"ამიტომაა, რომ ერთი და იგივე ანალიზი 5 ლაბორატორიაში რომ ჩააბაროთ, 5 სხვადასხვა პასუხს მიიღებთ" - გიორგი ფხაკაძე ჯანდაცვის სისტემის ხარვეზებზე
ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე საქართველოს ჯანდაცვის სისტემას ხშირად აკრიტიკებს. ამჯერად კრიტიკის მიზეზი ელექტრონული ჯანდაცვის არარსებობა, გახდა. ფხაკაძის თქმით, ელექტრონული ჯანდაცვა არის გარანტი, რომ ექიმის შეცდომები, ზედმეტი წამლების გამოწერა და პაციენტების ხარჯზე „ფულის კეთება“ შეწყდეს.
„იცით, რამდენი ადამიანი იღუპება მხოლოდ რეცეპტში დაშვებული შეხდომის გამო? ექიმიც ადამიანია, ერთი ზედმეტი ნული ან სხვა ადამინური შეცდომა და ამას შეიძლება გამოუსწორებელი შედეგები მოჰყვეს. 5 წლის წინ ვცდილობდი, ეს სისტემა დაგვენერგა, ყველა წინააღმდეგი იყო. სულელი ვიყავი, თურმე ტიპები ფულს აკეთებენ. ქაღალზე წარმოებულ ჯანდაცვაში ვერ იპოვი, ერთი
ექიმი ერთსა და იმავე წამალს უწერს ყველას და უმრავლესობას ეს არ სჭირდება. ამ წამლის საფასურიდან 10 პროცენტი შეიძლება სწორედ იმ ექიმს მიჰქონდეს, რომელმაც ეს წამალი გამოგიწერათ. რამდენი ექიმი და ფარმაკომპანია გადავიმტერე, დიახ, თქვენი წამლების ნახევარი, ახლა რაც სახლში გაქვთ, დიდი ალბათობით, საერთოდ არ გჭირდებოდათ. ამიტომ არის, რომ აფთიაქები იქცა საწყობებად, მილიარდ ლარზე მეტი ბრუნავს ამ ქსელში.“, - აცხადებს ფხაკაძე, რომელიც სამედიცინო მომსახურების ხარისხსაც შეეხო.
„ძალიან ბევრ ექიმს წლებია, წიგნი არ გადაუშლია და აარფერი უსწავლია. ამიტომ წალეკა უცოდინრობამ ქვეყანა და ექიმთან რომ მიდიხარ, იმის მაგივრად, რომ გიშველოს, მარჩიელობას იწყებს. ელემენტარულად, სამედიცინო დანადგარების კალიბრაცია არ ხდება. ეს პროცესი საჭირო იმისთვის, რომ მოწყობილობამ ზუსტად იმუშაოს. მარტივად რომ წარმოიდგინოთ.
დროთა განმავლობაში ამ სამედიცინო დანადგარების და მოწყობილობების დეტალები იწყებს რყევას და ზუსტ მაჩვენებელს აღარ გაძლევს. ანუ მცდარ პასუხს იძლევა. ამიტომ სხვადასხვა დანადგარს დროის სხვადასხვა მონაკვეთში სჭირდება კალიბრაცია, გასწორება, რომ შეცდომები არ დაუშვას. ამას შესაბამისი სპეციალისტი აკეთებს. საქართველოში უმრავლეს შემთხვევებში კალიბრაციას არ ატარებენ, იმიტომ, რომ ძვირი ჯდება. ხომ დგას და ხომ აკეთებს თავის საქმესო - ასეთი მიდგომაა. ამიტომ არის, რომ ერთი და იგივე ანალიზი რომ გაიკეთოთ 5 ლაბორატორიაში, 5 სხვადასხვა პასუხს მიიღებთ. რა თქმა უნდა, ყველა ლაბორატორია ასე არ მუშაობს, არის კარგი ლაბორატორიებიც, მაგრამ ძალიან ცოტა“ - ამბობს გიორგი ფხაკაძე.

6915
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (11)
nugzar
1
ელექტრონული რეცეპტი ჩვენ ზოგიერთ უვიც ექიმს არ აწყობს. შიშით მიდიხარ ექიმთან რას გიწერს თვითონაც არ იცის! მართალია ეს კაცი!
17:05 / 07-01-2021
პროფი
0
ყველა სისხლის კლინიკურ ლაბორატორიაში არსებულ თანამედროვე ანალიზატორს აქვს თავისი საკონტროლო ხსნარები, რომლის გაშვების შემდეგ მიღებულ პასუხებს აქვს დასაშვები ზღვრები. თუ ეს ზღვრები ირღვევა, მაშინ ლაბორანტი ვალდებულია შეწყვიტოს მუშაობა და ჩაატაროს და ანალიზატრის კალიბრაცია. კალიბრაციის ჩატარების თამიმდევრობა აღწერილია აპარატის მოხმარების ინსტრუქციაში, რაც აუცილებლად უნდა იცოდეს მომსახურე პესონალმა. მწარმოებლი ფირმის მიერ მკაცრად არის გაწერილი საკონტროლო ხსნარებით აპარატის შემოწმების პერიოდულობა და ამას უნდა ამოწმებდეს ლაბორატორიის ხელმძღვანელი. ასე რომ თანამედროვე აპარატურის მწარმოებლები თვითონ დებენ აპარატში შეცდომის დაშვების მინიმიზაციას თუ პესონალი ზერელედ და უპასიხისმგებლოდ არ ეკიდება თავის მოვალეობას(რაც სამწუხაროდ ჩვენთან ძალიან ხშირია).
13:58 / 07-01-2021
მსგავსი სიახლეები