დაბუჟება, ტკივილი - ისეთი სიმპტომებია, რომლებიც ბევრ რთულ დიაგნოზს ახასიათებს. არადა, ძალიან ხშირად ეს სიმპტომები შეიძლება ნერვის დაზიანებით იყოს გამოწვეული. როგორ გავარჩიოთ, ესა თუ ის დისკომფორტი ნერვის ბრალია თუ სხვა დიაგნოზი ვეძებოთ. რას ნიშნავს ნერვის ანთება, ნერვის "გაჭედვა" და რა იწვევს მათ. ამის შესახებ გადაცემა "სხვა შუადღეში" ნევროლოგმა მადონა სეხნიაშვილმა სიაუბრა.
"კიდურის დაბუჟების შემთხვევაში უმრავლესობა სისხლის ანალიზის გაკონტროლებას და სისხლის შედედების განსაზღვრას ცდილობს. თუ ცოტა კრიტიკულად შევხედავთ, რატომ უნდა გვაწუხებდეს სისიხლის შედედების დარღვევა ცალ კიდურში და მეორეში - არა" - ამბობს ექიმი და მიზეზებს დეტალურად განმარტავს.