„იცით, რამდენი ადამიანი იღუპება მხოლოდ რეცეპტში დაშვებული შეხდომის გამო? ექიმიც ადამიანია, ერთი ზედმეტი ნული ან სხვა ადამინური შეცდომა და ამას შეიძლება გამოუსწორებელი შედეგები მოჰყვეს. 5 წლის წინ ვცდილობდი, ეს სისტემა დაგვენერგა, ყველა წინააღმდეგი იყო. სულელი ვიყავი, თურმე ტიპები ფულს აკეთებენ. ქაღალზე წარმოებულ ჯანდაცვაში ვერ იპოვი, ერთი ექიმი ერთსა და იმავე წამალს უწერს ყველას და უმრავლესობას ეს არ სჭირდება. ამ წამლის საფასურიდან 10 პროცენტი შეიძლება სწორედ იმ ექიმს მიჰქონდეს, რომელმაც ეს წამალი გამოგიწერათ. რამდენი ექიმი და ფარმაკომპანია გადავიმტერე, დიახ, თქვენი წამლების ნახევარი, ახლა რაც სახლში გაქვთ, დიდი ალბათობით, საერთოდ არ გჭირდებოდათ. ამიტომ არის, რომ აფთიაქები იქცა საწყობებად, მილიარდ ლარზე მეტი ბრუნავს ამ ქსელში.“, - აცხადებს ფხაკაძე, რომელიც სამედიცინო მომსახურების ხარისხსაც შეეხო.
„ძალიან ბევრ ექიმს წლებია, წიგნი არ გადაუშლია და აარფერი უსწავლია. ამიტომ წალეკა უცოდინრობამ ქვეყანა და ექიმთან რომ მიდიხარ, იმის მაგივრად, რომ გიშველოს, მარჩიელობას იწყებს. ელემენტარულად, სამედიცინო დანადგარების კალიბრაცია არ ხდება. ეს პროცესი საჭირო იმისთვის, რომ მოწყობილობამ ზუსტად იმუშაოს. მარტივად რომ წარმოიდგინოთ.