- ხველა პედიატრიულ პრაქტიკაში ექიმთან მიმართვის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი სიმპტომია. იგი ორგანიზმის დამცველობითი რეაქციაა რესპირაციული პათოგენის, უცხო სხეულის, ნახველის, სეკრეტის, ქიმიური აგენტისა და სხვათა მოსაცილებლად. დღის განმავლობაში 2-დან 30-მდე წამოხველება ნორმად ითვლება. მიმდინარეობის მიხედვით შეიძლება იყოს მწვავე ორ კვირამდე
- უნდა ვაღიაროთ, რომ ძალიან ბევრი დედა, რომელსაც ერთხელ დაუნიშნა პედიატრმა ხველის წამალი, სხვადასხვა დროს, ექიმის გარეშეც გამოიყენებს მას. მით უმეტეს, ეპიდემიის დროს ყველა არიდებს თავს ექიმთან მისვლას. რა შეგიძლიათ მათ ურჩიოთ, რასთან იყვნენ განსაკუთრებით ფრთხილად?
- არასოდეს არ უნდა გამოიყენონ ექიმის გარეშე არა მარტო ხველის, არამედ სხვა სამკურნალო საშუალებები. ზოგ შემთხვევაში პირიქით, ე.წ ამოსახველებელმა საშუალებებმა შეიძლება გამოიწვიოს ხველის გამწვავება. ხველის დამთრგუნველი საშუალებები ბავშვებში საერთოდ არ უნდა გამოვიყენოთ ან დავნიშნოთ უკიდურესი გამონაკლისის სახით, განსაკუთრებული სიფრთხილით მოზარდებში. ხველაზე ჩვენ შეიძლება რამდენიმე თვეც კი ვისაუბროთ და ვერც ამოვწუროთ სასაუბრო თემა.- მშობელთა ნაწილში გავრცელებულია აზრი, რომ 6 წლამდე ბავშვისთვის ამოსახველებელი საშუალების მიცემა არ შეიძლება. ეს მართლაც ასეა?
- გეთანხმებით, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში ჰიპერტონული საინჰალაციო ხსნარები შეიძლება გამოვიყენოთ.- იგივე გვინდა გკითხოთ ცხვირის წვეთებზე. სურდოს ყოველთვის სჭირდება წვეთებით მკურნალობა? როდის არის აუცილებელი სურდოს დროს ექიმი და წამალი?
- იგივე ეხება სურდოსაც, ცხვირის გაჭედვაც ორგანიზმის ფიზიოლოგიური რეაქციაა, ლორწოვანზე ხდება ანთების საწინააღმდეგოდ ნეიტროფილების, მაკროფაგების, ლიმფოციტების მიგრაცია და ლორწოს ჰიპერსეკრეცია. მას ხშირად საერთოდ არ სჭირდება მედიკამენტები, მათ შორის ე.წ ჩარეცხვებიც. შეგვიძლია გამოვიყენოთ 0.66% შემცველობის მარილიანი ხსნარი, წვეთების სახით. სხვა შემთხვევაში, დეკონგესატების ხშირად და დიდხანს გამოყენებამ შეიძლება გამოწვიოს ატროფიული და ჰიპერტროფული რინიტები. ალერგიული რინიტის დროს შეიძლება გამოვიყენოთ ტოპიკური კორტიკოსტეროიდები.- არიან მშობლები, რომლებიც ყოველ წამოხველებაზე, ცხვირში გაჭედვაზე, მუცლის წამოტკივებაზე წამლებს ასმევენ ბავშვებს. ეს სწორი მიდგომაა? მართლაც სჭირდებათ ბავშვებს ამდენი წამალი?
- უმეტეს შემთხვევაში ბავშვებს ე.წ. გაციების, დამამშვიდებელი, მეტეორიზმის, ხველის წამლები საერთოდ არ სჭირდებათ და მათი არამიზნობრივი გამოყენება იწვევს შეჩვევას.- როდის უნდა მიხვდეს მშობელი, რომ ბავშვს შესაძლოა ფილტვების ანთება ჰქონდეს, რა არის ის საგულისხმო დეტალები, რასაც უნდა მიაქციოს ყურადღება და რა არ უნდა გამორჩეს?
- ფილტვების ანთებისთვის დამახასიათებელია სუნთქვის სიხშირე, ცხელების გარეშე: ერთ წლამდე 50 და მეტი, 1-დან 5 წლამდე 40 და მეტი, 5 წლის ზემოთ 30 და მეტი, ცხვირის ნესტოების ბერვა, სუნთქვაში დამხმარე მუსკულატურის ჩართვა. პნევმონიისათვის დამახასიათებელია ცხელება, ხველა, ტაქიპნოე, დისპნოე ან სუნთქვის გაძნელება, მსტვინავი სუნთქვა და გულმკერდის ტკივილი. პნევმონიის დროს, ასევე, შეიძლება აღინიშნებოდეს მუცლის ტკივილი, ღებინება და თავის ტკივილი, საერთო სისუსტე, ინტოქსიკაციის ნიშნები.თამარ იაკობაშვილი