ჯანმრთელობააქტუალური
საგანგაშო სიმპტომები, როცა დროის დაკაგვა არ შეიძლება და ადამიანი დაუყოვნებლივ საავადმყოფოში უნდა მოხვდეს

საახალწლო სუფრის შემდეგ საკვებით ინტოქსიკაციის შემთხვევები იშვიათი არ გახლავთ. ასევე ხშირია თვითმკურნალობა ან მოლოდინი, რომ უბრალო რაღაცამ გვაწყინა და ყველაფერი თავისით გაივლის. სამწუხაროდ, ყოველთვის ასე არ არის. საკვებით ინტოქსიკაცია არასადღესასწაულო პერიოდშიც ჩვეულებრივი მოვლენაა. ექთანი თამარ დაუსი გადაცემაში „პირადი ექიმი“ იმ სიმპტომებზე საუბრობს, როცა დროის დაკარგვა არ შეიძლება და დაუყოვნებლივ უნდა გამოვიძახოთ სასწრაფო დახმარება, ან ტავად მივიდეთ სამედიცინო დაწესებულებაში. საგანგაშო სიმპტომები, როცა დროის დაკარგვა არ შეიძება
  1. აგრესიული პირღებინება ან დიარეა, როცა წყალს ვერ შვიღებთ. ანუ ვსვამთ, მაგრამ ყკვლავ უკან ვიღებთ. ამ
    შემთხვევაში სითხის მიღენა ინტრავენურად უნდა მოხდეს. თანაც არა სახლის პირობებში.
  2. როცა მცირდება შარდი და მისი ფერი ძალიან გამუქებული, კონცენტრირებულია. შეიმჩნევა მძაფრი სუნი. ეს ნიშნავს, რომ ორგანიზმში სითხე შემცირებულია. ბავშვების შემთხვევაში დააკვირდით, თუ ტირის და ცრემლი აღარ მოდის, ესე იგი ბავშვი დეჰიტრატირებულია. საფენი რამდენიმე საათის განმავლობაში მშრალია. ძალიან რთულია, დიარეისა და შარდის გამოყოფის ერთმანეთისგან გარჩევა ჩვილებში, მაგრამ კარგად დააკვირდით, შარდის შემთხვევაში ძალიან სველდება საფენი.
  3. თუ დაირღვა სუნთქვის სიხშირე და სიღრმე და თუ დაირღვა მენტალური სტატუსი. თუ არის თვალებში გაორება, რაც კონსერვირებული საკვებით ინტოქსიკაციას ახასიათებს და საკმაოდ მძიმე დაავადებებს იწვევს.

ბეჭდვა