როგორ ვმართოთ ბინაზე Covid-19 დადებითი ბავშვები და რა სიმპტომები არ უნდა გამოგვეპაროს - ეს ინფორმაცია ყველა მშობელმა უნდა წაიკითხოს
როგორ ვმართოთ ბინაზე Covid-19 დადებითი ბავშვები და რა სიმპტომები არ უნდა გამოგვეპაროს - ეს ინფორმაცია ყველა მშობელმა უნდა წაიკითხოს
ექიმი ნანა სხილაძე მშობლებს რჩევებს უზიარებს:

CDC და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) გვაწვდის ინფორმაციას, თუ როგორ უნდა დავაკვირდეთ და შეგვეძლოს სიტუაციის სწორად შეფასება ბავშვებში, რომლებსაც აქვთ დადასტურებული კოვიდ 19 ვირუსი მაგრამ მსუბუქი სიმპტომების გამო ექვემდებარებიან სახლში მკურნალობას რაც თავის მხრივ მოიცავს იზოლაციასაც!
ეს სიმპტომებია
  • ცხელება - რომელიც ექვემდებარება მედიკამენტების მოქმედებას.
  • ხველა - მაგრამ არა სპაზმური რომელსაც ვერ ვხსნით.
  • ფარინგიტი - ხასიათდება მწვავედ განვითარებული ყელის ტკივილით; ცხვირის გაჭედვით.
  • ლარინგიტი - მწვავე ლარინგიტის დროს ავადმყოფს აქვს ყელში ჩახეხვის, სიმშრალის შეგრძნება.
  • რინიტი -
    ცხვირის ლორწოვანი გარსის ანთება - ახასიათებს ჭარბი ექსუდატის გამოყოფა ცხვირიდან.
  • უმადობა და სისუსტე მაგრამ მიღებულ საკვებს ითვისებს. არ აღენიშნება მრავალჯერადი ღებინება.
  • გემოსა და სუნის დაკარგვა და სხვა.
P.S. რა თქმა უნდა, ამ ჩამონათვალში არ შედის ქრონიკული დაავადების მქონე ბავშვები (ასთმა, თირკმლის უკმარისობა, გულის ქრონიკული უკმარისობა და ა.შ.). ასეთი პაციენტის ბინაზე მკურნალობა დიდი რისკია, საჭიროა სიფრთხილე და მუდმივი მეთვალყურეობა.
სიმპტომური მკურნალობა ბინაზე მკურნალობის პირობებში (რა თქმა უნდა, ექიმთან მუდმივი კომუნიკაციასთან ერთად) მსგავსია სხვა რესპირატორული დაავადებების.
  • მაგალითად: მივაღებინოთ ბავშვს დღის განმავლობაში ბევრი სითხე!
  • ჯანსაღი საკვები ყველანაირი ხილი და ბოსტნეული!
  • რძე და რძის პროდუქტები
  • ზღვის პროდუქტები
  • აუცილებელია ფიზიკური აქტივობა! (თამაში ვ
    არჯიში)
  • სუფთა ჰაერზე გასეირნება! კერძო სახლის შემთხვევაში! ან ოთახის ხშირი განიავება!
  • არ მისცეთ უფლება ბავშვს მთელი დღით იყოს უმოძრაოდ (კომპიუტერთან ჯდომა ტელეფონი ტელევიზორი) შეამცირეთ მაქსიმალურად!

დაიმახსოვრეთ!

მედიკამენტოზური მკურნალობის თვითნებურად დაწყება (სიცხი დამწევი პრეპარატის. ტკივილგამაყუჩებელის გარდა) დანაშაულია! ამან შეიძლება გამოიწვიოს მდგომარეობის გაუარესება!
მშობლები ხშირად ასმევენ პატარებს დექსამეტაზონს, რაც ყოვლად დაუშვებელია მით უმეტეს კოვიდთან მიმართებაში! მას მხოლოდ ექიმი დანიშნავს საჭიროებისას.
შეგვიძლია მივცეთ D ვიტამინი, რომლის როლი კოვიდთან მიმართებაში დიდია. მონაცემები აჩვენებს, რომ D ვიტამინის დეფიციტის მქონე პირებში, კოვიდ ინფექცია უფრო რთულად მიმდინარეობდა, ვიდრე იქ სადაც მისი დეფიციტი არ იყო.
ხშირად:
გაუზომეთ ტემპერატურა! არ მისცეთ სიცხის დამწევი პრეპარატი 38.5 მდე!
დაუთვალეთ ძილში სუნთქვა! ბავშვების სუნთქვის სიხშირე ასაკთან ერთად იცვლება.
  • ახალშობილის სუნთქვა - წუთში: 40-60
  • 0-3 თვე: 35-40 წუთში
  • 4-12 თვემდე: 35
  • 1-3 წლამდე: 25-30
  • 5 წლის: 25
  • 10 წლის: 20
  • 15 წლის - 18
  • მოზარდი - 16
თუ გაქვთ სატურატორი (პულსოქსიმეტრი), გაუზომეთ ჟანგბადის შემცველობა, თუ შეატყობთ ქოშინს. ნორმა - 92%-დან 99%. უფრო დაბალი სატურაცია ჰიპოქსიის მანიშნებელია და აუცილებლად მიმართეთ კლინიკას! სატურატორის არქონის შემთხვევაში შეაფასეთ ბავშვის ზოგადი მდგომარეობა. სუნთქვის გაძნელება ხომ არ აქვს, ციანოზი (სილურჯე) ხომ არ აღენიშნება. როგორ ხასიათზეა.
ერთ-ერთი სიმპტომი რაც ბავშვებში ხშირად ვლინდება, ფაღარათია. დიარეის დროს სითხესთან ერთად ელექტროლიტებსაც კარგავენ, რაც უნდა შეივსოს აუცილებლად ბევრ სითხესთან ერთად პირობითად ჰუმანას ელექტროლიტებით, რომ არ მოხდეს გაუწყლოება!

საყურადღებო და მეტნაკლებად საგანგაშო სიმპტომებია:

  • ქოშინი
  • ტუჩების გარშემო სილურჯე (ციანოზი)
  • ცენტრალური ციანოზი!!!
  • კანის აჭრელება!
  • სუნთქვის გაძნელება
  • დაბნეულობა
  • შარდის შემცირება ან არარსებობა 24 საათში!
  • გულისცემის აჩქარება!
P.S. გულისცემის სიხშირე ასაკთან ერთად იცვლება:
მოსვენებულ მდგომარეობაში:
  • ახალშობილი წუთში: 135-140
  • 1 წლის : 120-125
  • 2წლის : 110-115
  • 3-4 წლის წუთში : 80-120
  • 5-6 წლის : 75-110
  • 7-9 წლის : 70-110
  • 10 - 16 წლის: 60-100
მნიშვნელოვანია, რომ კოვიდ 19 ასოცირებული სიკვდილიანობის 33 % მოდიოდა სახლში დამძიმებულ და კლინიკაში დაგვიანებით შეყვანილ პაციენტებზე. ამიტომ ვიყოთ ყურადღებით და ყველაფერი კარგად იქნება!
ჯანმრთელობას გისურვებთ!
1519
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები