კოლეგებს ვთხოვ, თავიანთი სპეციალობით მოგვაწოდონ რეკომენდაცია კოვიდ-რეაბილიტაციაზე.
დღეს ამ რეკომენდაციების და სასარგებლო რჩევების მოწოდებისთვის მადლობას ვუხდით პროფესორ ვახტანგ ბერიძეს, ალერგოლოგიის რეზიდენტს მეგი ხაბაზს.
კვლევებით დადგინდა,რომ COVID19-ით ინფიცირების შემდეგ პაციენტთა დაახლოებით 10 %-ში ხდება სიმპტომების გახანგრძლივება. საწყისი გამოჯანმრთელებიდან სიმპტომები შეიძლება გახანგრძლივედეს კვირეების და თვების განმავლობაშიც კი.
COVID19-გამოჯანმრთელების შემდეგ გახანგრძლივებული სიმპტომები და შეზღუდული შესაძლებლობები ასევე აღწერილია მსუბუქი დაავადების მქონე პაციენტებში,რომლებიც ამბულატორიულად მკურნალობენ.
გახანგრძლივებული სიმპტომები მოიცავს :
დაღლილობის შეგრძნება; ხველა, სუნთქვის გაძნელება,ქოშინი; გემოსა და ყნოსვის დაქვეითება; თავის ტკივილი; კუნთების ტკივილი; დიარეა, გულისრევის შეგრძნება; ტკივილი გულმკერდის და მუცლის მიდამოში; თუ თქვენ მკურნალობდით ინტესიური მეთვალყურეობის განყოფილებაში შეიძლება ასევე შეამჩნიოთ:
მეხსიერების პრობლემა; ყლაპვის გაძნელება; ძილის დარღვევა; კუნთების სისუსტე;მიალგია; ეს ყველაფერი გავრცელებული პრობლემაა!!!
რეაბილიტაცია უნდა მოიცავდეს სხვადასხვა სპეციალისტთა ჩართულობას(პულმონოლოგი, კარდიოლოგი, ნევროლოგი, ოკუპაციური თერაპევტი, ფსიქოლოგი და სხვა.)
მიუხედავად იმისა, რომ პაციენტთა უმეტესობაში ხდება პნევმონიისგან გამოჯანმრთელება ფილტვების დაზიანების გარეშე, COVID19-თან ასოცირებული პნევმონიმ შეიძლება ფილტვების მძიმე დაზიანება გამოიწვიოს-რაც თავის მხრივ იწვევს ფილტვის საციცოცხლო ტევადობის შემცირებას და სუნთქვის გაძნელებას, რომლის გამოსწორებას შეიძლება თვეები დასჭირდეს.
პაციენტებს, რომლებიც გამოჯანმრთელდნენ, შეუძლიათ გაიარონ პულმონური რეაბილიტაცია, მათი კლინიკური მდგომარეობის შესაბამისად.
სარეაბილიტაციო ჯგუფმა ყურადღება უნდა გაამახვილოს პაციენტის სპეციფიკურ პრობლემებზე, თანმხლებ დაავადებებზე , ინდივიდუალური პროგრამის შემუშავების მიზნით. უნდა განისაზღვროს უკუჩვენებები.
პულმონური რეაბილიტაციის მიზანი COVID-19 პაციენტებში არის დისპნოეს სიმპტომების გაუმჯობესება, შფოთის განმუხტვა, გართულებების შემცირება, ინვალიდობის შემცირება, ფილტვის ფუნქციის შენარჩუნება და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება.
COVID-19 მწვავე მკურნალობის დროს პულმონური რეაბილიტაცია უნდა იქნას გათვალისწინებული, უსაფრთხოერბის ზომების სრული დაცვით.
პირადი დამცავი აღჭურვილობის სიმცირისა და დაავადების გავრცელების მაღალი რისკის გათვალისწინებით, რეაბილიტაცია უნდა მოხდეს ტელემედიცინის, ბროშურების საშუალებით, მინიმალური კონტაქტით.
თუ პირდაპირი მეთვალყურეობაა საჭირო, რეკომენდირებულია უსაფრთხოების ყველა ნორმის დაცვა, შესაბამისი აღჭურვილობით.
პაციენტები რომლებიც იმყოფებოდნე ხელოვნურ ვენტილაციაზე აღნიშნავენ კუნთოვან სისუსტეს, რაც შემდგომ იწვევს ნახველის ევაკუაციის გაძნელებას. ამ მიზნით რეკომენდირებულია მასაჟით დრენაჟი
ფოტოებზე წარმოდგენილია COVID-19 პაციენტი როგორ გადის კუნთების ვარჯიშს რეაბილიტაციის მიზნით."