რა დასჭირდებათ კოვიდგადატანილ პაციენტებს, რომელი სიმპტომები უხანგრძლივდებათ და რომელ სპეციალისტს უნდა გაესინჯონ გამოჯანმრთელების შემდეგ
რა დასჭირდებათ კოვიდგადატანილ პაციენტებს, რომელი სიმპტომები უხანგრძლივდებათ და რომელ სპეციალისტს უნდა გაესინჯონ გამოჯანმრთელების შემდეგ
ექიმი სოფიო ბერიძე ხშირად აქვეყნებს სოცლაურ ქსელში კოვიდინფექციასთან დაკავშირებულ რეკომენდაციებს. ცოტა ხნის წინ კი იმ პაციენტების მდგომარეობას შეეხო, ვინც კორონავირუსი უკვე გადაიტანა. სოფიო ბერიძის თქმით, ეს ადამიანები ავადობის მერეც საჭიროებენ კოვიდ-რეაბილიტაციას და კოლეგებს სთხოვს, გაუზიარონ ერთმანეტს ეს რეკომენდაციები. რა სიმპტომები უხანგრძლივდებათ კოვიდგადატანილ პაციენტებს და რა დაზიანებებს ტოვებს ინფექცია - ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს:
"ჩვენ გვერდით უკვე ბევრია, ვინც დაამარცხა კოვიდი და დაუბრუნდა ოჯახებს, სამსახურებს, საზოგადოებას...
მათ ჯანმრთელობასა და სრულ სოციალიზაციაზე ზრუნვაც ჩვენი ვალია!
კოლეგებს ვთხოვ, თავიანთი სპეციალობით მოგვაწოდონ რეკომენდაცია კოვიდ-რეაბილიტაციაზე.
დღეს ამ რეკომენდაციების და სასარგებლო რჩევების მოწოდებისთვის მადლობას ვუხდით პროფესორ ვახტანგ ბერიძეს, ალერგოლოგიის რეზიდენტს მეგი ხაბაზს.

Covid 19 ის გახანგრძლივებულ სიმპტომთა რეაბილიტაცია

როგორც წესი, COVID-19- ისგან ავადმყოფთა გამოჯანმრთელების ხანგრძლივობა შეადგენს 2დან 6კვირას.
კვლევებით დადგინდა,რომ COVID19-ით ინფიცირების შემდეგ პაციენტთა დაახლოებით 10 %-ში ხდება სიმპტომების გახანგრძლივება. საწყისი გამოჯანმრთელებიდან სიმპტომები შეიძლება გახანგრძლივედეს კვირეების და თვების განმავლობაშიც კი.
COVID19-გამოჯანმრთელების შემდეგ გახანგრძლივებული სიმპტომები და შეზღუდული შესაძლებლობები ასევე აღწერილია მსუბუქი დაავადების მქონე პაციენტებში,რომლებიც ამბულატორიულად მკურნალობენ.
გახანგრძლივებული სიმპტომები მოიცავს :
  1. დაღლილობის შეგრძნება;
  2. ხველა, სუნთქვის გაძნელება,ქოშინი;
  3. გემოსა და ყნოსვის დაქვეითება;
  4. თავის ტკივილი;
  5. კუნთების ტკივილი;
  6. დიარეა, გულისრევის შეგრძნება;
  7. ტკივილი გულმკერდის და მუცლის მიდამოში;
თუ თქვენ მკურნალობდით ინტესიური მეთვალყურეობის განყოფილებაში შეიძლება ასევე შეამჩნიოთ:
  1. მეხსიერების პრობლემა;
  2. ყლაპვის გაძნელება;
  3. ძილის დარღვევა;
  4. კუნთების სისუსტე;მიალგია;
ეს ყველაფერი გავრცელებული პრობლემაა!!!
სიმპტომების გახანგრძლივების რისკ-ფაქტორებია:
  • არტერიული ჰიპერტენზია,
  • სიმსუქნე,
  • ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები.
COVID 19 პაციენტებში იწვევს რესპირატორულ, ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ დიფუნქციას. გახანგრძლივებულ სიმპტომებთან საბრძლოველად საჭიროა პაციენტთა მულტიდიციპლინური რეაბილიტაცია;
რეაბილიტაცია უნდა მოიცავდეს სხვადასხვა სპეციალისტთა ჩართულობას(პულმონოლოგი, კარდიოლოგი, ნევროლოგი, ოკუპაციური თერაპევტი, ფსიქოლოგი და სხვა.)
მიუხედავად იმისა, რომ პაციენტთა უმეტესობაში ხდება პნევმონიისგან გამოჯანმრთელება ფილტვების დაზიანების გარეშე, COVID19-თან ასოცირებული პნევმონიმ შეიძლება ფილტვების მძიმე დაზიანება გამოიწვიოს-რაც თავის მხრივ იწვევს ფილტვის საციცოცხლო ტევადობის შემცირებას და სუნთქვის გაძნელებას, რომლის გამოსწორებას შეიძლება თვეები დასჭირდეს.
პაციენტებს, რომლებიც გამოჯანმრთელდნენ, შეუძლიათ გაიარონ პულმონური რეაბილიტაცია, მათი კლინიკური მდგომარეობის შესაბამისად.
სარეაბილიტაციო ჯგუფმა ყურადღება უნდა გაამახვილოს პაციენტის სპეციფიკურ პრობლემებზე, თანმხლებ დაავადებებზე , ინდივიდუალური პროგრამის შემუშავების მიზნით. უნდა განისაზღვროს უკუჩვენებები.
პულმონური რეაბილიტაციის მიზანი COVID-19 პაციენტებში არის დისპნოეს სიმპტომების გაუმჯობესება, შფოთის განმუხტვა, გართულებების შემცირება, ინვალიდობის შემცირება, ფილტვის ფუნქციის შენარჩუნება და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება.
COVID-19 მწვავე მკურნალობის დროს პულმონური რეაბილიტაცია უნდა იქნას გათვალისწინებული, უსაფრთხოერბის ზომების სრული დაცვით.
პირადი დამცავი აღჭურვილობის სიმცირისა და დაავადების გავრცელების მაღალი რისკის გათვალისწინებით, რეაბილიტაცია უნდა მოხდეს ტელემედიცინის, ბროშურების საშუალებით, მინიმალური კონტაქტით.
თუ პირდაპირი მეთვალყურეობაა საჭირო, რეკომენდირებულია უსაფრთხოების ყველა ნორმის დაცვა, შესაბამისი აღჭურვილობით.
რეაბილიტაცია მოიცავს:
  • სუნთქვით ვარჯიშებს,
  • ფეხით სიარულს,
  • სირბილს,
  • ცურვას და ა.შ.
მცირე ინტენსიური ვარჯიშიდან თანდათანობით გაძლიერებით კვირაში 3-5ჯერ 20 წუთის განმავლობაში.
კვლევებმა ვერ აჩვენა ადრეული პულმონური რეაბილიტაციის სარგებელი მძიმე და კრიტიკულად დაავადებული პაციენტებისთვის.
პაციენტები რომლებიც იმყოფებოდნე ხელოვნურ ვენტილაციაზე აღნიშნავენ კუნთოვან სისუსტეს, რაც შემდგომ იწვევს ნახველის ევაკუაციის გაძნელებას. ამ მიზნით რეკომენდირებულია მასაჟით დრენაჟი
ფოტოებზე წარმოდგენილია COVID-19 პაციენტი როგორ გადის კუნთების ვარჯიშს რეაბილიტაციის მიზნით."
5795
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (4)
kirion
0
https://www.youtube.com/watch?v=DuaYBU2I8AE&feature=youtu.be ესეც Pცრ ტესტი რაც იწვევს
20:49 / 22-11-2020
koronas camali
1
გიზიარებთ ცოდნას რაც თავადაც ახლა გავიგე, ის რომ კორონას და ნებისმიერ დაავადებას კურნავს წყალბადის ზეჟანგი!(ფბზე უამრავი პოსტი იდება როგორ მიიღოთ და ვინც იღებს ყველა კმაყოფილია!ხალხი წლებია იღებს და ვინც იღებს არც კი გაციებულან არათუ კო რონა! დაგუგლეთ) ის რუს აკადამიკოს ნეუმიაკინს კი არ მოუგონია როგორც აქამდე ვიცოდით, ის საუკუნეზე მეტია მსოფლიოში ცნობილი! ის კურნავს კიბოს, შიდსს, დიაბეტს და ყველა დაავადებას. ავადმყოფობები შედეგია უჯრედებში ჟანგბადის ნაკლებობისა და წყალბადის ზეჟანგი/ H2O2/ ამარაგებს მათ ჟანგბადით!ამგვარად იკურნება ორგანიზმი! დაგუგლეთ ნებისმიერ ენაზე, თუ არ იცით უცხო ენა გუგლით თარგმნეთ. აქ ვაზიარებ ერთ სტატიას სადაც ეს ყველაფერი წერია! https://leefbewust.nu/waterstofperoxide-een-wondergeneesmiddel/?fbclid=IwAR1hGitvbRzowLXZongh_2N9vN6Y0soJnbZXyb40Xm9RM9q7xoMsVzvSby0 *ჰემოფილიანებისთვის არ შეიძლება, ასევე, ვისაც თირკმელები მწყობრში არ აქვს არც მათ უნდა მიიღონ. არ უშველით! პ.ს.ფარმაკოლოგიას არ სურს ეს თქვენ იცოდეთ მათი მიზანი არ არის თქვენი განკურნება და კაპიკიანი პერეკისით რომ გამოჯანმრთელდეთ ხომ დაემხოთ თავზე მილიარდიანი ფარმა იმპერია!! მათ სურთ რომ თქვენ ავად იყოთ რომ რაც შეიძლება მეტი წამლები იყიდოთ ! გაავრცელეთ! ვისაც ეჭვი გეპარებათ დაგუგლეთ, იუთუბიზეც და ფბზეც უამრავი პოსტი იდება ვინც ღებულობს უკვე წლები და ფრჩხილიც არ წამოგვტკენიაო!
19:37 / 22-11-2020
მსგავსი სიახლეები