როგორ გავარჩიოთ, ის გამონაყარი, რომელიც ბავშვს უპოვეთ, არის თუ არა სისხლჩაქცევა? - გაფრთხილება და პრაქტიკული რჩევა მშობლებს
როგორ გავარჩიოთ, ის გამონაყარი, რომელიც ბავშვს უპოვეთ, არის თუ არა სისხლჩაქცევა? - გაფრთხილება და პრაქტიკული რჩევა მშობლებს
ასე ხშირად ხდება - პატარას გამონაყარს აღმოვუჩენთ და აუცილებელად რაიმე მძიმე დაავადება გვგონია. მით უმეტეს, რომ შიშს დიდი თვალები აქვს.
და თუ ქვეყანაში ზოგჯერ სხვადასხვა გამონაყრით მიმდინარე ინფექციის აფეთქებას გავიხსენებთ, ეს შიში ალბათ გამართლებულიცაა.
შეგახსენებთ, გამონაყრით მიმდინარეობს როგორც ინფექციური, ისე ალერგიული დაავადებები, კანის ინფექციური, პარაზიტული და არაინფექციური სნეულებები.
mshoblebi
ერთი პრაქტიკული რამ მინდა გასწავლოთ.
როგორ გავარჩიოთ ჩვეულებრივი გამონაყარი სისხლჩაქცევისაგან, რომელიც შესალებელია ასევე გამონაყრის სახით გავრცელდეს მთელ სხეულზე. ის ზოგჯერ წერტილისოდენაა, ხანაც უფრო დიდია ზომაში.
სისხლჩაქეცევები მხოლოდ ტრავმის გამო არ ვითარდება. მისი
გაჩენა ზოგჯერ სისხლმბადი სისტემის, ასევე სისხლძარღვების დაავადებებზე მიუთითებს, ზოგჯერ კი რაიმე ვირუსული ან ბაქტერიული ინფექციის ნიშანია. შეგახსენებთ, სისხლჩაქეცევების უეცარი გაჩენა შესაძლებელია მენინგოკოკური ინფექციით იყოს გამოწვეული.
მაშ, როგორ გავარჩიოთ, ის გამონაყარი, რომელიც ბავშვს უპოვეთ, არის თუ არა სისხლჩაქცევა?

აი, მარტივი მეთოდი. მას მინის ჭიქის ტესტი ჰქვია.

რატომ მინა? იმიტომ, რომ მინის ჭიქით უნდა განახორციელოთ ზეწოლა გამონაყრის უბანზე, გამჭვირვალე მინაში კი თქვენ დაინახავთ, იცვლება თუ არა გამონაყარი, ფერმკრთალდება თუ არ იცვლის ფერს.
დაიმახსოვრეთ! თუ ზეწოლის შემდეგ გამონაყარი გაფერმკრთალდა - ეს სისხლჩაქცევა არ არის. მაგრამ თუ ზეწოლისას ის კვლავ უცვლელი დარჩა - ეს სისხლჩაქცევაა და ექიმს უნდა მიაკითხოთ.
სურათებზე გარკვევით ხედავთ, თუ როგორ უნდა განახორციელოთ ტესტი. პირველ ფოტოზე ჩანს,
რომ ჭიქის ტესტი უარყოფითია, მეორეზე კი - დადებითი.

ჯანმრთელობას გისურვებთ!

მედიცინის დოქტორი, პედიატრი თამარ ობგაიძე
1521
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები