მეგი საჯაია: ინფიცირებულთა დიდი ნაწილი იხსენებს ფაქტებს, რომ მეზობელი შედიოდა ყავაზე, განსაკუთრებით რეგიონებში. მამას სთხოვდა, რომ არ გასულიყო გარეთ, მაგრამ, მამა გადიოდა მაინც და კორონავირუსი მიიტანა სახლში. გამყიდველი, რომელსაც ვირუსი დაუდასტურდა, მაინც მუშაობდა მაღაზიაში. რეგიონებზეა საუბარი და სამწუხაროდ, გართულებულია იქ სასწრაფოს მიყვანაც და ჰოსპიტალიზაციაც. საშინელ რეჟიმში მუშაობენ, მათიც მესმის. ჩვენი ეს საუბარიც ემსახურება იმას, რომ ახალგაზრდები გაუფრთხილდნენ საკუთარ მშობლებს, ბებიებსა და ბაბუებს. სხვა რა გამოსავალი გვაქვს?
ბიძინა კულუმბეგოვი: სამწუხაროდ, ასეთი შემთხვევები ძალიან ბევრია. მე შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი ჯანდაცვის სისტემა ზღვარზეა, რის ვაივაგლახით უმკლავდება პაციენტების ნაკადს. ახლაც დაბალი ხარისხითაა მოვლა, რაშიც დაკავშირება და გადაყვანა იგულისხმება. კომუნიკაციის სერიოზული პრობლემაა. ხშირად შეიძლება ადამიანს ჰოსპიტალიზაცია არ სჭირდებოდეს, მაგრამ ექიმთან უნდა ძალიან სწრაფი
მეგი საჯაია: სამწუხაროდ, კლინიკის დირექტორები ასეთ რაღაცას უჩივიან და მინდა აუცილებლად გავაჟღერო: თუ თქვენ არ ხართ მძიმე პაციენტი, მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცის ნაცნობი ხართ, ასე არ მოიქცეთ. კლინიკის დირექტორები გვეუბნებიან, რომ გვირეკავს ძალიან ბევრი გავლენიანი ადამიანი და გვთხოვენ, მათი ნაცნობი დავაწვინოთ, რომელიც არ არის მძიმედო.
ბიძინა კულუმბეგოვი: საშუალოდ შეიძლება ვთქვათ, რომ პაციენტების 10 % არამიზნობრივი ჰოსპიტალიზაციითაა. ამის დათვლა ძალიან რთულია, ეს არის ჩვენი ექიმების პასუხისმგებლობა, განსაკუთრებით მათი, ვინც იღებენ ამ პაციენტებს, აფასებენ და გადაწყვეტენ, რომ უნდა მოთავსდნენ კლინიკაში. ძალიან სწორად უნდა იყოს ჩამოყალიბებული ჰოსპიტალიზაციისა და გაწერის კრიტერიუმები. ეს ძალიან სერიოზული პრობლემაა საქართველოში. თუ შევთანხმდებით, რომ მსუბუქი პაციენტია, მაგრამ რისკჯგუფის მატარებელია და მას სჭირდება უფრო მეტი მეთვალყურეობა, ასეთი ადამიანი დაუყონებლივ კოვიდსასტუმროში უნდა იყოს. ჰოსპიტალში, სადაც ინტენსიური თერაპიაა და, მით უმეტეს, ჟანგბადთან წვდომა, ასეთი პაციენტი არ უნდა იყოს. თუ გართულების პოტენციური რისკი მაქვს, რისკფაქტორების გამო, მაშინ კოვიდსასტუმრო იდეალური გამოსავალია. მაქვს შემთხვევები, როდესაც პაციენტები ძალიან ძლიერი და შემაწუხებელი ხველის გამო მოტავსდნენ კლინიკაში. ვეკითხები, თუ რას უკეთებენ. მართლა მაინტერესებს იმიტომ, რომ მშრალი ხველა საერთოდ აუღებელი ციხესიმაგრეა, არც ერთი წამალი არ შველის პირველ დღეებში. ორმა პაციენტმა მითხრა, კლინიკაში ვართ ინექციის სახით ნოშპას გვიკეთებენ და ამშვიდებსო. ნოშპის გაკეთების გამო, პირობითად ვამბობ, არ ვიცით მისი ზუსტი მოქმედება ხველასთან მიმართებით, პაციენტები არ უნდა იწვნენ საავადმყოფოში. ან მაშინ, როცა კლინიკური მდგომარეობა ნორმალურია, მაგრამ სახლში გამოიძახა და D-დიმერი 800 აქვს და გადაწყვიტა, რომ აუცილებლად ჰოსპიტალში უნდა დაწვეს. რთულია, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, უნდა იყოს გაიდლაინში გაწერილი, რა შემთხვევაში უნდა დავაწვინოთ პაციენტი. ეს არის ჩვენი ყოველდღიურობა, ამას ძალიან სწრაფად თუ არ გავაკეთებთ, რეალურად ვართ იმ საშიშროების წინაშე, რომ ადამიანები სახლში გარდაიცვალონ ან ძალიან გვიან მოხდეს მათი ჰოსპიტალიზაცია და აზრი აღარ ჰქონდეს, რომლის მაგალითიც ჯანმრთელობის ფედერაციას აქვს.
მეგი საჯაია: დიახ, დაიღუპა ის ადამიანი, რომელიც ძლივს გადავიყვანეთ ინგოროყვას კლინიკაში. ყველგან ვრეკავდით, ძალიან სერიოზული პრობლემები იყო. სამწუხაროდ, დაგვიანებული ჰოსპიტალიზაციის გამო და იმის გამო, რომ სასწრაფო ვერ მივიდა დროულად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. სასწრაფოს კიდევ დრო დაეკარგა იმისთვის, რომ მისულიყო კლინიკამდე. ეს უნდა გაიაზრონ იმ ადამიანებმა, ვინც უბრალოდ გამიდის სახლიდან იმის გამო, რომ მეგობარი ნახოს და მერე შეიძლება ვირუსი დედას ან მამას მიუტანოს.