"კორონავირუსის გავრცელების ძირითადი წყარო შეზღუდვების შემოღებამდე იყო დახურული და ღია თავშეყრის ადგილები, რესტორნები, ბარები, სავარჯიშო დარბაზები, ტრანსპორტი და ა.შ, ხოლო ვირუსთან დაკავშირებულმა აკრძალვებმა გვიჩვენა ის, რომ ყველა შემოღებული რეგულაცია იყო სწორი. გარდა ამისა, ინფიცირების რაოდენობა შემცირდა იმიტომ, რომ ბევრმა ადამიანმა უკვე მოიხადა ვირუსი და გამოუმუშავდა ე.წ იმუნური ფენა, რასაც სხვაგვარად ზოგჯერ ჯოგურ ან კოლექტიურ იმუნიტეტს (Herd Immynity) უწოდებენ - ასე აფასებენ დარგის სპეციალისტები კორონავირუსის ეპიდემიის გამო ერთი თვის წინ შემოღებული შეზღუდვების შედეგებს”, - წერს გაზეთი "რეზონანსი” სტატიაში, სათაურით საქართველოში ე.წ. იმუნური ფენა გაჩნდა - რატომ შემცირდა ინფიცირ
ების ყოველდღიური მაჩვენებელი თითქმის 80%-ით.
"პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ ყველაზე მწვავე გავრცელების კერა იყო თავშეყრის ადგილები. მეორე მომენტი კი ის არის, რომ უკვე შეეშინდათ ადამიანებს და აქტიურად დაიწყეს ნიღბის გაკეთება, არა მხოლოდ დახურულ, არამედ ღია სივრცეებშიც. გარდა ამისა, ინფიცირების რაოდენობის შემცირებაზე იმოქმედა ე.წ იმუნური ფენის გამომუშავებამ. ჩვენ ვიცით, რომ საკმაოდ ბევრმა ადამიანმა უკვე მოიხადა კორონავირუსი და მე არაერთხელ მითქვამს, რომ ამ ვირუსის მოხდის შემდეგ ადამიანის ორგანიზმში არსებობს იმუნური ფენა, რის შემდეგაც ვირუსით დაინფიცირება დაბალია. ამიტომ ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ხელის შემწყობი ფაქტორია ის, რომ ბევრმა უკვე მოიხადა ეს ვირუსი და ეს აისახა კორონავირუსის დღიურ გავრცელების მაჩვენებელზეც, რომელიც საგრძნობლად შემცირდა. ზოგადად ვფიქრობ, რომ რეგულაციებმაც გაამართლა, რადგან, ჩემი აზრით, ერთ-ერთი მთავარი გავრცელების წყარო იყო ავტობუსები, საზოგადოებრივი ტრანპორტი, რომლებშიც ხშირად ადამიანებს 10-15 წუთით მაინც უწევდათ ყოფნა და სადაც პრაქტიკულად შეუძლებელი იყო დისტანციის დაცვა”, - მიიჩნევს ინფექციონისტი ირაკლი ხმალაძე.