დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ 200-ზე მეტ კლინიკაში ანტიგენის სწრაფი ტესტი უფასოდ ტარდება და მოსახლეობას მოუწოდა, სიმპტომების შემთხვევაში, თვითდინებით მივიდნენ ექიმის დანიშნულების გარეშეც.
ჩვენ რამდენიმე კლინიკაში გადავამოწმეთ, ტარდება თუ არა რეალურად უფასოდ სწრაფი ტესტი, წინასწარ ჩაწერის გარეშე:
"ევექსის კლინკებში სწრაფი ანტიგენის ტესტირება ტარდება, რომელიც სიმპტომიანი პაციენტების შემთხვევაში, უფასო გახლავთ. ხელმისაწვდომია ყველა პოლიკლინიკაში, გარდა თავხელიძის ქუჩაზე არსებული პოლიკლინიკისა. პაციენტების მიღება დილის 10 საათიდან საღამოს 5 საათამდეა. არის მხოლოდ ცოცხალი რიგით, ჩაწერა არ ხორციელდება. არსებობს გარკვეული ლიმიტი, თუმცა ამის შესახებ პაცინტების ინფორმირებულობას ვერ ვახორციელებთ, უმჯობესია დილიდანვე მივიდნენ."- განაცხადეს "ევექსი კლინიკებში".
ანტიგენის სწრაფი ტესტი ტარდება "ჯანმრთელობის ცენტრშიც", სადაც ადამიანებს, სიმპტომების შემთხვევაში, 10 საათიდან 3-ის ნახევრამდე შეუძლიათ მისვლა.
ჰოსპიტალური ქსელი "მედალფას" ოზურგეთის კლინიკაშიც განგვიცხადეს, რო 10 საათიდან 2 საათამდე შეუძლიათ ადამიანებს თვითდინებით მივიდნენ და ჩაიტარონ ტესტი.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ სიაში "პირველი სამედიცინო ცენტრიცაა" მითითებული, თუმცა იქ გვითხრეს, რომ სწრაფი ტესტი მათ კლინიკაში არ კეთდება:
"სიაში არასწორადაა მიითებული, ჩვენ დადასტურებული კოვიდკლინიკა ვართ და შემოდიან მხოლოდ დადასტურებული პაციენტები"- განაცხადეს "პირველ სამედიცინო ცენტრში".
კლინიკების სრული სია, სადაც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, უფასოდ,თვითდინებით ტარდება სწრაფი ტესტი, შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე
თამარ იაკობაშვილი