და თუ ქვეყანაში ზოგჯერ სხვადასხვა გამონაყრით მიმდინარე ინფექციის აფეთქებას გავიხსენებთ, ეს შიში ალბათ გამართლებულიცაა.
შეგახსენებთ, გამონაყრით მიმდინარეობს როგორც ინფექციური, ისე ალერგიული დაავადებები, კანის ინფექციური, პარაზიტული და არაინფექციური სნეულებები.

ერთი პრაქტიკული რამ მინდა გასწავლოთ.
როგორ გავარჩიოთ ჩვეულებრივი გამონაყარი სისხლჩაქცევისაგან, რომელიც შესალებელია ასევე გამონაყრის სახით გავრცელდეს მთელ სხეულზე. ის ზოგჯერ წერტილისოდენაა, ხანაც უფრო დიდია ზომაში.
სისხლჩაქეცევები მხოლოდ ტრავმის გამო არ ვითარდება. მისი
მაშ, როგორ გავარჩიოთ, ის გამონაყარი, რომელიც ბავშვს უპოვეთ, არის თუ არა სისხლჩაქცევა?
აი, მარტივი მეთოდი. მას მინის ჭიქის ტესტი ჰქვია.
რატომ მინა? იმიტომ, რომ მინის ჭიქით უნდა განახორციელოთ ზეწოლა გამონაყრის უბანზე, გამჭვირვალე მინაში კი თქვენ დაინახავთ, იცვლება თუ არა გამონაყარი, ფერმკრთალდება თუ არ იცვლის ფერს.დაიმახსოვრეთ! თუ ზეწოლის შემდეგ გამონაყარი გაფერმკრთალდა - ეს სისხლჩაქცევა არ არის. მაგრამ თუ ზეწოლისას ის კვლავ უცვლელი დარჩა - ეს სისხლჩაქცევაა და ექიმს უნდა მიაკითხოთ.
სურათებზე გარკვევით ხედავთ, თუ როგორ უნდა განახორციელოთ ტესტი. პირველ ფოტოზე ჩანს,
ჯანმრთელობას გისურვებთ!
მედიცინის დოქტორი, პედიატრი თამარ ობგაიძე