუნური პასუხი და ორგანიზმის დაცვა დაინფიცირებისგან ან სერიოზული გართულებებისგან უფრო სუსტი იქნება.
ერთადერთი დამაიმედებელი ფაქტი გახლავთ ის, რომ კორონავირუსის პანდემიის შედეგად გამოწვეულმა ეკონომიკურმა კრიზისმა დადებითი ზეგავლენა მოახდინა მოსახლეობის წონის კლების კუთხით.
ადამიანებმა დაიწყეს სახლში ჭამა, რამაც განაპირობა მათი წონის შემცირება.