როდის ჯობს თავის შეკავება გრიპის აცრისგან: "ასეულობით წერილი მომდის ამასთან დაკავშირებით"

ექიმების პროგნიზით, სეზონური გრიპები შესაძლებელია საქართველოში დეკემბრის თვიდან გამოჩნდეს. ქვეყანაში არსებობს გრიპის ოთხკომპონენტიანი ვაქცინა და სახელმწიფო რისკჯგუფში შემავალ პირებს უფასოდ აცრის. ბევრ ადამიანს აინტერესებს, თუ კორონავირუსი არ აქვთ გამოვლენილი, მაგრამ რეალურად ინკუბაციის პერიოდშია, საფრთხეს ხომ არ შექმნის გრიპის ვაქცინის გაკეთება. თემაზე "საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციის" ორგანიზებით გამართულ ლაივ შეხვედრაზე ჟურნალისტმა და ჯანმრთელობის ფედერაციის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მეგი საჯაიამ და ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრის კლინიკური განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, გადაცემა "თქვენი კლინიკა"-ს წამყვანმა ბიძინა კულუმბეგოვმა ისაუბრეს:

ბიძინა კულუმბეგოვი: ეს კითხვა ბევრ ადამიანს აწუხებს და
ასეულობით წერილი მომდის ამასთან დაკავშირებით. ერთი მნიშვნელოვანი ნიუანსია, ჩვენმა ქვეყანამ 200 ათასზე მეტი ოთხკომპონენტიანი ძალიან მაღალი ხარისხის ვაქცინა შეიძინა. მოლოდინი გვაქვს, რომ დეკემბრის მეორე ნახევრიდან გრიპი გამოჩნდება. ალბათ, იმ დაცვითი ღონისძიებების გათვალისწინებით, რასაც კორონავირუსის დროს მივმართავთ, გრიპი შემცირდება, მაგრამ მაინც გამოჩნდება. როგორც ვიცი, 100 ათასი დოზა უფასო ვაქცინაცინა გამოუყენებელი და აუთვისებელია. დევს მაცივარში და ელოდება, რომ ადამიანები მივიდნენ და გაიკეთონ.
მეგი საჯაია:

60 წლამდეა ადამიანი, რომელმაც ვერ გაიკეთა ვაქცინა, მით უმეტეს, თქვენ დაუნიშნეთ, რომ მას ეს ვაქცინა გაეკეთებინა, მაშინ რატომ არ უკეთებენ?  ყველგან დავრეკე და უარი მითხრეს იმის გამო, რომ მას ასაკობრივად არ ეკუთვნის.

- ასაკობრივის გარდა, აქ რისკჯგუფებია, ამიტომ ამ საკითხში ჩავერევი. რაც შეეხება იმ
პაციენტებს, რომლებსაც შესაძლოა ჰქონდეთ კორონავირუსი, უნდა გავუკეთოთ თუ არა გრიპის ვაქცინა, საქმე იმაშია, რომ ამ სიტუაციაში ბევრი რამ არ ვიცით. ყველაფერი ახლა ძირითადად,  სამედიცინო ლოგიკას ეფუძნება. თანდართულობის შემთხვევაშიც კი, რაიმე პოტენციური რისკი არ არსებობს, მაგრამ თუ მე ავად ვარ ან ოჯახის წევრი მყავს კორონავირუსით ავად და შესაძლებელია 5-დან 11 დღის განმავლობაში გამომივლინდეს კორონაინფექცია, ასე გააზრებული საფრთხის დროს ნუ გაიკეთებთ მაინცდამაინც გრიპის ვაქცინას. მაგრამ, მე თუ არ ვიცი და ინკუბაციურ პერიოდში ვარ, გრიპის ვაქცინაციის არავითარი პრობლემა არ ყოფილა ჯერჯერობით მსოფლიოში აღწერილი. სამხრეთ ნახევარსფეროს ქვეყნებმა, სადაც უკვე იყო ზამთარი, არგენტინამ, ახალმა ზელანდიამ, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკამ, ასობით ათასი ვაქცინა გააკეთა. ესეც სამედიცინო ლოგიკაა, თუ ადამიანს პოსტკოვიდური კლინიკური ნიშნები უნარჩუნდება, ან მაღალი ტემპერატურა აქვს, ან სუნთქვის გაძნელება აღენიშნება, მაშინ ცოტახანს შევიკავებთ თავს ანტიგენური დატვირთვისგან, მაგრამ თუ ის პრაქტიკულად ჯანმრთელად ითვლება და პრობლემა არ აქვს, ამ შემთხვევაში არანაირი წინაღობა კოვიდის გადატანიდან 10-14 დღის შემდგომ არ არსებობს.

1669
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი