- გახანგრძლივების პროცესი ინდივიდუალურია. ძირითადად, ეს სიმპტომები ინფექციის მწვავე პერიოდს ახლავს ხოლმე, ხანგრძლივდება 2-3 კვირის განმავლობაში და ნელ-ნელა იკლებს. თუმცა არის ერთეული შემთხვევები, როდესაც ჩივილები უფრო დიდხანს გაჰყვათ პაციენტებს. განსაკუთრებით, ეს დაბალ ტემპერტურას, 37,2-37,5 გრადუსამდე ეხება. თუ სიმპტომები არ
- სუნთქვის უკმარისობაც შეიძლება ამდენ ხანს გახანგრძლივდეს?
- თუ ადამიანებს ჰქონდათ სუნთქვის უკმარისობა, იყვნენ ჟანგბადდამოკიდებულნი, იმყოფებოდნენ სტაციონარში, განსაკუთრებით, თუ მათ აქვთ რაიმე ფონური და ქრონიკული დაავადება, ხანდაზმული ასაკი, ასეთი პაციენტები გამოწერის შემდეგ, ოჯახის ექიმისა თუ პულმნოლოგის მეთვალყურეობას საჭიროებენ.- ბევრი ადამიანი ყნოსვისა და გემოს შეგრძნების დაკარგვის გახანგრძლივების შესახებ წერს, რამდენ ხანში შეიძლება აღდგეს?
-- ფილტვის დაზიანება მაქსიმუმ რამდენ ხანში შეიძლება აღდგეს?
- ზოგადად, ფილტვების ანთების გადატანის შემდეგ, განსაკუთრებით მაშინ, როცა ვირუსულ ანთებით პროცესზეა საუბარი და ორივე ფილტვია დაზიანებული, ხშირ შემთხვევაში, ფიბროზი რჩება. ფიბროზის აღდგენას სხვადასხვა დრო სჭირდება. ეს დამოკიდებულია ასაკზე, ადამიანის ზოგად მდგომარეობაზე და ასე შემდეგ. მაგრამ, რაიმე განსაკუთრებულ სპეციფიკურ ჩარევას ხშირ შემთხვევაში არ საჭიროებს. თუმცა, თუ იყო დაზიანების ძალიან მაღალი ხარიხსი და ადამიანს კორონავირუსის გადატანის შემდეგ რჩება ქოშინი, ადვილად დაღლა ან დაბალი სატურაცია, ასეთ შემთხვევაში უმჯობესია, რომ ექიმს მიმართონ, რომელიც მათ პოსტ-კოვიდურ მდგომარეობას შეაფასებს და თუ რაიმე ჩარევა დასჭირდებათ, ჩაუტარებეს გარკვეულ კვლევებსა და შესაბამის მკურნალობას. მაგრამ, როგორც ვთქვი, ძირითადად თავისით აღდგება და შესაძლოა დამატებითი ჩარევა არც დასჭირდეთ.- თქვენი დაკვირვებით, პაციენტებს ყველაზე ხშირად რომელი სიმპტომი უგრძელდებათ კოვიდის გადატანის შემდეგ?
- ძალიან ხშირია 37,2-37,5-მდე ტემპერატურის გახანგრძლივება, როდესაც დღის განმავლობაში რამდენიმე საათი უფიქსირდებათ, თუმცა, თავისით იკლებს და უბრუნდება ნორმას. ასევე, საკმაოდ ხშირად ხანგრძლივდება ყნოსვისა და გემოს დაქვეითება, საერთო სისუსტე, ადვილად დაღლა. ძალიან ბევრი ადამიანი მოგვმართავს ამ ჩივილებით და მინდა დავამშვიდო ისინი. მათ უმრავლესობას ეს სიმპტომები ყოველგვარი ჩარევის გარეშე აულაგდებათ. მთავარია, რომ მივყვეთ ჯანსაღი ცხოვრების წესს, ვიკვებოთ სათანადოდ, სუფთა ჰაერზე ვიყოთ, ვეცადოთ, რომ ადეკვატური რაოდენობის სითხე მივიღოთ, სტრესული გარემოს მიუხედავად, შევიქმნათ პოზიტიური განწყობა, ხოლო, თუ ეს სიმპტომები კიდევ უფრო დიდი დროით გაგვიხანგრძლივდება, ან იქნება მზარდი, მივმართოთ ექიმს.თამარ იაკობაშვილი