ექიმები ხშირად პაციენტებს სასუნთქი სისტემის სავარჯიშოდ ბუშტის გაბერვას ურჩევენ ხოლმე. გადაცემაში "პირადი ექიმი" პულმნოლოგი, პროფესორი თამაზ მაღლაკელიძე ადამიანებს უფრო მარტივ გზას სთავაზობს. რა უფრო სასარგებლოა სასუნთქი სისტემის სავარჯიშოდ: ბუშტის გაბერვა თუ წყლის ბუყბუყი, თამაზ მაღლაკელიძე ამბობს:
- პაციენტებს, რომლებსაც გაძნელებული აქვთ ამოსუნთქვის მომენტი, ბუშტების გაბერვას ურჩევენ ხოლმე. ბუშტების გაბერვაზე უფრო ადვილი და მისაღებია, ჩავასხათ ნახევარლიტრიან ან ერთლიტრიან ქილაში წყალი, ან თუნდაც სხვა ნებისმიერ ჭურჭელში, კოქტეილის ჩხირით შესუნთქვა და ამოსუნთქვა გავაკეთოთ, 10-15 წუთი, დღეში რამდენჯერმე. ჩავისუნთქვათ და ამოსუნთქვისას ვაბუყბუყებთ წყალში.