"პროდუქტიული ხველის დროს ადრეული ასაკის ბავშვებში საერთოდ არ ვიყენებთ ამოსახველებელ საშუალებას... მშობელს ხშირად ჰგონია, რომ ბავშვს შეტევითი ხველა აქვს, თუმცა ის თავისით ნელ-ნელა გაივლის"
გადაცემაში "პირადი ექიმი" პედიატრმა თემურ მიქელაძემ ამოსახველებელი საშუალებებზე ისაუბრა.
"პროდუქტიული ხველის დროს ადრეული ასაკის ბავშვებში საერთოდ არ ვიყენებთ ამოსახველებელ საშუალებას, რამეთუ, პირიქით, მან შეიძლება გააძლიეროს ხველა და ნახველი, რესპირაციული პათოგენი ქვედა სეგმენტებში განვითარდეს და ბქონქიტი პნევმონიაში გადავიდეს.

ამიტომ თუ არ არის ობსტრუქციული გენეზი, ამოსუნთქვის გაძნელება, რაც ახასიათებს ბრონქულ ასთმას, რა შემთხვევაში ვიყენებთ სპეციალიზირებულ მკურნალობას.

ძირითადი მომართვიანობა ბავშვებში არის ეგრეთწოდებული ცხვირიდან გადანადენის სინდრომი.

მშობელს ხშირად ჰგონია, რომ ბავშვს შეტევითი ხველა აქვს, თუმცა ეს
არ არის შეტევითი ხველა და ის თავისით ნელ-ნელა გაივლის. არ უნდა გამოვიყენოთ გამათხიერებელი საშუალებები.

ზოგ შემთხვევაში ვიყენებთ სხვადასხვა საინჰალაციო საშუალებებს, მაგრამ მაქსიმალურად თავი უნდა შევიკავოთ, რათა არ დავამძიმოთ ბავშვის მდგომარეობა.
რაც შეეხება მინერალურ წყლებს, ნატრიუმ ჰიდრო კარბონატული მარილის შემცველი წყლები გვაქვს და ფანტასტიურია, ოღონდ სასურველია იყოს დაბალგაზირებული, დაგაზვის გარეშე, რადგან გაზიანი ზოგიერთ შემთხვაში აძლიერებს ხველას ბავშვებში" - განაცხადა თემურ მიქელაძემ.



276
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები