არსებობს სამი მნიშვნელოვანი სიმპტომი, რომლებსაც ხშირად სერიოზულად არ აღვიქვამთ, მაგრამ მიყურადება არ შეიძლება - თითოეული მათგანი შესაძლოა მოსალოდნელი ავადმყოფობის ან სერიოზული დაავადების მომასწავლებელიც კი იყოს.
მუდმივი თავბრუსხვევა

თავბრუსხვევა ყველაზე გავრცელებული სიმპტომია, რომელიც აშკთავბრუსხვევის დროს გიჩნდებათ განცდა, რომ დიდი ხნის განმავლობაში გატრიალებენ სივრცეში ან კიდევ სივრცე ტრიალებს თქვენ ირგვლივ. ეს კი დაკავშირებულია მთელი რიგი ორგანოების მუშაობასთან: თვალთან, ყურთან, ვესტიბულარულ აპარატთან. კუნთების, სისხლძარღვებისა და ძვლოვანი სისტემის მუშაობის დარღვევამაც შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა. ამის გამო კი შესაძლოა განგაში არავინ ატეხოს და სულ სხვა რამეს დაუკავშიროს.
სინამდვილეში ხშირი
თავბრუსხვევა ბევრი სერიოზული დაავადების ერთ-ერთი სიმპტომი შეიძლება იყოს. მათი რიცხვი დაახლოებით 80-ია, თუმცა, ყველაზე გავრცელებული დაავადებების შესახებ გავამახვილებთ ყურადღებას:
- კეთილთვისებიანი პაროქსიზმული პოზიციური თავბრუსხვევა - შემთხვევების თითქმის 80%-ში თავბრუსხვევა სწორედ მასზე მიუთითებს. ყველაზე ხშირი ფორმაა და უცაბედად შესაძლოა სერიოზული ტრავმის ან ინფექციის მიზეზი გახდეს. ან კიდევ ასაკის მატებასთან ერთად განვითარდეს.
- შაკიკი - ამ ტიპის თავის ტკივილი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებულია და ძალიან მტკივნეულია. შაკიკი ტვინში სისხლის მიმოქცევის პრობლემასთანაა დაკავშირებული, რაც ვესტიბულარული აპარატის ფუნქციონირებაზეა პასუხისმგებელი და თან ახლავს თავის ძლიერი ტკივილი, თავბრუსხვევა, გულისრევა და არასასიამოვნო რეაქცია სინათლესა და ხმაზე.
- ვეგეტოვასკულური დისტონია - თავბრუსხვევა შესაძლოა თან ახლდეს მძიმე ნევროზულ და პანიკურ შეტევებს.
- შიგნითა ყურის ანთებამ, თავის ტვინისა და ზურგის ტვინის მუშაობის დარღვევამ, ასევე, კისრის სისხლძარღვების გაუმართავად მუშაობამ შესაძლებელია თაბვრუსხვევა გამოიწვიოს, ამიტომ აუცილებელია სწრაფად მივმართოთ ექიმს და ჩავიტაროთ შესაბამისი გამოკვლევები.
გულისრევა

მეორე სიმპტომია გულისრევა, რომელსაც ასევე ხშირად არ აქცევენ ყურადღებას და ხუმრობენ კიდეც. თუ მამაკაცს აღენიშნება ეს სიმპტომი, ამბობენ, რომ შესაძლებელია რაიმე ისეთი შეჭამეს, რამაც გულისრევა გამოიწვია. ქალები კი ზოგჯერ დედობისთვისაც კი ემზადებიან. დიახ, საკვებით მოწამვლასა და ტოქსიკოზს გულისრევა ხშირად ახლავს თან, მაგრამ არსებობს დაავადებების სია, რომლებმაც შესაძლოა ეს სიმპტომი გამოიწვიოს. - ინფარქტი - შესაძლებელია არ დაიჯეროთ, მაგრამ გულისრევა ინფარქტის ერთ-ერთი ნიშანია. კანის მოულოდნელი გაფერმკრთალება, არტერიული წნევის ვარდნა, ცივი ოფლი, გულისრევა მიოკარდიუმის ინფარქტის სიმპტომებია. თუ ამასთან ერთად, მწვავე ტკივილსაც განიცდით გულმკერდის არეში, მაშინ აუცილებლად გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება.
- ჰიპერტენზიამ და არტერიული წნევის სხვა პრობლემებმა შესაძებელია ასევე გამოიწვიოს გულისრევა. თუ თავი მოულოდნელად დაგიმძიმდათ ძლიერი სტრესის ფონზე, ან კოფეინის შემცველი სასმელების გადაჭარბებულად მიღების შემდეგ სახე გაგიცხელდათ, ნახშირის დალევას ნუ იჩქარებთ, რადგან შესაძლოა წნევა უცებ აიწია და ამის გამო გრძნობთ თავს ცუდად.
- შოკური მდგომარეობა - ნერვიულობამ, სტრესმა და ძლიერმა ემოციურმა ფონმა შესაძლებელია გულისრევა გამოიწვიოს. ეს მაშინ, ხდება, როდესაც ადამიანები სრულ შოკში არიან და შესაძლოა ძალიან ძლიერი ფსიქიკის მქონე ხალხსაც დაემართოთ.
- ინტოქსიკაცია - ვესტიბულარული აპარატის მუშაობის დარღვევამ, ეპილეფსიამ, რეალურმა კვებითმა ინტოქსიკაციამ, ან ალკოჰოლითა და ნარკოტიკით ინტოქსიკაციამ, ნაწლავურმა ინფექციამ და ვირუსებმა შესაძლოა გულისრევა გამოიწვიოს.
უძილობა

შესაძლებელია ორგანიზმმა უჭმელად და უწყლოდაც კი გაძლოს დიდხანს, მაგრამ მუდმივი უძილობა თავის ტვინისა და ნერვული სისტემის მუშაობაზე სერიოზულ გავლენას ახდენს. თუმცა, ამის მიუხედავად, ზოგიერთი ადამიანი აღნიშნულ სიმპტომს მაინც უგულებელყოფს. ხალნგრძლივმა უძილობამ შესაძლოა გამოიწვიოს:- ნერვული სისტემის დაავადებები - ძილის რეჟიმის დარღვევა ფსიქიკურ დაავადებებს, ღრმა სტრესსა და ნერვული სისტემის სხვადასხვა დაავადებას შეიძლება უკავშირდებოდეს. ეს კი შესაძლოა სხვადასხვა ფორმით გამოვლინდეს: დაძინების პროცესი რთული ან შეუძლებელი იყოს, მუდმივად გეღვიძებოდეთ განგაშის შეგრძნებით, კოშმარებს ხედავდეთ. დაირღვევა ბიორიტმი, შედეგად კი ადამიანი გაღიზიანებული და აგრესიული ხდება.
- ენდოკრინული სისტემის დარღვევა - ჰორმონების წყალობით გვძინავს, ამიტომ მათი ნაკლებობა პირდაპირ მიანიშნებს იმაზე, რომ ენდოკრინოლოგთან ვიზიტზე უნდა იფიქროთ. რაც მთავარია, არ უნდა დაგვავიწყდეს ისეთი მავნე ჩვევები, როგორებიცაა მოწევა, ალკოჰოლის გადაჭარბებული დოზით მიღება, არაჯანსაღი საკვები, ფიზიკური აქტივობის არარსებობა, მუდმივი გადაღლა ადრე თუ გვიან გამოიწვევს გარკვეულ დაავადებებს, რომელთა უგულებეყოფაც შეუძლებელია.
რაც მთავარია, საკუთარ თავს დიაგნოზს ნუ დაუსვამთ. ინტერნეტში შეუძლებელია ყველაფერზე ზუსტი პასუხი იპოვნოთ. შესაძლოა პირიქით, შეშინდეთ კიდეც. ამიტომ, სიმპტომების აღმოჩენის შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს და გახსოვდეთ, რომ ნებისმიერი დაავადება წარმატებით განიკურნება, თუ დროულად აღმოვაჩენთ სიმპტომებს და დავიწყებთ შესაბამის მკურნალობას.