როგორ დავიცვათ თავი დაინფიცირებისგან ლიფტებსა და სადარბაზოებში და რა პროდუქტების მომარაგებაა რეკომენდებული - ექიმი კომაროვსკი აქტუალურ კითხვებზე
როგორ დავიცვათ თავი დაინფიცირებისგან ლიფტებსა და სადარბაზოებში და რა პროდუქტების მომარაგებაა რეკომენდებული - ექიმი კომაროვსკი აქტუალურ კითხვებზე
უკვე რამდენი თვეა მსოფლიო კორონავირუსს ებრძვის. ვირუსს, რომელსაც ატიპიური პნევმონიის გამოწვევა შეუძლია და დასუსტებული იმუნიტეტისთვის განსაკუთრებით რთულად გადასატანია. რისკ ჯგუფებში შედიან 65 წელს გადაცილებული ადამიანები, მწეველები და ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტები. ბევრმა ქვეყანამ რადიკალური ზომები მიიღო, გამუდმებით მოუწოდებენ მოქალაქეებს, რომ დაიცვან ხელების ჰიგიენა, დახურეს სკოლები, ბაღები და უმაღლესი სასწავლებლები, მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა უამრავი სამსახური. ამ ფონზე, ადამიანებს უამრავი კითხვა უჩნდებათ. ექიმი კომაროვსკი კი აქტუალურ კითხვებს პასუხობს:

- როგორ
დავიცვათ თავი კორონავირუსით დაინფიცირებისგან ლიფტსა და სადარბაზოებში?

- თუ ადამიანი ლიფტში აცემინებს და თქვენ მაგ დროს შეხვედით, შესაძლებელია ეს შეისუნთქოთ. ვირუსის ნაწილაკებს ორგანიზმში მოსახვედრად რამდენიმე წამი სჭირდება, ხოლო ზედაპირებზე, განსაკუთრევით კი მეტალის ზედაპირზე, 10 საათის განმავლობაში რჩებიან. თუ თქვენ ყურადღებას არ მიაქცევთ, დიახ, სახელურებსა და ლიფტის ღილაკზე შესაძლებელია არსებობდეს ვირუსი. როგორ შეიძლება დაინფიცირდეთ? შეიძლება ხელი მოკიდოთ სახელურს ან ლიფტის ღილაკებს. თუმცა, ღილაკზე შესაძლებელია იდაყვი მიაჭიროთ, ან თუნდაც მუშტი და არა თითები, ხოლო კარის სახელურს ერთჯერადი ცვირსახოცით მოკიდოთ ხელი. თუ ვირუსი თქვენს თითებზე მოხვდება და შემდეგ ამ თითებს თვალზე, ცხვირსა და პირზე მოისვამთ, შესაძლებელია ვირუსი თქვენს ორგანიზმში მოხვდეს. მაგრამ, თუ თქვენ სახელურსა და ლიფტის ღილაკს თითებით შეეხეთ, აუცილებელია ბინაში შესვლისთანავე დაიბანოთ ხელები საპნითა და წყლით, მინიმუმ 20 წამის
განმავლობაში და გარეთ ყოფნისას, თუ ვერ ისუფთავებთ ხელებს, არ მოისვათ თვალებზე და ცხვირზე.

- როგორ უნდა დავიცვათ თავი სახლში კორონავირუსისგან?

- მთავარია ოთახების მუდმივი განიავება და ჰაერის შეცვლა. ყველაფერი, რისი გარეცხვაც შეიძლება, გარეცხეთ. რაც შეეხება სადეზინფექციო საშუალებებს, ახლა მათი ძალიან დიდი არჩევანია და შეგიძლიათ წყალში გააზავოთ. ამ ხსნარებს ყველაფრის დეზინფექცია შეუძლიათ, სადაც კი შეიძლება ვირუსი მოხვდეს: ზედაპირებზე, გაზქურაზე, კარის სახელურებზე და ასე შემდეგ. ასევე, პაროგენერატორით შეგიძლიათ ქსოვილების დამუშავება და დაუთოვება.

- როგორ შეგვიძლია ხელებისთვის სადეზინფექციო საშუალების თავად დამზადება?

- ყველაზე რთული სამედიცინო სპირტის დამზადებაა, ამიტომ უმჯობესია თუ ამ შემთხვევაში ალკოჰოლის საზომს გამოვიყენებთ, რომ ზუსტად დავიცვათ პროპორცია. სხვა ინგრედიენტები უფრო მცირე რაოდენობითაა საჭირო. მაგალითად, 3 პროცენტიანი წყალბადის ზეჟანგი და ერთი კოვზი გლიცერინი საკმარისია, რომ ხელის სადეზინფექციო საშუალება მივიღოთ. ყველაზე მარტივი რეცეპტი კი ასე გამოიყურება:
250 მლ - სამედიცინო სპირტი 96%-იანი
15 მლ - წყალბადის ზეჟანგი 3%-იანი
5 მლ - გლიცერინი
60 მლ - წყალი
შესაძლებელია პროპორცია შპრიცის მეშვეობითაც დაიცვათ და თუ სამედიცინო სპირტი ნორმალური ხარისხისაა, საბოლოოდ დაახლოებით 75%-იანი სპირტი უნდა მიიღოთ. ეს კი სრულიად საკმარისია დეზინფექციისთვის. ზოგადად, თუ 65%-ზე მეტს მიიღებთ, ისიც ეფექტური იქნება.
ჩაასხით სითხე ნებისმიერი სპრეის ფლაკონში და გამოიყენეთ.

- როგორ შევამციროთ დაინფიცირების რისკი მობილურის გამოყენებისას?

-კვლევების თანახმად, მეტალი და პლასტმასი დიდი ხნის განმავლობაში ინარჩუნებს მასზე მოხვედრილ ვირუსს. წარმოიდგინეთ, დაბინძურებული ხელი კარის სახელურს მოვკიდეთ, შემდეგ ტელეფონი ავიღეთ ამ ხელით და ჯიბეში ჩავიდეთ, შემდეგ დავიბანეთ და ისევ ტელეფონი ავიღეთ. თან მხოლოდ კი არ ავიღეთ, სახის ყველაზე საშიშ ზონასთან კონტაქტში გამოვიყენეთ. ამიტომ, ტელეფონის ჰიგიენას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მასაც მუდმივად სჭირდება დეზინფექცია, უმჯობესია სპირტით. თქვენ კარგად უნდა შეაფასოთ ვირუსის გადაცემის რისკი მობილურიდან და მის დასუფთავებაზე იზრუნოთ.

- სუფთა ჰაერზე სეირნობისას დაინფიცირება შეიძლება?

- ვირუსი ჰაერში შესაძლებელია 3-4 საათის განმავლობაში დარჩეს, თუ შენობა დახურულია და არ არის შესაბამისი ვენტილაცია. ამიტომაც ვსაუბრობთ ოთახების მუდმივ განიავებაზე. ხოლო სუფთა ჰაერზე, სადაც ქარი და თავისუფალი სივრცეა, ვირუსი არ გემუქრებათ. თუ, რა თქმა უნდა, შენარჩუნებული გაქვთ სოციალური დისტანცია და სხვა ადამიანისგან 2-3 მეტრით ხართ დაშორებული. ასე რომ, მშვიდად შეგიძლიათ გაასეირნოთ ძაღლი, ირბინოთ და ივარჯიშოთ, მაგრამ ისეთ ადგილებში, სადაც ბევრი ადამიანი არ არის თავმოყრილი.

- რა პროდუქტების შეძენაა აუცილებელი კარანტინის დროს?

- როდესაც ამ დროს პროდუქტებს ვიმარაგებთ, ლოგიკა და საღი აზრი გვჭირდება. ეს უნდა იყოს ისეთი არამალფუჭებადი პროდუქტები, რომლებიც საშუალებას მოგცემთ, აფთიაქსა და მაღაზიაში 2-3 კვირის განმავლობაში არ გახვიდეთ. სიაში რა თქმა უნდა "გამძლე" ბოსტნეული და ხილი უნდა იყოს: პარკოსნები, ხახვი, ნიორი, სტაფილო, ჭარხალი, კარტოფილი, ვაშლი, ფორთოხალი, ლიმონი, მაკარონი, ბურღულეული, ფქვილი. ასევე, დაკონსერვებული ან გაყინული ბოსტნეული, თევზი, ხორცი, რძე თხევადი ან მშრალი სახით. 
ბუნებრივია, თუ აპირებთ რაღაცების მომარაგებას, აუცილებელია სარეცხი საშუალებებიც გქონდეთ, განსაკუთრებით კი საპონი. საპონი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე წიწიბურა, ამიტომ ამას ყურადღება მიაქციეთ.

- შესაძლებელია თუ არა სავალდებულო ვაქცინაციის ჩატარება კორონავირუსის დროს?

- შესაძლებელა კორონავირუსს გადაურჩეთ, მაგრამ დიფტერიას, ტეტანუსს ან ყივანახველას ემსხვერპლოთ. ამიტომ, ის აცრები, რაც გათვალისწინებულია კალენდრით, აუცილებელია. უბრალოდ, უნდა ეცადოთ, რომ კლინიკაში სხვა ადამიანებთან კონტაქტს მოერიდოთ და მაქსიმალურად დაიცვათ უსაფრთხოების წესები. თუ აცრისთვის გიწევთ სახლიდან გასვლა, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა და რიგში დგომა, შესაძლებელია 2-3 კვირით გადაავადოთ. მაგრამ, თუ საკუთარი ავტომობილით მიდიხართ, მაშინვე შეხვალთ კლინიკაში, სადაც უსაფრთხოების ყველა ზომა დაცულია, ფაქტობრივად, რისკი მინიმალურია.

- რა შედეგი მოაქვს იმ ადამიანებისათვის კორონავირუსს, რომლებმაც უკვე გადაიტანეს?

- ადამიანების 80%-ს ვირუსი მსუბუქად გადააქვს და გამოჯანმრთელდებიან ყოველგვარი გართულების გარეშე. მძიმე ფორმებს, როგორც წესი, არსებული ქრონიკული დაავადებების გამწვავება ახლავს თან. მაგრამ, საყურადღებოა, რომ კორონავირუსი არ არის ქრონიკული ინფექცია. კორონავირუსი რინოვირუსების ოჯახიდანაა და 5-7 დღის შემდეგ ანტისხეულების გამომუშავება იწყება, რომლებიც ანეიტრალებს ვირუსს და დაავადება სრულდება. ასე რომ, ძირითადად, არანაირი გართულება არ მოაქვს. უამრავი ადამიანი ჯანმრთელდება და 2-3 თვეში მათი რიცხვი კიდევ უფრო მეტი იქნება.


alt”თუ მაინც გვიწერია კორონავირუსთან შეხვედრა, მოდით, შევხვდეთ მის მცირე დოზას” - როგორ ავიცილოთ თავიდან დაავადების მძიმე ფორმა


15055
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები