”თუ მაინც გვიწერია კორონავირუსთან შეხვედრა, მოდით, შევხვდეთ მის მცირე დოზას” - როგორ ავიცილოთ თავიდან დაავადების მძიმე ფორმა
”თუ მაინც გვიწერია კორონავირუსთან შეხვედრა, მოდით, შევხვდეთ მის მცირე დოზას” - როგორ ავიცილოთ თავიდან დაავადების მძიმე ფორმა
კორონავირუსულ პანდემიასთან დაკავშირებით, უკრაინელი ექიმი, ევგენი კომაროვსკი მოსახლეობისთვის ძალიან გასაგებ ენაზე აყალიბებს, თუ როგორ უნდა აიცილონ კოვიდ-19-ით დაავადების მძიმე ფორმა. გთავაზობთ მის საინტერესო განმარტებებს.
გვიან ღამით თუ ქუჩაში სეირნობთ, არის შანსი, რომ მძარცველს გადაეყაროთ. შესაძლოა, ერთმა მძარცველმაც მოახერხოს ფულის წართმევა და თქვენი შეშინება, მაგრამ მაინც მეტი შანსი გაქვთ გაუმკლავდეთ ერთ მძარცველს და საფულე გადაარჩინოთ, ვიდრე რამდენიმე მათგანს შეებათ. რა თქმა უნდა, ჯობია, მძარცველს საერთოდ არ გადაეყაროთ, მაგრამ თუ ეს საფრთხე გარდაუვალია, ყველა შემთხვევაში ჯობია, მძარცველი ერთი იყოს, ვიდრე რამდენიმე.
რატომ
დაგვჭირდა ეს მაგალითი კორონავირუსით ინფიცირებასთან დაკავშირებით?
ადამიანის დაინფიცირებისთვის ვირუსების გარკვეული რაოდენობა უნდა მოხვდეს სასუნთქი გზების ლორწოვანში ან თვალის კონიუქტივაში. რამდენია ეს "გარკვეული რაოდენობა?" 1 ვირუსული ნაწილაკი დაავადებას ვერ გამოიწვევს, ვერც 10, 1000 ვირუსს უკვე შეუძლია დაავადების ნიშნების გაჩენა.
ვირუსების რაოდენობას, რომელსაც დაავადების გამოწვევა შეუძლია "დამაინფიცირებელი დოზა" ეწოდება. ადამიანის დასაავადებლად 1 ასეთი დოზა საკმარისია, თუმცა ადამიანმა შეიძლება რამდენიმე ასეთი დოზა შეისუნთქოს. ეს უკვე საკმაოდ საშიშია.

კიდევ ერთხელ დავაზუსტოთ, რა ვიცით დადასტურებულად კოვიდ-19-ზე.

  • დაავადების გამოწვევის ძლიერი უნარი აქვს (ვირულენტურობა)
  • გადაეცემა ჰაერ-წვეთოვანი გზით ან კონტაქტით
  • ის ყველას პირველად ემართება

როგორც წესი, დამაინფიცირებელი დოზა საკმაოდ მცირეა. ამ ეტაპზე არავის შეუძლია დადასტურებულად თქვას, ვირუსის რამდენი ნაწილაკი უნდა მოხვდეს ორგანიზმში, რომ ავად გავხდეთ, თუმცა
პირველადი შეფასებებით, საკმაოდ მცირე დოზა ამისთვის საკმარისია.
ახლა ყველაზე მთავარი
დაავადების დაწყება და მისი მიმდინარეობის სიმძიმე პირდაპირ არის დამოკიდებული ორგანიზმში მოხვედრილი ვირუსების რაოდენობაზე. ანუ რაც მეტი დამაინფიცირებელი დოზა მოხვდება ორგანიზმში, მით მეტი შანსია, დაავადება უფრო მძიმედ წარიმართოს. თუ მხოლოდ მცირე დოზა შეიჭრა სხეულში, დიდი შანსი გაქვთ, კოვი-19 უსიმპტომოდ ან ძალიან მსუბუქად გადაიტანოთ. ერთბაშად 10 დამაინფიცირებელი დოზა უკვე სიცოცხლის რეალური რისკია.

რა პირობებში კონცენტრირდება ჰაერში ვირუსების მაქსიმალური ოდენობა?

მოდით, ერთად "შევქმნათ" გარემო, რომელშიც ერთბაშად იმდენ დოზას შევისუნთქავთ, რომ მძიმედ დაავადების მაღალი შანსი გვექნება.
  • ამისათვის დაგვჭირდება ადამიანი, რომელიც გარემოში ვირუსის ნაწილაკებს გამოჰყოფს - სუნთქავს, საუბრობს ახველებს ან აცემინებს. თუ ასეთი რამდენიმე ადამიანი ვიპოვეთ, საშიში გარემოს შესაქმნელად ბევრი აღარაფერი დაგვჭირდება. თუმცა გავაგრძელოთ:
  • საჭიროა, დაავადებული ადამიანისგან გამოტყორცნილი ვირუსები ჰაერში გაიფანტოს და დაყოვნდეს. საამისოდ კი საკმარისია დახურული და ცუდად განიავებული შენობა.
  • მნიშვნელოვანია ტენიანობა - ვირუსის ნაწილაკები დიდხანს დარჩება ჰაერში, თუ ჰაერი ძალიან მშრალია. სიმძიმე მათ ძირს დალექავს ყველაზე სწრაფად 40%-60%-იანი ტენიანობის პირობებში.
ბონუსი: დაავადებულისგან ამოფრქვეული ვირუსი ადამიანისგან 1,5-2 მეტრზე შორს არ მიფრინავს და ძირს ილექება, მაგრამ გაფრქვევის მანძილიც და ჰაერში "ფრენის" დროც შეიძლება გაიზარდოს. ამისათვის საჭიროა ამოსუნთქული ვირუსები ვინმეს თვალებში მოხვდეს ან სხვის სუნთქვას შეერიოს, მაგალითად, მოწევისას, ინჰალაციისას,ჯანგბადის სუნთქვისას და ა. შ.

ახლა კი შეგვიძლია დავასახელოთ ადგილები, სადაც დაინფიცირების რისკი მაქსიმალურია და სადაც რისკია მიიღოთ იმდენი დამაინფიცირებელი დოზა, რომ დაავადება ძალიან მძიმედ წარიმართოს.
  1. პირველ ადგილზე ავადმყოფებით სავსე ინტენსიური პალატებია
  2. ნებისმიერი შენობა, სადაც ბევრი ხალხია, პლუს ერთმანეთთან ახლოს და სადაც განიავების დონე მინიმალურია: მეტროს ვაგონი, ციხის კამერა, ტაძარი, ყაზარმა და ა.შ.
  3. დახურული სივრცე, სადაც ხალხის დიდი მასაა შეკრებილი: კონცერტი, სპექტაკლი, ცირკი, ლექცია და ა.შ.
  4. მოხუცთა სახლები, ვისთვისაც ერთი დამაინფიცირებელი დოზაც შეიძლება სასიკვდილო აღმოჩნდეს. მოხუცებს გამუდმებით სცივათ, ამიტომ თითქმის არ ანიავებენ თავის ოთახებს.

შედეგები

კორონავირუსი არსად წასვლას არ აპირებს. ჩვენ გვერდით დარჩება მანამ, სანამ საზოგადოება კოლექტიურ იმუნიტეტს არ მოიმუშავებს. ეს კი არც ამ ზამთარს და არც გაზაფხულზე არ გვექნება. ზაფხულში კი აუცილებლად ამოვისუნთქებთ - გაიღება ფანჯრები, გამოირთვება გათბობა (ტენიანობაც აღდგება), ადამიანები სუფთა ჰერზე მეტ დროს გაატარებენ. კარების სახელურებიც მზის ულტრაიისფერი სხივებით "დამუშავდება", ამ დროისთვის, სავარაუდოდ, მეტი სიხშირით დავიბანთ ხელებს.

ამასთან, სავსებით შესაძლებელია, შემოდგომიდან ვირუსი კვლავ შემოგვიბრუნდეს და ყველაფერი თავიდან დაიწყოს.

ამიტომაც ძალისხმევა უნდა გავზარდოთ არა ტოტალურ კარანტინებზე მხსნელი ვაქცინის მოლოდინში, არამედ მოვიწყოთ ისეთი გარემო, სადაც გამორიცხული იქნება დამაინფიცირებელი დოზების ძლიერი გავრცელება და ინფიცირების მძიმე ფორმების პროვოცირება.

  • თუ ყველას გვიწერია კორონავირუსთან შეხვედრა, მოდით, შევხვდეთ მის მცირე დოზას.
  • თუ სუპერმარკეტებში თანამედროვე ვენტილაციის სისტემები იქნება და ადამიანებს შორის 2-მეტრიანი დისტანცია, რა პრობლემაა?
  • თუ ავტობუსში სარკმელები ღია იქნება და დისტანციაც დაცული, არაფერი გვემუქრება. თუ ფეხით ივლით, ეს მთლად უკეთესი
  • კაფეები, ბარები, რესტორნები - მხოლოდ ღია სივრცეში
  • ყველა აქტივობამ უნდ გადაინაცვლოს ღია სივრცეში
  • ნებისმიერი ხალხმრავალი დაწესებულების ხელმძღვანელობამ უნდა იზრუნოს იმაზე, როგორ უზრუნველყოფს განიავების ოპტიმალურ პარამეტრებს, ტენიანობას, როგორ გაზომავს ამ მაჩვენებლებს რეგულარულად და ყოველთვის ნორმაში ექნება.
  • რამდენი ადამიანი დაგროვდება დროის ერთ მონაკვეთში ამა თუ იმ ფართობზე.
ხელისუფლების და სპეციალიტების მოვალეობა ყველასთვის კონკრეტული, რეალისტური და პრაქტიკული რეკომენდაციბის მიწოდება და აღსრულების კონტროლია.
კიდევე რთი მოვალეობა - გამუდმებით უმეორონ ხალხს და ბოლოსდაბოლოს გააგებინონ (და თვითონაც გაიგონ), რომ განიავება, ხელების დაბანა და სოციალური დისტანცირება უფრო რაციონალური ნაბიჯია, ვიდრე სუნთქვი აპარატების მასობრივი შესყიდვა.


altროგორ დავიცვათ თავი დაინფიცირებისგან ლიფტებსა და სადარბაზოებში და რა პროდუქტების მომარაგებაა რეკომენდებული - ექიმი კომაროვსკი აქტუალურ კითხვებზე


59608
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
30
კორონა ვირუსი არის ბლეფი ესეც დამადასტურებელი საბუთი ამერიკის ჯანდაცვის სამინისტროდან ვინც გერმანული იცით გთხოვთ გაავრცელოთ
17:33 / 21-11-2020
მსგავსი სიახლეები