ცნობილი დერმატოლოგი, ზაზა თელია სოციალურ ქსელში პატარა პაციენტის ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც ბავშვს სერიოზული ალერგიული რეაქცია აღენიშნება.
"ეს ერთი კვირის განმავლობაში უკვე ორი შემთხვევაა, ეს ჩემს პრაქტიკაში და რაც არ ვიცი, კიდევ რამდენი იქნება, როდესაც ექიმის რჩევით, COVID-19-ის პროფილაქტიკის მიზნით, ბავშვებს მიაღებინეს C ვიტამინი, რის შემდგომაც ერთ შემთხვევაში განვითარდა მწვავე ურტიკარია და მეორე შემთხვევაში მწვავე ურტიკარია ანგიოშეშუპებასთან ერთად.
ეს ფაქტი ვერანაირ კრიტიკას ვეღარ უძლებს და ძალიან დიდი თხოვნაა ამ სამარცხვინო, არაფრის მაქნისი და პოტენციურად სახიფათო დანამატის მიღების აგიტაციას და რეკომენდაციის გაცემას თავი დაანებონ "კოლეგებმა".
C ვიტამინი არ იცავს არც COVID-19-ისგან არც სხვა ნებისმიერი ინფექციისგან!" - წერს ზაზა თელია.