როგორც გაირკვა, ფილტვების შემდეგ კორონავირუსის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე გულია. ეს ორგანო კი ორგანიზმისთვის სისხლისა და ჟანგბადის მიწოდების მთავარი წყაროა. ვირუსი განსაკუთრებით რთულად გადააქვთ მათ, ვისაც უკვე აქვს ესა თუ ის ქრონიკული დაავადება, თუმცა შესაძლოა, გვქონდეს ავადობის ფარული ფორმა, რომელიც ვირუსის შემდეგ გამოვლინდეს. გვაქვს თუ არა ჯანმრთელი გული და ძლიერი გულსისხლძარღვთა სისტემა, ამის შესამოწმებლად მარტივი ტესტი გადაცემა „იმედის დილის“ პირდაპირ ეთერში ჩატარდა.

კარგად მუშაობს თუ არა თქვენი გული, ამის დასადგენად აიღეთ პატარა ჭურჭელი, თუნდაც სამზარეულოს თასი. ჩაასხით წყალი, ჩაყარეთ,მასში ყინული და
გახსოვდეთ, რომ გულის გამართულ მუშაობას ხელს უწყობს ცხოვრების ჯანსაღი წესი და სწორი კვება. ჯანმო-ს ინფორმაციით, მსოფლიოში დაფიქსირებული ინფარქტებისა და ინსულტების 80%-ის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო, მათგან 40%-ისთვის კი ცხოვრების ჯანსაღი წესიც საკმარისი იქნებოდა ყოველგვარი მკურნალობის გარეშე.