ნევროლოგიისა და ნეიროფსიქოლოგიის ინსტიტუტის ბავშვთა ნევროლოგი, თამარ ედიბერიძე გადაცემაში "პირადი ექიმი" მშობლებს რჩევას აძლევს, თუ როგორ შეუქმნან ბავშვს ძილისთვის ხელშემწყობი გარემო.
"ძილისწინა ჰიგიენის არაერთი რეკომენდაცია არსებობს, თუ როგორ მოვამზადოთ ბავშვი ჯანმრთელი, ჯანსაღი ძილისთვის ღვიძილის პერიოდში.
დაძინებამდე 2 საათით ადრე, სასურველია სტანდარტული, თანმიმდევრული, განმეორებადი, მშვიდი და მოდუნების მიმართ განმაწყობელი ჩვევები გვქონდეს.
რაც შეეხება, უშუალოდ, ეგრეთწოდებული ლოგინის რიტუალს, როდესაც ლოგინში ჩაწოლიდან ჩაძინებამდე დრო უნდა გავატაროთ, თუ ეს დრო არ აღემატება 30 წუთს, საგანგაშო არ არის.
ყველა ჩვენგანს შეიძლება ეს დრო სხვადასხვაგვარი გვქონდეს.
ხშირად ბავშვები მშვიდად ჩაწვებიან, ჩაგვეხუტებიან, ზღაპარს ვუყვებით, იავნანას ვუმღერით და ასე შემდეგ, მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც პატარა გარკვეულ მოძრაობებს აკეთებს, თითქოს ეძებს მოხერხებულ პოზას, თუ ეს მოქმედება ბავშვს შფოთვას არ ანიჭებს და ყველა მოძრაობაზე უფრო და უფრო კომფორტულად გრძნობს თავს, ნუ შეუშლით ხელს.
ძალიან სასარგებლოა ადრეული ასაკის ბავშვებში ეგრეთწოდებული „დამცავი საგანი“ ჰქონდეს, ეს შეიძლება იყოს საყვარელი დათუნია, საყვარელი პლედი, საყვარელი ბალიში.
ეს საგნები პატარას უქმნის დაცულობისა და უსაფრთხოების განცდას, რაც მისთვის შემდეგ მშვიდად ძილთან ასოცირდება.
შესაძლოა, ისინი დღის განმავლობაში ბავშვის დამშვიდებაშიც კი დაგვეხმაროს" - აცხადებს თამა ედიბერიძე.