აქვს თუ არა შედეგი სუნთქვის უკმარისობის დროს სახლის პირობებში ჟანგბადის წვეთებისა და წყალბადის ზეჟანგის გამოყენებას - ინფექციონისტის პასუხები
აქვს თუ არა შედეგი სუნთქვის უკმარისობის დროს სახლის პირობებში ჟანგბადის წვეთებისა და წყალბადის ზეჟანგის გამოყენებას - ინფექციონისტის პასუხები
სოციალურ ქსელში ადამიანები სუნთქვის უკმარისობის დროს აქტიურად ურჩევენ ერთმანეთს 3%-იანი წყალბადის ზეჟანგის წყალში გარევას და ამ ფორმით მიღებას. სინამდვილეში, ეფექტურია თუ არა ეს საშუალება ინფექციონისტ ეკა ნაფეტვარიძეს ვკითხეთ:

- არის საზოგადოებაში აპრობირებული, ხალხური მეთოდები, მათ შორისაა წყალბადის ზეჟანგის წყალნარევი სითხის მიღება, მაგრამ მის ეფექტურობაზე სუნთქვის უკმარისობის დროს არანაირი მეცნიერული მტკიცებულება არ არსებობს. კვლევა ამ თემაზე არ ჩატარებულა, შესაბამისად, რაზეც არ არის სანდო კვლევა, ისეთ მეთოდს რეკომენდაციას ვერ გავუწევთ. ეს არის ქიმიურად დამზადებული პრეპარატი და თვითნებურად, ჭარბი დოზით მიღება რისკის შემცველია.

- აფთიაქში იყიდება საშუალებები, რომლებსაც ჟანგბადის წვეთები აწერია. ეს თუ დაეხმარებათ ადამიანებს, სუნთქვის უკმარისობის დროს?

- ჟანგბადის წვეთები ხშირად გამოიყენება ბრონქული ასთმისა და სასუნთქი გზების სხვადასხვა ინფექციის დროს. სუნთქვის უკმარისობაზე დადებით ეფექტს მხოლოდ ეს წვეთები ვერ მოახდენს, დამატებითი კვლევები და შესაბამისი მკურნალობაა საჭირო. როგორც დამხმარე მეთოდი, შესაძლებელია გამოვიყენოთ, მაგრამ აფთიაქში შეძენა და თვითნებურად მიღება, თუნდაც ფარმაცევტის რეკომენდაციით, არ არის მიზანშეწონილი. ექიმმა უნდა შეაფასოს მიღების რისკი და სარგებელი, აუცილებლად ექიმის მიერ უნდა იყოს გათვლილი დოზირება.

- ქირავდება სასუნთქი აპარატები, რომლებიც არც ისე ძვირია, როცა სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია , შეიძლება რომ ბინაზე გამოიყენონ, თუ პაციენტს კლინიკაში ვერ აწვენენ?

- სასუნთქი აპარატის ბინაზე გამოყენება, მით უმეტეს, თუ მას ექიმი არ მართავს,
ყოვლად მიუღებელია. საბედნიეროდ, დღეს საქართველოში ისეთი მდგომარეობა არ არის, რომ ვისაც სჭირდება სასუნთქი აპარატი, კლინიკაში ვერ მოხვდნენ. სასუნთქ აპარატზე დამოკიდებული ადამიანი აუცილებლად უნდა იყოს საავადმყოფოში, სახლის პირობებში წარმოუდგენელია პაციენტების ამ ფორმით მართვა.

თამარ იაკობაშვილი

6541
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები