ჯანდაცვის ექპერტი გიორგი ფხაკაძე თავის ერთ-ერთ ვიდეოჩართვაში ახალ ვირუსებთან ორგანიზმის ბრძოლაზე საუბრობს და ამბობს, რომ ბავშვის ორგანიზმს საშუალება უნდა მივცეთ, ვირუსებთან ბრძოლა ისწავლოს.
"ბავშვი უნდა თამაშობდეს ტლაპოში, ქვიშაში, უნდა მოეფეროს ძროხასაც, ძაღლსაც და კატასაც, ასე სწავლობს მისი ორგანიზმი ახალ ვირუსებთან ბრძოლას. 25 წლის შემდეგ ვირუსების "შემსწავლელი აკადემია" ჩვენს სხეულში იხურება. ამიტომ, ატარეთ ბავშვები სოფლებში, ბალახზეც უნდა იკოტრიალოს, მდინარეშიც ჩავიდეს. ამით უფრო ძლიერდება და მომზადებული ხვდება მომავალში ახალ-ახალ საფრთხეებს. ასე მოვიდა ადამიანი დღემდე, ესაა ნორმალური პროცესი ჩვენი განვითარების" - ამბობს გიორგი ფხაკაძე.